მერი ავიძბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[1917]] წელს, აფხაზეთში. დაამთავრა [[სოხუმი]]ს აეროკლუბი და [[ბატაისკი]]ს საფრენოსნო სკოლა. სოხუმის აეროკლუბში მისი მასწავლებელი იყო [[ვიქტორ არგუნი]], რომელიც მუშაობდა საფრენოსნო ნაწილის უფროსად. [[1939]] წელს გახდა [[ლენინგრადი]]ს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის კურსანტი.
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დასასწყისში, ჩაეწერა მოხალისედ წითელ არმიაში. სამამულო ომში მონაწილეობას იღებდა აფხაზეთიდან 55 ათასი წარმომადგენელი, აქედან 17 000 აღარ დაბრუნებულა, ხოლო 22 გახდა საბჭოთა არმიის გმირი. [[საბჭოთა კავშირი]]ს ავიაციამ დიდი როლი ითამაშა გამარჯვებაში და შეიტანეს 45 გამოჩენილი მფრინავიი აფხაზეთიდან. მოქმედ არმიაში, [[1942]] წლის დეკემბრიდან გერმანიის დამარცხებამდე, სწავლება გაიარა პერმის ავიასკოლაში. ამავე წლის შემოდგომას, მერიმ მიიღო სასიხარულო ცნობა მისი პირველი მასწავლების ვიქტორ არგუნის გმირობის შესახებ, იგი მიჰყვებოდა ბომბდამშენებს, რომლებიც აფეთქებდნენ სოლფელ [[ფსხუ]]ს. ერთხელ, არგუნმა შეამჩნის, რომ ერთ-ერთმა მათმა თვითმფრინავმა, განახორციელა იძულებითი დაშვება მტრის დაკავებულ ტერიტორიაზე. ამის შემდეგ, მერიმ მას დაუწერა აღმაფრთოვანებელი წერილი, სადაც მოკითხვა გადასცა ყველასგან, ისინი ელოდნენ პასუხს, მაგრამ შეიტყვეს ვიქტორის სიკვდილზე. იგი იბრძოდა ჩრდილო-კავკასიის მე-4 საჰაერო არმიის შემადგენლობაში, მე-4 უკრაინის და მე-2 ბელორუსიის ფრონტებზე. მან მიიღო მონაწილეობა კავკასიის დაცვაში და ყირიის, ბელორუსიის, [[პოლონეთი]]ს განთავისუფლებაში. აგრეთვე გერმანიის ტერიტორიის დაბომბვაში. [[1944]] წელს, გადავიდა სხვა საავიაციო პოლკში. საომარი ქმედებების დროს, მერი ავიძბამ შეასრულა [[477]] საბრძოლო აფრენა. ომის შემდგომ, საომარი მოქმედედების დროს მიღებული ტრამვის გამო, პარალიზებულ იქნა, ხოლო 7 წლის შემდეგ ჩაუტარდა წარმატებული ოპერაცია. [[პენსია]]ზე მყოფი, მერი ავიძბა ცხოვრობდა საზოგადოებრივი ცხოვრებით, იგი არჩეულ იქნა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატად ახალგაზრდებს შორის. მრავალი წელი იყო მშობელთა კომიტეტის წარმომადგენელი სოხუმის სკოლაში. მერი ავიძბა დაჯილდოებული იქნა [[სამამულო ომი]]ს I და II საფეხურის ორდენის მედლებით, კავკასიის დაცვისა და გერმანიაზე გამარჯვებისთვის. ატარებდა დიდ პატრიოტულ აღმზრდელობით მუშაობას.
გარდაიცვალა [[1986]] წელს, სოხუმში, აფხაზეთში.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მერი_ავიძბა“-დან