ნაჰუას ხალხი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎იდენტობის გამორკვევა და ადგილმდებარეობა: clean up, replaced: მიუხედავათ → მიუხედავად using AWB
No edit summary
ხაზი 19:
== ისტორია და კულტურული კავშირები ==
[[ფაილი:Telamones Tula.jpg|მინი|380პქ|"ატლანტელი ფიგურები" ტოლტეკების ნაჰუას კულტურის დანატოვარი, ტულა.]]
მეცნიერების უმეტესობა ფიქრობს, რომ ნაჰუატლი წამოვიდა მეზოამერიკულ ცენტრალურ ნაწილში ჩრდილო-დასავლეთი მექსიკიდან და იგი ჩამოყალიბდა დახლოებითდაახლოებით ჩვ. წ. 500 წელს. ეს იყო ენა, რომელზეც საუბრობდნენ [[აცტეკები]] (mexica-Tenochca), [[ტოლტეკები]] (Toltecs), [[ტლაჰკალტეკები]] (Tlaxcans) და მრავალი სხვა ხალხები. იმ დროს როცა [[ესპანელები]] მოვიდნენ ადრეულ XVI საუკუნეში, ნაჰუატლი იყო დომინანტი ენა კულტურის მთელ ტერიტორიაზე. [[მესოამერიკა|მეზოამერიკა]] არის ერთ-ერთი კულტურული სივრცე შვიდთაგან, სადაც ხალხმა მოახერხა განვითარება, უცხოური ჩარევის, საქალაქო ცივილიზაციისა და სახელმწიფო დონის პოლიტიკური მოწყობის გარეშე. ესპანელების ჩამოსვლამ ურბანული ცენტრების განადგურება და მასიური სიკვდილი მოიტანა, რომლის დონემაც 90 %-ს გადააჭარბა ადგილობრივ პოპულაციაში 1521 წელს დაპყრობიდან რამდენიმე ათწლეულში. თუმცა ესპანელებმა თან ჩამოიტანეს [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] [[რელიგია]] და გაავრცელეს ხალხში, რამაც მათში გააღვიძა დოკუმენტების და ჩანაწერების ქონის ინტერესი. მოხსენებები მზადდებოდა ახალ დაპყრობილ ტერიტორიებზე სახელმწიფოს და რელიგიის წარმომადგენლების მიერ და იგზავნებოდა ესპანეთის [[მეფე]]სთან. მოხსენებები მოიცავდა ადგილობრივების შესწავლას მათი უკეთ მართვის მიზნით. ადრინდელი [[ფრანცისკანელი]] ორდენის წევრებმა, რომელთა უფროსი შეუდარებელი [[ბერნარდინო დე სააგუნი]] (Bernardino de Sahagun) იყო, შეისწავლეს ნაჰუატლი და აცტეკელ გადამწერებს ასწავლეს ესპანური ანბანის გამოყენებით წერა თავიანთ ენაზე. სააგუნის გავლენით, მისმა მიმდევრებმა და თანამოაზრე კლერკებმა შეაგროვეს და დაწერეს ისტორიები სამეფო გენიალოგიებზე, ადათ-წესებზე, რელიგიურ რწმენასა და რიტუალებზე და ასევე მათ კომპლექსურ კალენდარულ სისტემაზე. სხვა ძალისხმევასთან ერთად, მათ დაწერეს მუსიკალური ნაწარმოებები ნაჰუატლის ენაზე, რომლებიც განკუთვნილი იყო ქრისტიანული სწავლების გადასაცემად. მუდმივად ჩანაწერების კეთების ტრადიციამ და დოკუმენტების კეთებამ სწავლულებს დაუტოვა შეუფასებელი ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ იცვლებოდა ნაჰუას კულტურა ნახევარი ათასწლეულის განმავლობაში. მკვლევრები დასაწყისიდანვე მუშაობდნენ ამ დოკუმენტებზე, მაგრამ უკანასკნელი 30 წელია, რაც შესამჩნევი ზრდა მოხდა იმ პროფესიონალებში, რომლებიც მეზოამერიკაზე მუშაობენ. არამხოლოდ ისტორიკოსები და ეთნო ისტორიკოსები არამედ არქეოლოგები, ხელოვნებად მცოდნეები, ლინგვისტები და ეთნოგრაფები არ ზოგავენ თავს, რომ უკეთესად იქნეს გაგებული ის მოვლენები, რაც ადგილობრივი მეზოამერიკის და ევროპის შეხვედრას მოჰყვა. მუდმივად განვითარებადი მიდგომები, რაც წინ უძღვოდა ამ კომპლექსურ ძალისხმევას, შეჯამებულია ჯონ მონაგანისა (2000) და ჯონ ჰავკინსის მიერ (2001). ნაჰუა არის ერთ-ერთი რამდენიმე ათეულ გადარჩენილ ადგილობრივ ეთნიკურ ჯგუფს შორის თანამედროვე მეზოამერიაკში, თუმცა შეუძლებელია იმ კონკრეტული ნიშნების აღმოჩენა, რომელიც მათ განასხვავებს სხვებისგან (ენის გარდა). ყველა ადგილობრივი ამერიკული კულტურა იზიარებს საერთო მეზოამერიკულ კულტურულ ტრადიციებს, რაც მნიშვნელოვნად ძველია და ფართოდ იყო გავრცელებული დაპყრობის პერიოდში. თანამედროვე ნაჰუა არის მიმოფანტული დიდ სივრცეზე და ხშირად არიან გარშემორტყმულები სხვა ადგილობრივი ჯგუფებით, ისევე როგორც ესპანური ელიტით. რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ ამ შემთხვევაში არის რეგიონალური განსხვავებები რაც გამოიხატება კონკრეტულ განმასხვავებელ ნიშნებთან, რომელიც დაკავშირებულია ეთნიკურ ჯგუფთან. შედეგი არის ის რომ მაგალითად, ჰუასტეკას (Huasteca) ნაჰუა უფრო მეტ საერთოს იზიარებს მის მეზობლებთან ტეფუასა და  ოტომის ხალხთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საუბრობენ განსხვავებულ ენებზე, ვიდრე ნაჰუას ხალხთან, რომელიც ასეულობით მილის მოშორებით ცხოვრებენ გუეროს შტატში. ეთნოგრაფიული ინფორმაცია ნაჰუაზე არ აძლევს საშუალებას ანალიტიკოსებს განსაზღვრონ რაიმე სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ელემენტები ხალხების ერთმანეთისგან. იგივე დასკვნა შეიძლება გაკეთდეს სხვა ადგილობრივ მაცხოვრებლებზე მეზოამერიკაში. მაგალითად ოტომის ხალხს ცენტრალური მთიანეთიდან შეიძლება არ ჰქონდეს ბევრი საერთო ამხანაგ ეთნიკურ ჯგუფთან ჰუასტეკაში. ასევე არსებობს რამდენიმე მცირე ეთნიკური ჯგუფი რეგიონში, როგორებიცაა ჰუიკოლები (Huichols) და ლაკანდონები (Lacandons), რომლებიც შესაძლებელია გამოვყოთ სხვა ეთნიკური ჯგუფებისგან კულტურულ ატრიბუტებზე დაყრდნობით, თუმც მიუხედავად ამისა, ეს ხალხიც იზიარებს ფართოდ მიმოფანტულ მეზოამერიკულ ნიშნებს. ედვარდ სპაისერმა (1962) დაწერა იმის შესახებ თუ რა ისტორიულმა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ ადგილობრივმა ხალხმა მეზოამერიკაში დაკარგა კონკრეტული ტომური ან ეთნიკური ჯგუფური იდენტობა და შეცვალა იგი გავრცელებული იდენტობით, როგორც ადგილობრივი ამერიკელი. ამ რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ ევრო-ამერიკული კულტურის ზეწოლამ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა, ლოკალურ ხალხებზე სხვადასხვანაირად იმოქმედა. ძირძველი მოსახლეობა, რომელთა დასახლებებიც ურბანული ცენტრების მახლობლად მდებარეობდა, უფრო დიდი გავლენის ქვეშ მოექცა, ვიდრე ისინი, ვინც ქალაქიდან შედარებით დაშორებულ ადგილებში ცხოვრობდა. თუმცა, სავალი გზებისა და სატრანსპორტო სისტემების გაუმჯობესებამ, ასევე რთულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ საგრძნობლად დააჩქარა მოდერნიზაციის ტემპები ყველაზე მიუვალ რეგიონებშიც კი. ბედის ირონიით, ზოგჯერ ევროპული კულტურის ზეწოლა იწვევს ადგილობრივ მოსახლეობაში უფრო მტკიცე ეთნიკური იდენტობის ჩამოყალიბებას. ამის გამო იქმნება პარადოქსული სიტუაცია, რომელშიც ქალაქებთან ახლოს მყოფი ადამიანები უფრო მეტად დაკავშირებულნი არიან ძირძველ ენასა და წეს-ჩვეულებებთან, ვიდრე შორეული სოფლის მოსახლეობა. არქეოლოგთა და ეთნო ისტორიკოსთა კვლევებმა შესაძლებელი გახადა ნაჰუას მდგომარეობის კარგად გაგება დაწყებული პრე-ესპანური პერიოდიდან გაგრძელებული კოლონიალიზმით და დამთავრებული დამოუკიდებლობით. ეთნოგრაფიული კვლევები კი ხელს უწყობს თანამედროვე გარემოში ადამიანების ცხოვრების უფრო ღრმად გაანალიზებას. 1926 წელს რობერტ რედფილდმა (Robert Redfield) წამოიწყო ნოვატორული ეთნოგრაფიული კვლევა მაღალმთიან ნაჰუას სოფელ ტეპოზტლანში (Tepoztlan). 1930 წლის წინასწარ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, მექსიკური სოფელი ტეპოზტლანი წლების განმავლობაში რჩებოდა სოფლური ცხოვრების კლასიკურ მაგალითად. რედფილდმა საზოგადოება აღწერა როგორც მშვიდობიანი, კონსერვატიული, კათოლიკურ რიტუალებში ჩაფლული და ბევრი პრე- ესპანური ელემენტებით გაჯერებული. ჩვიდმეტი წლის შემდეგ, ოსკარ ლუისმა (Oscar Lewis) გადაწყვიტა ხელახლა შეესწავლა სოფელი ტეპოზტლანი, რომლის შედეგებმაც ანთროპოლოგია ძირეულად შეცვალა. მის 1951 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „მექსიკური სოფელი: ახლიდან შესწავლილი ტეპოზტლანი“ საზოგადოება გაცილებით უფრო ღრმად იყო შესწავლილი. ლუისის ანგარიში გასცდა რედფილდის ეთნოგრაფიას, იქ აღწერილია ტეპოზტლანი, როგორც ჰეტეროგენული საზოგადოება ჩათრეული დაპირისპირებაში, რომელიც ზოგჯერ ძალადობაშიც კი შეიძლებოდა გადაზრდილიყო. მომდევნო კამათმა შეარყია სამეცნიერო მოთხოვნები ობიექტურობაზე ანთროპოლოგიასა და ზოგადად სოციალურ მეცნიერებებზე. ბევრი ძალისხმევა დაიხარჯა ამ ორი, ერთი შეხედვით შეუთავსებელი, ნაჰუას ცხოვრების შესახებ ანგარიშის ერთმანეთზე მოსარგებად. ათწლეულების განმავლობაში, გამოქვეყნებულმა ეთნოგრაფიულმა კვლევებმა ნაჰუას შესახებ წარმოაჩინეს ძირითადი ტენდენციები ანთროპოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში. შეუძლებელია ყოველი ამ ნამუშევრის აღწერა, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ ზოგიერთი ძირითადი თემა, მათ შორისაა: ეთნიკური იდენტობის დაკარგვა (Friedlander 1975), ყოფილი ნაჰუას თემები (Mulhare de la Torre 2001), ეთნიკური იდენტობის შენება (Sandstrom 1991, Schryer 1990, Berdan, et al. 2008, Rodríguez López 2003), ნათესაობა და სოციალური წყობა (Arizpe Schlosser 1973, Nutini 1968, Taggart 1975, 1983, Sandstrom 2000b), სამოქალაქო რელიგიური იერარქია (Dehouve 1976), სოციოლინგვისტიკა (Hill and Hill 1986), ფიესტები (Reyes García 1960), რიტუალური დანათესავება (Nutini and Bell 1980), რელიგიური იკონოგრაფია (Hunt 1977, Sandstrom and Sandstrom 1986), ეკონომიკური განვითარება (Chevalier and Buckles 1995), ჯადოქრობა (Nutini and Roberts 1993, Knab 1995), მითი (Preuss 1982), რელიგია (Báez-Jorge and Gómez Martínez 1998, Gómez Martínez 2002, Signorini and Lupo 1989, Ingham 1986), ნაჰუას კულტურის შეჯამება (Madsen 1969, Sandstrom 1995, 2000a, Gonzáles 1995, Taggart 1995, Rodríguez López and Valderrama Rouy 2005, Vargas Ramírez 1995, Masferrer Kan and Báez Cubero 1995, Saldaña Fernández 1995, Alvarado 1994, Villela F. 1995, Sierra Carrillo 1989), ფართო საზოგადოების კვლევები (Chamoux 1981, Montoya Briones 1964, Sandstrom 1991), პროტესტანტიზმი (Sandstrom 2001), შესწავლილი გარემო (Sandstrom 2005), კულტურის ცვლილება (Dehouve 1976). Much Nahua ethnography has been done by Mexican scholars and their students and the results of their efforts are published in Spanish in monographs, journal articles, and book chapters. ბევრი ეთნოგრაფიული კვლევები ჩატარდა მექსიკელი მეცნიერებისა და მათი სტუდენტების მიერ. მათი ნამუშევრების შედეგები ესპანურად გამოქვეყნდა სხვა და სხვა მონოგრაფებში, ჟურნალის სტატიებსა და წიგნებში.<ref>Sandstrom, A. R. (2010). Culture Summary: Nahua. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/MidAmer/NU46%27)&docId=nu46-000&page=nu46-000-00083&offsetId=nu4600000093&tocOffsetId=tocnu4600000093</ref>
 
== დასახლებები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაჰუას_ხალხი“-დან