აღაპი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
აღაპი საქართველოში ძველთაგანვე ეკლესიაში ან მონასტერში ეწყობოდა და თან ახლდა წირვა, ზოგჯერ კი - პანაშვიდიც. სააღაპო ტრაპებზე უნდა შეესვათ ღვინო მიცვალებულის ცოდვების შესანდობრად, ხოლო წირვისას მოუხსენიებინათ მისი სახელი. ზოგჯერ ეწყობოდა ე. წ. "კარგაღებული" აღაპი. ამ დროს უფასოდ უმასპინძლებოდნენ "გლახაკებს". აღაპი ეკლესია-მონასტრების გამდიდრების წყარო იყო. რამდენიმე მისი ხარჯების დასაფარავად ხდებოდა ყმების, მამულების, ფულის და სხვა შეწირვა.
 
აღაპის ნიადაგზე ფეოდალურ საქართველოში წარმოიშვა პირობითი მიწათმომფლობელობის განსაკუთრებული ფორმა ე. წ. "შეწირული", შეიქმნა ყმა-გლეხთა ცალკე ჯგუფი - "მეაღაპენი", რომლებიც ვალდებულნი იყვნენ ეკლესია-მონასტრებში აღაპის საჭიროებისათვის თავიანთი ჭირნახული მიეტანათ. დიდ ეკლესია-მონასტრებში შემუშვებული იყო აღაპის ადგილბრივიადგილობრივი წესები. ადგენდნენ აგრეთვე დავთრებს, სადაც აღაპები კალენდრის რიგით შეჰქონდათ. საქართველოს მთიანეთში არსებობდა აღაპის მოწყობის ხალხური წესი.
 
აღაპის ჩასაწერად ჩვეულებრივად იყენებდნენ [[სვინაქსარი|სვინაქსარს]], სადაც აღნიშნავდნენ შემომწირველთა სახელებს, შემოწირულებას და მიცვალებულის მოხსენიების დღესა და წესს. ასეთ მინაწერებს შეიცავს იერუსალიმისა და გოლგოთის ქართული სვინაქსარები. რადგან აღაპები სვინაქსარზე წლებისა და საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა, ხელნაწერი ძველდებოდა, იხეოდა. მათი განახლებისა და თავმოყრის მიზნით აღაპების ტექსტებს ცალკე იწერდნენ. ამგვარი სააღაპე წიგნის ნიმუშია 1901 წელს გამოცემული "ათონის ივერიის მონასტრის 1074 წლის ხელნაწერი აღაპები".
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აღაპი“-დან