ხაზართა სახაკანო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Chasaren.jpg|300px|მინიატიურა|ხაზართა სახაკანო 650-850 წწ.]]
'''ხაზართა სახაკანო''' — ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო. წარმოიშვა [[VII საუკუნე|VII საუკუნის]] შუა წლებში ქვემო ვოლგისპირეთისა და [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილოეთი კავკასიის]] [[აღმოსავლეთი]] ნაწილის ტერიტორიაზე. ხაზართა სახაკანოს [[დედაქალაქი]] [[VIII საუკუნე|VIII საუკუნის]] დასაწყისამდე იყო იყო [[სემენდერი]] [[დაღესტანი|დაღესტანში]], შემდეგ - [[ითილი]] ქვემო [[ვოლგა (მდინარე)|ვოლგაზე]]. VII საუკუნის II ნახევარში ხაზარებმა მეზობელი სახანოები და სახელმწიფოები დაიპყრეს. [[735]] წელს [[დარუბანდი]]ს გასასვლელითა და [[დარიალის ხეობა|დარიალის ხეობით]] ხაზართა სახკანოში [[არაბები]] შეიჭრნენ და ხაკანის არმია განადგურეს. ხაკანმა და მისმა ამალამ აღიარა [[ისლამი]], რომელიც მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილში გავრცელდა, ხოლო ჩრდილოეთ დაღესტანში მცხოვრებმა ხაზარებმა - [[იუდაიზმი]]. ხაზართა სახაკანოში მოსახლეობა ძირითად საქმიანობად მომთაბარე [[მესაქონლეობა]] იყო. ქვემო ვოლგის ბარში განვითარდა [[მიწათმოქმედება]] და [[მებაღეობა]]. სახაკანოს დედაქალაქი ითილი ხელოსნობისა და საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. მდინარე [[დონი (მდინარე)|დონსა]] და დონეცს შუა დასახლდნენ ჩრდილოეთ კავკასიელი [[ალანები]], რის შედეგადაც ბინადარი მოსახლეობა წარმოიშვა. დაიწყო ფეოდალურ ურთიერთობათა ჩამოყალიბება. ხელისუფლება ფაქტობრივად ადგილობრივ ხაზარ და ბულგარელ ფეოდალთა ხელში იყო. [[VIII საუკუნე]]ში ხაზართა სახაკანომ ფართო კავშირი შეინარჩუნა [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიასთან]], რამაც ხელი შეუწყო [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელებას. სახელმწიფო რელიგიად იუდაიზმი გამოაცხადეს. VII-VIII საუკუნეში ხაზარებმა [[საქართველო]]ში [[ხაზართა ლაშქრობები საქართველოში|ილაშქრეს]]. [[IX საუკუნე|IX საუკუნის]] დასასრულს [[პაჭანიკები|პაჭანიკებმა]] ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი დაიპყრეს. ხაზართა სახაკანოზე დამოკიდებული [[მადიარები]] [[დუნაი]]სკენ განდევნეს ([[895]] წელი). სახაკანოს მთავარი მოწინააღმდეგე იყო ძველი რუსული სახელმწიფოს. ჯერ კიდევ IX საუკუნის დასასრულს რუსთა რაზმები გაიჭრნენ [[კასპიის ზღვა]]ზე. [[კიევის რუსეთის მმართველები|კიევის დიდმა მთავრებმა]] [[ოლეგი|ოლეგმა]] [[913]]-[[914]] და [[იგორი|იგორმა]] [[943]]-[[944]] წლებში დაარბიეს ხაზართა სახაკანო. [[964]]-[[966]] იგორის ვაჟმა [[სვიატოსლავ I|სვიატოსლავმა]] საბოლოოდ გაანადგურა ხაზართა სახაკანო, დაანგრია მისი დედაქალაქი ითილი და სხვა ქალაქები. შემდეგ ხაზარებმა სცადეს აღედგინათ სახაკანო, მაგრამ უშედეგოდ. [[X საუკუნე|X საუკუნის]] დასასრულს ხაზართა სახაკანომ არსებობა შეწყვიტა.
 
==საისტორიო წყაროები==