მერი ავიძბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[1917]] წელს, აფხაზეთში. დაამთავრა [[სოხუმი]]ს აეროკლუბი და [[ბატაისკი]]ს საფრენოსნო სკოლა. სოხუმის აეროკლუბში მისი მასწავლებელი იყო [[ვიქტორ არგუნი]], რომელიც მუშაობდა საფრენოსნო ნაწილის უფროსად. [[1939]] წელს გახდა [[ლენინგრადი]]ს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის კურსანტი.
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დასასწყისში, ჩაეწერა მოხალისედ წითელ არმიაში. მოქმედ არმიაში, [[1942]] წლის დეკემბრიდან გერმანიის დამარცხებამდე, სწავლება გაიარა პერმის ავიასკოლაში. იგი იბრძოდა ჩრდილო-კავკასიის მე-4 საჰაერო არმიის შემადგენლობაში, მე-4 უკრაინის და მე-2 ბელორუსიის ფრონტებზე. ოპერაცია ''[[ბაგრატიონი]]ს'' შესრულების შემდეგ, მერი ავიძბა იბრძოდა ბელორუსიის მე-2 ფრონტზე. ერთ-ერთ სამხედრო გაფრენაზე, მისი თვითმფრინავი მტრის მიერ იქნა დაწიანებული და გაუჭირდა აეროდრომამდე მიღწევა. მან მიიღო მონაწილეობა კავკასიის დაცვაში და ყირიის, ბელორუსიის, [[პოლონეთი]]ს განთავისუფლებაში. აგრეთვე გერმანიის ტერიტორიის დაბომბვაში. [[1944]] წელს, გადავიდა სხვა საავიაციო პოლკში. საომარი ქმედებების დროს, მერი ავიძბამ შეასრულა [[477]] საბრძოლო აფრენა და ჰაერში გაატარა 1000 საათი, ხოლო მტერზე 63 000 კილოგრამი ბომბი ჩამოაგდეს. ომის შემდგომ, საომარი მოქმედედების დროს მიღებული ტრამვის გამო, პარალიზებულ იქნა, ხოლო 7 წლის შემდეგ ჩაუტარდა წარმატებული ოპერაცია. [[პენსია]]ზე მყოფი, მერი ავიძბა ცხოვრობდა საზოგადოებრივი ცხოვრებით, იგი არჩეულ იქნა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატად ახალგაზრდებს შორის. ატარებდა დიდ პატრიოტულ აღმზრდელობით მუშაობას.
გარდაიცვალა [[1986]] წელს, სოხუმში, აფხაზეთში.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მერი_ავიძბა“-დან