ვიქტორ ბროსე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ვიქტორ ლავრენტის ძე ბროსე''' (დ. [[26 მაისი]], [[1893]], [[პეტერბურგი]], - გ. [[1937]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] მკვლევარი-ბიბლიოგრაფი, ქართული საბიბლიოთეკო საქმის თვალსაჩინო ორგანიზატორი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. წარმოშობით [[საფრანგეთი|ფრანგი]], გამოჩენილი ფრანგი ქართველოლოგის, აკადემიკოს [[მარი ბროსე|მარი ბროსეს]] შვილიშვილი. ცნობილი საბავშვო მწერლის [[მარიკა ხოშტარია|მარიკა ხოშტარიას]] ("მარეხი"„მარეხი“) მეუღლე, აკადემიკოს [[ედიშერ ხოშტარია-ბროსე|ედიშერ ხოშტარია-ბროსეს]] მამა.
 
==ბიოგრაფია==
ვ. ბროსემ დაამთავრა პეტერბურგის კლასიკური გიმნაზია ([[1911]]) და პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ([[1916]]). უნივერსიტეტში მისი მასწავლებელი იყო გამოჩენილი ქართველოლოგი, პროფესორი [[ალექსანდრე ცაგარელი]]. [[1916]] წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში. [[1916]]-[[1923]] ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის და თბილისის გიმნაზიებში. ზედმიწევნით ფლობდა ქართულ ენას. [[1923]]-[[1933]] იყო საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის (ამჟამად [[საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა|საქართველოს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა]]) იშვიათი წიგნების განყოფილების (რარიტეტსაცავის) გამგე. [[1933]]-[[1937]] [[საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატა|საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის]] დირექტორის მოადგილე. პარალელურად მოღვაწეობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში (ამჟამად [[საქართველოს ეროვნული მუზეუმი]]). [[1925]]-[[1937]] ლექციებს კითხულობდა საქართველოს განათლების სახ. კომისარიატის (სამინისტროს) მუდმივმოქმედ საბიბლიოთეკო კურსებზე.
 
ბროსე იყო საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის ([[1924]]) და პირველი ქართული საბიბლიოთეკო და ბიბლიოგრაფიული ჟურნალის "წიგნის„წიგნის მეგობარი"მეგობარი“ ([[1925]]) ერთ-ერთი დამაარსებელი. მას ეკუთვნის რამდენიმე ათეული მნიშვნელოვანი ნაშრომი ბიბლიოგრაფიის, ბიბლიოთეკათმცოდნეობის და არქივთმცოდნეობის საკითხებზე, რომლებიც გამოქვეყნებულია იმჟამინდელ პერიოდულ გამოცემებში. იგი იყო წიგნის "ბიბლიოთეკონომიის„ბიბლიოთეკონომიის, ბიბლიოგრაფიისა და პოლიგრაფიული წარმოების ტერმინოლოგია"ტერმინოლოგია“ ([[1932]]) თანაავტორი. ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით მოღვაწეობას. ქართულად თარგმნიდა ფრანგი და რუსი ავტორების მხატვრულ ნაწარმოებებს. ფრანგულად თარგმნა აკადემიკოს [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილის]] "ქართველი„ქართველი ერის ისტორია"ისტორია“ (ინახება[[საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი|ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის]] ივ. ჯავახიშვილის კაბინეტში).
 
ეწეოდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეობასაც. იყო [[საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება|საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების]] ნამდვილი წევრი და აქტიურად მონაწილეობდა მის მუშაობაში. [[1917]] წლიდან ბროსე იყო [[საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტია|საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის]], ხოლო [[1921]]-[[1924]] წლებში მემარჯვენე ფედერალისტთა ორგანიზაციის წევრი. მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. იგი დახვრეტილ იქნა [[1937]] წელს თბილისში, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ("შინსახკომი"„შინსახკომი“) ე.წ. "დიდი„დიდი სამეული"სამეული“-ს დადგენილებით. რეაბილიტირებულ იქნა [[1956]] წელს.
 
==ლიტერატურა==
* თამარ ღვალაძე. ვიქტორ ბროსე (მოგონება).- გაზ. "კალმასობა"„კალმასობა“, N 5 (18), 1998.
 
{{DEFAULTSORT:ბროსე, ვიქტორ}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვიქტორ_ბროსე“-დან