შალვა ჭანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(დაემატა/გასწორდა კატეგორია)
'''შალვა თომას ძე ჭანიშვილი''' (დ. [[20 მარტი]], [[1900]], [[ქუთაისი]] — გ. [[13 აგვისტო]], [[1986]], [[თბილისი]]), ქართველი აგრონომი, [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] წევრ-კორესპონდენტი (1959), [[საქართველოს სსრ]] მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
 
1923 წელს დაამთავრა [[მილანი]]ს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1923-19261923–1926 წწ. აგრონომად მუშაობდა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. 1926-19421926–1942 წლებში საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროფილის სამეცნიერო დაწესებულებებში სხვადასხვა თანამდებობებზე იყო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა. 1942-19521942–1952 წლებში იყო მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი. 1952-19581952–1958 წლებში [[საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი]]ს აგროქიმიის განყოფილების გამგე. 1958 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის პროფესორი. ჭანიშვილმა შეისწავლა საქართველოს მინდვრის კულტურების აგროტექნიკის საკითხები, დაამუშავა სანაწვერალო კულტურების თესვა-მოყვანის მეცნიერული საფუძვლები, გამოიკვლია თესლბრუნვისა და ნიადაგის დამუშავების საკითხები. დაჯილდოვებულია არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი.
 
== ლიტერატურა ==
{{DEFAULTSORT:ჭანიშვილი, შალვა}}
[[კატეგორია:საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები]]
[[კატეგორია:დაბადებული 20 მარტი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1900]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 13 აგვისტო]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1986]]
[[კატეგორია:ქართველი აგრონომები]]