დავით ლორთქიფანიძე (პედაგოგი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება|დავით ლორთქიფანიძე|დავით ლორთქიფანიძე (მრავალმნიშვნელოვანი)}}
{{ინფოდაფა მწერალი}}
'''დავით ლორთქიფანიძე''' (დ. [[18 მარტი|18]] <small>[ძვ. სტ. 5 მარტი]</small> მარტი]] [[1905]], [[სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი)|სალხინო]] — გ. [[11 თებერვალი]] , [[1992]], [[თბილისი]]) — ცნობილი ქართველი მეცნიერი [[პედაგოგიკა|პედაგოგიკის]] დარგში, [[სსრ კავშირი]]ს პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის [[აკადემიკოსი]].
 
==ბიოგრაფია==
დავით ონისიმეს ძე ლორთქიფანიძე 1905 წლის 18 მარტს დაიბადა სოფელ [[სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი)|სალხინოში]] (ამჟამინდელი [[ვანის მუნიციპალიტეტი]]). 9 წლის იყო როცა მამა გარდაეცვალა და იზრდებოდა ობლობასა და სიღარიბეში. 1912 წელს ის შეიყვანეს [[ქუთაისი]]ს ქართულ გიმნაზიაში, 1918-19211918–1921 წლებში სწავლობდა [[ვანი]]ს ახლადგახსნილ გიმნაზიაში, ხოლო 1923 წელს დაამთავრა [[თბილისი]]ს მე-3 ჰუმანიტარულ-ტექნიკური (ყოფილი ქართული) გიმნაზია. 1923 წელს ჩაირიცხა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1927 წელს.
 
1924 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად სოფელ [[თოხლიაური]]ს დაწყებით სკოლაში.
 
1925 წელს გამოაქვეყნდა პირველი ბროშურა თემაზე — „გოგია უიშვილი, ლიტერატურული გასამართლება“. 1929-19361929–1936 წლებში ლუკა ციხისთავთან, შალვა სიხარულიძესთან და ვ. ბახტაძესთან თანაავტორობით ორ წიგნად გამოსცა „კლასთან ბრძოლის ისტორია“, სახელმძღვანელო ათწლედებისა და ტექნიკუმების უფროსი კლასებისათვის.
 
1937 წელს დავით ლორთქიფანიძემ სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში ის გარდაცვალებამდე მუშაობდა სხვადასხვა ხარისხით: დოცენტად (1937-19481937–1948), პროფესორად (1943-19631943–1963), პედაგოგიკის კათედრის გამგედ (1963-19851963–1985), პროფესორ კონსულტანტად (1985 წლიდან).
 
1944 წელს [[რუსეთის სფსრ]] პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
ხაზი 29:
 
==მოღვაწეობა==
დავით ლორთქიფანიძე 65 წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ სამეცნიერო მოღვაწეობას. მან განვლო გზა დაწყებითი სკოლის მასწავლებლობიდან აკადემიკოსობამდე. დავით ლორთქიფანიძე ავტორია 200-ზე მეტი ნაშრომის, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა ცნობილი პედაგოგების [[იაკობ გოგებაშვილი]]ს, [[იან ამოს კომენსკი]]ს და [[კონსტანტინ უშენსკი]]ს ცხოვრების და ნაშრომების შესწავლას. 1952-19651952–1965 წლებში მისი ხელმძღვანელობით გამოიცა იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, პედაგოგიკის კურსის ორიგინალური სახელმძღვანელო. მას ნაყოფიერი მუშაობა აქვს ჩატარებული დიდაქტიკის სფეროში. მისი ნაშრომი „სწავლების პრინციპები, ორგანიზაცია და მეთოდები“ გამოცემულია [[მოსკოვი|მოსკოვსა]] და [[პრაღა]]ში. დიდი წვლილი მიუძღვის [[ქართული საბჭოთა ენციკლოპედია|ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის]] შექმნასა და გამოცემაში.
 
დავით ლორთქიფანიძემ, პირველმა ქართველმა, დაიცვა პედაგოგიკის დარგში საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები თემებზე — „იან ამოს კომენსკის დიდაქტიკა“ (1941) და „კ. დ. უშინსკის პედაგოგიური მოძღვრება“. ეს იყო პირველი სადოქტორო დისერტაცია და საერთოდ პირველი დისერტაცია საბჭოთა კავშირის პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში.