ანტონ გნოლისთავისძე: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

21:53, 7 თებერვალი 2006-ის ვერსია

ანტონ გნოლისთავისძე, XII-XIII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი.

თამარის მეფობის პირველ წლებში ვაზირობა წაართვა მიქელ კათალიკოსმა. ანტონ გნოლისთავისძე ბერად შედგა დავითგარეჯის მონასტერში. მიქელის სიკვდილის შემდეგ თამარმა კვლავ მიიწვია და ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესობის გარდა, სამთავნელობაც (სამთავისის ეპისკოპოსობა) მისცა. მონაწილეობდა შამქორის ბრძოლაში (1195). ზრუნავდა სამეფო მონასტრებზე (შიომღვიმე, დავითგარეჯა, ვარძია, გელათი). თამარ მეფის 1201 სიგელიდან ვგებულობთ, რომ ანტონს სხალტბიდან შიომღვიმის მონასტერში წყალსადენი გაუყვანია. ვაჰანის მონასტრის წარწერა გვამცნობს, რომ ანტონ გნოლისთავისძეს ამ მონასტრისათვის ზღუდე აუგია. ამის შემდეგ წყაროებში აღარ იხსენიება.