ელეანორა პორტუგალიელი (სრი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი|სახელი=ელეანორა პორტუგალიელი|სურათი=Hans...
 
No edit summary
ხაზი 12:
== იმპერატრიცა ==
[[ფაილი:Frederick III and Eleanor of Portugal.jpg|მარცხნივ|მინი|246x246პქ|იმპერატორი ფრიდრიხ III და იმპერატრიცა ელეანორა ავსტრიელი]]
ელეანორისათვის საქმროს შერჩევა მამიდამისს, [[ისაბელა პორტუგალიელი (1397-1471)|ისაბელა პორტუგალიელს]] დაევალა. მას ხელი სთხოვა არაგონისა და ნეაპოლის მეფე [[ალფონსო V (არაგონი)|ალფონსო V]]-მ, თუმცა დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო უარი უთხრეს. ელეანორი მალე დანიშნეს საფრანგეთის მეფე [[შარლ VII (საფრანგეთი)|შარლ VII-]]<nowiki/>ის უფროსი ვაჟის, საფრანგეთის დოფინის ლუი დე ვალუას საცოლედ, თუმცა მას შემდეგ რაც ელეანორის ხელი საღვთო რომის იმპერატორ [[ფრიდრიხ III (სრი)|ფრიდრიხ III]]-მ ითხოვა, ფრანგებთან ნიშნობა გაუქმდა. საქორწინო მოლაპარაკებები 1451 წელს შედგა ნეაპოლში. შეთანხმების მიხედვით ელეანორა საქმროსთან შესახვედრად გემით უნდა წასულიყო. ამ პერიოდში ხმელთაშუა ზღვაზე მეკობრეები თარეშობდნენ და ზღვაზე გადაადგილების ყველას ეშინოდა. მალე გავრცელდა ჭორები, რომ ელეანორი მეკობრეებმა მოიტაცეს, თუმცა სიცრუე აღმოჩნდა. ელეანორა და ფრიდრიხი ერთმანეთს ქალაქ [[სიენა|სიენაში]] შეხვდნენ. საქორწინო ცერემონიალი ქალაქ [[რომი|რომში]] ჩატარდა, ხოლო საზეიმო ღონისძიებები ნეაპოლის მეფის ორგანიზებული იყო.
 
ელეანორი და ფრიდრიხი რადიკალურად განსხვავებული ადამიანები იყვნენ და ერთად არასდროს ყოფილან ბედნიერები. ელეანორი იყო ცბიერი, ამბიციური და დაუმორჩილებელი ქალი, რომელიც ხშირად მონაწილეობდა ინტრიგებში, ხოლო ფრიდრიხი ზედმეტად ფხიზელი და მოსაწყენი კაცი იყო. ელეანორს უყვარდა ცეკვა, აზარტული თამაშები და ნადირობა, ფრიდრიხს კი ეს ყველაფერი არ ხიბლავდა. ფრიდრიხმა ელეანორას პორტუგალიელებით სავსე გარემო შეუქმნა, რათა თავი სამშობლოსგან მოწყვეტილად არ ჩაეთვალა. ფრიდრიხმა ელეანორი დაადანაშაულა მათი რამდენიმე შვილის გარდაცვალებაში, რადგან ითვლებოდა, რომ ისინი პორტუგალიური საჭმლით მოიწამლნენ. ამის შემდეგ ფრიდრიხმა შვილების აღზრდა საკუთარ თავზე აიღო. ვენის ალყის დროს, ხალხი იძულებული გახდა ვირთხები, კატები და ძაღლები ეჭამათ, ელეონორი კი ხალხზე ფიქრით თავს არ იწუხებდა. ასრებობს ისტორიული ნარკვევები, რომლებშიც წერია, რომ ელეანორი ვენის ალყის დროს სასახლეში ექსტრავაგანტულად, ფუფუნებაში და მფლანგველურად ცხოვრობდა. მან ვენის სასახლეში პატარა პორტუგალია მოიწყო. რაც საშინლად აისახებოდა ფრიდრიხის ისედაც გაკოტრებულ ხაზინაზე.
ხაზი 29:
 
== ლიტერატურა ==
* Sigrid-Maria Größing, AEIOU - Glück und Unglück im österreichischen Kaiserhaus, Verlag Amalthea [[სპეციალური:BookSources/9783850026338|სპეციალური:BookSources]]
[[კატეგორია:დაბადებული 18 სექტემბერი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1434]]