ოსირისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის 109.172.231.44 ცვლილებების გაუქმება (№3463758)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 1:
[[ფაილი:Standing Osiris edit1.svg|thumb|200px|ოსირისი]]
{{Hiero|ოსირისი |<hiero>Q1:D4-A40</hiero>|align=right|era=egypt}}
'''ოსირისი''' (ეგვიპტურად „უსირ“) — ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება; მცენარეულობისა და წყლის ღმერთი, მიცვალებულთა მფარველი და მსაჯული. დედამიწის ღვთაების გების და ცის ქალღმერთის ნუტის ძე, [[ისიდა]]ს ქმარი და ძმა, ჰორის მამა. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან ოსირის კულტი ქალაქ ბუსირისიდან მთელ ეგვიპტეში გავრცელდა. კულტის ცენტრი ქალაქი [[აბიდოსი (ეგვიპტე)|აბიდოსი]] გახდა. ყოველწლიურად აბიდოსში ქურუმები ოსირისის მთის ეპიზოდებს ხალხის წინაშე დრამატულ სცენებად წარმოადგენდნენ. მითის მიხედვით, ოსირისი თავის სამეფოს (დედამიწას) ბრძნულად და სამართლიანად მართავდა. შურის გამო იგი მოუკლავს ძმას — სეთის, უდაბნოს ბოროტ ღვთაებას, და მისი გვამი მდინარე [[ნილოსი|ნილოსში]] ჩაუგდია. ისიდას უპოვნია ქმრის ცხედარი, მაგრამ სეთის იგი მოუპარავს, 1440 ნაწილად დაუყვია (ნომთა რიცხვის შესატყვისად) და მთელ [[ეგვიპტე]]ში მიმოუბნევია. დიდი ძებნის შემდეგ ისიდას შეუგროვებია ოსირისის გვამის ნაწილები და გაუცოცხლებია. ბერძნულ-რომაულ ეპოქაში ოსირისის კულტი ფართოდ გავრცელდა ეგვიპტის ფარგლებს გარეთ. ოსირისის კულტი, მკვდარი და აღმდგარი ღვთაებისა ბუნებას განასახიერებდა.
 
== ოსირისის სამსჯავრო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოსირისი“-დან