ენდრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ენდრო''' (Rubia), მცენარის გვარი ენდროსებრთა ოჯახის...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ენდრო''' (Rubia), მცენარის გვარი [[ენდროსებრნი|ენდროსებრთა]] ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქბალახები ან ბუჩქებია. აქვს მთლიანი ჯვარედინად მოპირისპირე ფოთლები და უბის ნახევარქოლგებად შეკრებილი ყვითელი, მომწვანო ან მოთეთრო პატარა ყვავილები. მისი 55-მდე სახეობა გავრცელებულია აზიის ზომიერ რაიონებში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე ნაწილი - შუა ევროპასა და აფრიკაში, 15 სახეობა კი - სამხრეთ ამერიკასა და მექსიკაში. საქართველოში 2 სახეობაა. რამდენიმე სახეობის მიწისქვეშა ნაწილები საღებავ ნივთიერებებს შეიცავს. ძველთაგანვე აშენებდნენ [[საღებავი ენდრო|საღებავ ენდროს]] (Rubia tinctorum), რომელსაც იყენებენ აბრეშუმის, ბამბეულისა და შალის (ნოხების) ქსოვილების შესაღებად. სინთეზური ალიზარინის აღმოჩენამ ენდროს კულტურა მკვეთრად შეამცირა და იგი მხოლოდ აზიის ზოგიერთ ქვეყანაში შემორჩა. ენდროს იყენებენ აგრეთვე ხალხურ მედიცინაში რაქიტის სამკურნალოდ.
 
{{ქსე}}
==ლიტერატურა==
*'' ხინთიბიძე ლ.,'' ქსე. ტ. 4, გვ. 153-154, თბ., 1979
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ენდრო“-დან