ენგურის ჰიდროელექტროსადგური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება}}
[[ფაილი:enguridam.jpg|მინი|350პქ |ენგურის კაშხალი]]
'''ენგურის ჰიდროელექტროსადგური''' — უდიდესი [[ჰესი]] [[ამიერკავკასია]]ში. მდებარეობს მდინარე [[ენგური|ენგურზე]]. შენდებოდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. [[კვტ]] (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის]] სტატუსი<ref>[http://epn.ge/?id=10343 ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ენიჭება]</ref>
 
მდინარე ენგურის აუზს, რომელიც საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ რაიონშია, აქვს 4060 კმ ფართობი. მისი უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 78%) მთებში, ზღვის დონიდან 1000 ნიშნულის ზემოთაა. მ. ენგურის სიგრძე 220 კმ-ია. მისი აუზი სოფ. ჯვარამდე წარმოადგენს ძლიერ მთაგორიან ზედაპირს, რომელიც დაფარულია ხშირი ტყეებით. როგორც თვით ენგური, ისე მისი შენაკადები მოედინებიან ვიწრო და ღრმა ხეობებში, ხშირ შემთხვევაში ადამიანისათვის ძნელად ან სრულიად გაუვალ ადგილებში. ენგური ტიპიური მთის მდინარეა დიდი ვარდნით; მისი კალაპოტი ადგილ-ადგილ მოფენილია კლდის დიდი ლოდებით, რომლებიც წარმოქმნის წყალვარდნილებსა და მორევებს.
 
ჯვარის ქვემოთ მკვეთრად იცვლება მდ. ენგურის როგორც აუზის, ასევე დინების ხასიათი. მთებიდან ვაკეზე გამოსული მდინარე რამდენიმე შტოდ იყოფა და არამყარი კალაპოტით მიედინება. შავი ზღვისპირა დაბლობ რაიონებში მდინარე ჭაობებს ქმნის.
 
ენგური სათავეს მარადყინულოვან შხარაზე (კავკასიონის ქედი) ღებულობს. ენგურის აუზში ყინულოვანი მთების სიმრავლე განაპირობებს მდინარის კვების ხასიათს, მისი ჩამონადენების და ხარჯის რეჟიმს. რეჟიმი ზოგადად ასე შეიძლება დავახასიათოთ: ზამთრის მინიმუმის შემდეგ, მარტის მეორე ნახევარში ან აპრილის დასაწყისში იწყება ენგურის წყლის დონის ინტენსიური აწევა, რომელიც ჩვეულებრივ ივნის-ივლისში აღწევს მაქსიმუმს; შემდეგ დგება წყლის დონის ნელი დაწევის პერიოდი, რომელიც გრძელდება შემოდგომის დამლევამდე.
 
ზოგჯერ წვიმები, რომლებიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში მოდის, შემოდგომით საგრძნობ წყალდიდობებს იწვევს, ზამთარში შედარებით მცირეს. წყლით კვების კარგი რეჟიმი განპირობებს მდინარის დიდ ხარჯს, საშუალო ჩამონადენის მოდული მისი შუა წელის 1 კმ²-ზე უდრის დაახლოებით 45ლ/წმ.
 
აღსანიშნავია, რომ ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა მშენებლობა წარმოებს მთის მდინარეებზე, როგორც წესი, წარმოადგენენ ჰიდროტექნიკური ნაგებობების რთულ კომპლექსს. მთის მდინარეებზე აგებული ჰესებისათვის დამახასიათებელია აგრეთვე ის, რომ მათი ცალკეული ნაგებობანი რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული ერთმანეთისაგან. ეს გარემოება კიდევ უფრო ართულებს მთის მდინარეების გამოყენებას და იწვევს რთული სქემების განხორციელების აუცილებლობას მდინარის გამოსაყენებლად, რაც გამოიხატება შენაკადების და მოსაზღვრე მდინარეების დამატებით გადაგდებაში.
 
== პარამეტრები ==