ტუტანხამონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 22:
ტუტანხამონის მამა იყო ცნობილი ფარაონი „მწვალებლად“ წოდებული [[ეხნატონი]]. მაგრამ მთავარი ტუტანხამონის დედის ვინაობასთან არის დაკავშირებული. ის არის არა [[ეხნატონი]]ს მთავარი ცოლი, [[ნეფერტიტი]], არამედ ე.წ. „ახალგაზრდა ქალბატონი“, რომლის სახელი ჯერჯერობით არ არის დადგენილი, მაგრამ გენეტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ის ტუტანხამონის მამის, ეხნატონის და იყო. ანუ ტუტანხამონი ინცესტის შედეგად დაიბადა, რაც უცხო არ ყოფილა ძველი ეგვიპტელებისთვის.სამარხ [[KV 35]]-ში ნაპოვნი უფროსი ასაკის ქალის ნეშტი კი საბოლოოდ შეიძლება მიეკუთვნოს ტუტანხამონის ბებიას, დედოფალ [[ტიია]]ს.
 
ტუტანხამონი დახლოებითდაახლოებით 3 300 წლის წინათ ცხოვრობდა. ის ცხრა წლის იყო, როცა ტახტზე ავიდა და 18 წლისა გარდაიცვალა. არქეოლოგებისა და ისტორიკოსების უმრავლესობა ადრევე ვარაუდობდა, რომ მამამისი ცნობილი [[ეხნატონი]] იყო, რომელმაც ეგვიპტეში რელიგიური რეფორმების გატარება და [[მონოთეიზმი]]ს დამკვიდრება სცადა.
 
გენეტიკურმა და რადიოლოგიურმა გამოკვლევამ ასევე ცხადყო ტუტანხამონის სიკვდილის მიზეზები. ეგვიპტის სიძველეთა საბჭოს გენერალური მდივანის, [[ზაჰი ჰავასი]]ს თქმით, ტუტანხამონი როგორც ჩანს, [[მალარია|მალარი]]ის მძიმე ფორმით იყო ავად, მანამდე კი მისი სხეული ძვლების დაავადებით იყო დასუსტებული. ავადმყოფი და დაძაბუნებული ტუტანხამონი ჯოხით დადიოდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტუტანხამონი“-დან