ალექსანდრე ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 11:
 
==ოჯახი და შვილები==
1820 წლის მაისში ალექსანდრე ბატონიშვილი დაქორწინდა ერევნის მელიქის სააკ (ისაკ) აღამალიანის 14 წლის ასულ მარიამზე, მასთან შეეძინა ვაჟი ირაკლი.1827 წელს ერევნის რუსეთის მიერ აღების შემდეგ ალექსანდრე ბატონიშვილის ცოლ-შვილი და სიმამრი დარჩა ერევანში. რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მთავარმართებელ [[გრიგოლ როზენი]]ს მეშვეობით ცდილობდა, დაეყოლიებინა მარიამი შვილის პეტერბურგში გაგზავნაზე. მიუხედავად დედის წინააღმდეგობისა, 1834 წელს ირაკლი ბატონიშვილი გვარდიის ოფიცრის, თავად თუმანოვის თანხლებით გაგზავნეს პეტერბურგში, სადაც შეიყვანეს პაჟთა კორპუსში და დაუნიშნეს პენსია. სამხედრო სამსახურში მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება, თბილისში დაბრუნების ნებართვა მიიღო [[მიხეილ ვორონცოვი]]სგან 1844 წელს. 1864-66 წლებში ურთიერთობა ჰქონდა [[ბერტა ფონ ზუტნერი|ბერტა ფონ ზუტნერთან]]. ცოლად შეირთო [[თამარ ჭავჭავაძე (საზოგადო მოღვაწე)|თამარ ჭავჭავაძე]], რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი. გარდაიცვალა 1882 წლის 27 აპრილს.
 
ალექსანდრეს ასული ელისაბედი გარდაიცვალა თეირანში [[1836]] წელს, დაკრძალულია სომხურ ეკლესიაში, ტრაპეზის გასწვრივ სამხრეთის უკანა კედელში არის ჩასმული თეთრი მარმარილო რუსული წარწერით: