კლაუდია ვალუა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მმართველი|სახელი=კლაუდია დე ვალუა|ორიგინალური სახელი=claude de valois|ქვეყანა=[[ლოთარინგია|ლოთარინგიის]]|თანამდებობა=[[ჰერცოგინია]]|სურათი=Claude of Valois1.jpg|მმართველობის დასაწყისი=[[19 იანვარი, ]][[1559]]|მმართველობის დასასრული=[[21 თებერვალი,]] [[1575]]|წინამორბედი=[[კრისტინა დანიელი]]|მემკვიდრე=[[ეკატერინემარგერიტა დე ბურბონიგონძაგა]]|დაბადების თარიღი=[[12 ნოემბერი,]] [[1547]]|დაბადების ადგილი=[[ფონტენბლოს სასახლე]], [[პარიზი]],[[ საფრანგეთის სამეფო]]|გარდაცვალების თარიღი=[[21 თებერვალი,]] [[1575]]|გარდაცვალების ადგილი=[[სტანისლას სასახლე]], [[ნანსი]], [[ლოთარინგიის საჰერცოგო]]|ქორწინება=[[შარლ III ლოთარინგიელი]]|შვილები=[[ანრი II, ლოთარინგიელი]]
[[კრისტინა, შარლი,ლოთარინგიელი]]
შარლ ლოთარინგიელი
ანტუანეტა, ლოთარინგიელი
ანა, ლოთარინგიელი
[[ფრანსუა II, ლოთარინგიელი]]
ეკატერინე, ელიზაბეტილოთარინგიელი და
[[ ელიზაბეთ ლოთარინგიელი]]
კლაუდია|დინასტია=[[ვალუები]]|მამა=[[ანრი II]]|დედა=[[ეკატერინე მედიჩი]]|რელიგია=[[კათოლიციზმი]]}}
'''კლაუდია დე ვალუა''' ( დ.[[12 ნოემბერი]],[[1547]] - გ. [[21 თებერვალი]], [[1575]]) — [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] პრინცესა, [[ლოთარინგიის საჰერცოგო|ლოთარინგიის]] ჰერცოგინია [[1559]]-[[1575]] წლებში.

კლაუდია იყო [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] მეფე [[ანრი II (საფრანგეთი)|ანრი II დე ვალუასა]] და მისი მეუღლის, დედოფალ [[ეკატერინე მედიჩი|ეკატერინე დე მედიჩის]] მეორე ქალიშვილი და მესამე შვილი. [[1559]] წელს მიათხოვეს [[ლოთარინგიის საჰერცოგო|ლოთარინგიის]] ჰერცოგ შარლ III-ს. [[1572]] წელს დაესწრო თავისი დის, [[მარგარიტა დე ვალუა|მარგარიტა]] დე ვალუას ქორწინებას, ასევე დაესწრო წმინდა ბართლომეს ღამესაც. 1573 წელს დაესწრო , თავისი ძმის, ანრის კორონაციას პოლონეთის მეფედ. 1575 წლის 21 თებერვალს კლაუდია მეცხრე შვილის მშობიარობას, ოცდარვა წლის. მან გოგონა გააჩინა რომელსაც მის საპატივსაცემოდ კლაუდია დაარქვეს. მისი გარდაცვალების შემდგომ შარლს ცოლი აღარ მოუყვანია.

== ბიოგრაფია ==

=== საფრანგეთის პრინცესა ===
[[ფაილი:კლაუდია დე ვალუა ბავშვობაში .jpg|მარცხნივ|მინი|243x243პქ|კლაუდია ვალუა ბავშვობაში]]
კლაუდია დაიბადა 1547 წლის 12 ნოემბერს, [[ფონტენბლოს სასახლე|ფონტენბლოს]] სამეფო სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის მეფე [[ანრი II (საფრანგეთი)|ანრი II ვალუასა]] და მისი მეუღლის, დედოფალ [[ეკატერინე მედიჩი|ეკატერინე მედიჩის]] მესამე შვილი. იგი ღრმა ბავშვობაში ცხოვრობდა [[შატო დ'ანეტი|შატო დ'ანეტში]], ამიტომაც საფრანგეთის სამეფო კარზე მეტსახელად "Mademoiselle d'Anet"-ს ეძახდნენ, რაც დედამისის იდეა იყო.<ref>Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005</ref>

კლაუდია იზრდებოდა თავის უფროს დასთან, ესპანეთის მომავალ დედოფალ [[ელიზაბეტა ვალუა|ელიზაბეტა ვალუასთან]] და ასევე თავის რძალთან, შოტლანდიის დედოფალ [[მარია სტიუარტი|მარია სტიუარტთან]] ერთად. სამეფო ბავშვებს ზრდიდა ანრი II-ის სამეფო საყვარელი [[დიანა დე პუატიე]]. თუმცა რეალურად დიანა მათ აღზრდას მხოლოდ თვალყურს ადევნებდა, ბავშვებს კი ამიენის ჰერცოგინია და მისი მეუღლე ზრდიდნენ. <ref>Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005</ref>

კლაუდია იყო გენეტიკური დაავადებების მსხვერპლი, რომელიც ეკატერინე მედიჩიმ ყველა თავის შვილს გადასცა, გარდა [[მარგარიტა დე ვალუა|მარგარიტასი]]. კლაუდიას სჭირდა [[კიფოზი]] და ამასთან ფეხის გულებიც შიგნით ჰქონდა შეხრილი. მიუხედავად ამისა დიდ ხნიანი მკურნალობის შემდეგ კლაუდია სრულიად გამოჯანმრთელდა.<ref>Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005</ref>

1558 წელს კლაუდია დაესწრო თავისი უფროსი ძმის, საფრანგეთის დოფინ [[ფრანსუა II (საფრანგეთი)|ფრანსუას]] ქორწინებას შოტლანდიის დედოფალ მარია სტიუარტზე. ქორწილში დაიდგა საოცარი წარმოდგენა, რომლის დროსაც ნადიმის დროს დარბაზში შევიდა რამდენიმე მოოქროვილი გემი რომლებზეც იდგნენ ნიღაბაფარებული უფლისწული, რომლებმაც საცეკვაოდ გაიწვიეს საცეკვაოდ გაიწვიეს დედოფალი ეკატერინე მედიჩი, პრინცესა ელიზაბეტა, პრინცესა კლაუდია და პრინცესა მარგარიტა.
[[ფაილი:საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუა.jpg|მარცხნივ|მინი|კლაუდია ვალუა]]
1559 წელს საფრანგეთმა [[კატო-კამბრეზის ზავი|კატო კამბრეზის]] ზავით დაასრულა ნახევარსაუკუნოვანი ბრძოლა ესპანეთთან, ამიტომაც მეფე ანრი II-მ გადაწყვიტა სამი დინასტიური ქორწინებით ყველა მტერი მოკავშირედ ექცია. თავისი უფროსი ქალიშვილი, ელიზაბეტა დანიშნა ესპანეთის მეფე [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II-]]<nowiki/>ზე, კლაუდია დანიშნა ლოთარინგიის ჰერცოგ [[შარლ III ლოთარინგიელი|შარლ III-]]<nowiki/>ზე, ხოლო თავისი უმცროსი და [[მარგარეტ დე ვალუა|მარგარიტა]] დანიშნა სავოიის ჰერცოგ ემანუელ ფილიბერტზე.

1559 წლის 15 იანვარს, 11 წლის ასაკში, პრინცესა კლაუდია და ლოთარინგიის ჰერცოგი შარლ III [[ნოტრ-დამი|ნოტრ დამში]] დაქორწინდნენ. კლაუდია 19 იანვარს ლოთარინგიის ჰერცოგინიად აკურთხეს. რამდენიმე თვით კლაუდია მეუღლითურთ საფრანგეთში დარჩა. ამავე წლის 22 ივნისს ნოტრ დამში დაქორწინდნენ ელიზაბეტა ვალუა და ფილიპე II. 30 ივნისს მათი ქორწილისთვის გამართულ საზეიმო ტურნირზე, შოტლანდიელმა გვარდიელმა, [[მონტგომერი|დევიდ მონტგომერიმ]] მეფე ანრი II-ს შემთხვევით თვალში შუბი გაუყარა. მეფე ორი კვირა ებრძოდა სიკვდილს, მისივე სურვილით მისი დის ქორწილი არ გადადეს. 1559 წლის 9 ივლისს მარგარიტა ვალუა დაქორწინდა სავოიის ჰერცოგზე, ქორწილს მხოლოდ ეკატერინე მედიჩი დაესწრო. 10 ივლისს კი ანრი II გარდაიცვალა. 1559 წლის ბოლოს პარიზიდან სამი სამეფო ეტლი გამოვიდა, ერთით ელიზაბეტა და ფილიპე ესპანეთში გაემგზავრნენ, მეორეთი კლაუდია და შარლი ლოთარინგიაში, ხოლო მესამით მარგარიტა და ემანუელი სავოიაში. <ref>Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005</ref>

=== ლოთარინგიის ჰერცოგინია ===
კლაუდიასა და შარლს ურთიეთიერთობა კარგად აეწყოთ.<ref>Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005</ref> კლაუდია დედი, დედოფალ ეკატერინე მედიჩის საყვარელი შვილი გახდა. ერთხელ ეკატერინე გაუფრთხილებლადაც ესტუმრა ქალიშვილს ლოთარინგიაში, რომელმაც ისიამოვნა ამ ვიზიტით და სიძეც მოეწონა. <ref>Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005</ref>გარდა ამისა, ეკატერინე მედიჩი დაესწრო კლაუდიასა და შარლის პირველი შვილის, ანრის ნათლობას ბარ-ლე-დუკში. <ref>Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005</ref>საფრანგეთი და ლოთარინგია მეზობელი ქვეყნები იყვნენ, მათი დედაქალაქები - პარიზი და ნანსი კი იმდენად ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ კლაუდია დედამისსა და და-ძმებს საფრანგეთის სამეფო კარზე ხშირად სტუმრობდათ, ზოგჯერ მეუღლესთან და შვილებთან ერთადაც.
[[ფაილი:ClaudedeValois.jpg|მინი|314x314პქ|ლოთარინგიის ჰერცოგინია კლაუდია ვალუა]]
1572 წლის 18 აგვისტოს კლაუდია დაესწრო თავისი უმცროსი დის, მარგარიტა ვალუას ქორწინებას ნავარის მეფე [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი III ბურბონზე.]] პარიზისაკენ მიმავალ გზაზე კლაუდია ავად გახდა, რის გამოც ქალაქ შალონში შეჩერდა. ამის გამო ეკატერინე მედიჩი კლაუდიას მოსანახულებლად და მოსავლელად შალონში გაემგზავრა. სწორედ ამ დროს ეკატერინე წესით ესპანურ ნიდერლანდებში უნდა გამგზავრებულიყო თუმცა კლაუდიას გამო გადაიფიქრა, რითაც აცდა ადმირალ [[გასპარ დე კოლინი|კოლინის]] მიერ მოწყობილ თავდასხმას, რომელიც ნიდერლანდების საზღვარზე ელოდა და ეკატერინეს მოკვლა ედო მიზნად. კოლინმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ მას ესპანეთთან ომის გამოცხადება სურდა, ეკატერინე კი თავის ვაჟს, საფრანგეთის მეფე [[შარლ IX (საფრანგეთი)|შარლ IX-]]<nowiki/>ს არწმუნებდა ესპანეთთან მშვიდობა შეენარჩუნებინდა.<ref>Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005</ref>

ქორწილის შემდეგ წესით უნდა ჩამცხრალიყო საფრანგეთში არსებული რელიგიური კონფლიქტები, თუმცა კათოლიკეები ეკატერინე მედიჩის მეთაურობით პირიქით, დიდი ხოცვისთვის ემზადებოდნენ. ეს ამბავი კლაუდიას ჰერცოგმა [[ანრი I დე გიზი|დე გიზმა]] უთხრა და გააფრთხილა იმ ღამით თავის პალატში დარჩენილიყო.<ref>Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005</ref> ხოცვა 24 აგვისტოსთვის იყო დაგეგმილი და წესით ყველა ჰუგენოტი, მათ შორის ანრი III-ც უნდა მოეკლათ, შესაძლოა მარგარიტა ვალუაც მიეყოლებინათ რადგან მისი ცოლი იყო. კლაუდია ეკატერინემას სასტიკად გააფრთხილა მარგარიტასთვის არაფერი ეთქვა. <ref>Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005</ref>აღშფოთებულმა კლაუდიამ დედას ჰკითხა როგორ ბედავდა საკუთარი ქალიშვილის თავისი მიზნებისთვის შეწირვას, მან კი უპასუხა, რომ მარგარიტას არაფერი ემუქრებოდა. <ref>Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005</ref>მიუხედავად ამისა, კლაუდიამ მარგარიტა მაინც გააფრთხილა, მან კი თავისი ქმარი გააფრთხილა. <ref>Frieda, Leonie, "Catherine de Medici", Orion Books, London, 2005</ref>
[[ფაილი:ლოთარინგიის ჰერცოგინია კლაუდია დე ვალუა (1547-1575).jpg|მარცხნივ|მინი|240x240პქ|კლაუდია ვალუა 1574 წელს]]
ხოცვა-ჟლეტა შუაღამისას დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. ამ ღამით ათი ათასობით [[ჰუგენოტები|ჰუგენოტი]] მოკლეს, მათ შორის გასპარ დე კოლინიც. ანრი ბურბონმა და პრინცმა კონდემ კი თავს კათოლიკობის მიღებით უშველეს. ამის შემდეგ, კლაუდია სასწრაფოდ გაემგზავრა საფრანგეთიდან.

1573 წელს კლაუდია პარიზში კვლავ დაბრუნდა, რათა დასწრებოდა თავისი უმცროსი ძმის, ანრი ვალუას კორონაციას პოლონეთისა და ლიტვის მეფედ.

საფრანგეთში მისი ბოლო ვიზიტისას, მისმა ძმამ მეფე შარლ IX-მ კლაუდიას გადასცა გაიენის გამოსასყიდი, რომელიც მიიღო მისი საფრანგეთში არსებული ქონების კონფისკაციით. <ref>Brantôme, Pierre de Bourdeille,</ref>

ბრანტომი კლაუდიაზე წერდა: " თავისი გარეგნობით ის ძალიან ჰგავს დედამისს, ხოლო თავისი კეთილშობილებითა და გონიერებით კი მამიდას. ლოთარინგიელმა ხალხმა ის შეიყვარა ისე, როგორც არასდროს არცერთი თავიანთი ქალბატონი არ ჰყვარებიათ. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ყველა ლოთარინგიელი მთელი გულით გლოვობდა მას. ის გარდაიცვალა ახალგაზრდა. მისი ქვრივი კი ვერასდროს ვერ იპოვნის ისეთს, რომელიც მას ოდესმე ჩაანაცვლებს...

მოკლედ, ის იყო ჭეშმარიტად საფრანგეთის ქალიშვილი, რომელიც იყო უმშვენიერესი, იყო გონიერი და ჰქონდა საოცარი უნარები ნებისმიერ სფეროში. ლოთარინგიის ჰერცოგინია ყველას აოცებდა თავისი დიპლომატიურობით, პრინციპულობითა და გონიერებით."<ref>Brantôme, Pierre de Bourdeille,</ref>

კლაუდია ვალუა დარდაიცვალა 1575 წლის 21 თებერვალს, 27 წლის ასაკში. ბრანტომის ცნობებით ის გარდაიცვალა მშობიარობისას, ბავშვით საწოლში. იგი ბოლო მშობიარობისას ძალიან ღელავდა, ამიტომაც სპეციალურად მისთვის პარიზიდან გამოცდილი ბებიაქალი ჩამოიყვანეს, თუმცა იგი მაინც ვერ გადაარჩინეს. <ref>Brantôme, Pierre de Bourdeille,</ref>

== შვილები ==
კლაუდიამ შარლს 9 შვილი გაუჩინა:
[[ფაილი:Charles&Claude.jpeg|მინი|295x295პქ|კლაუდია და მისი მეუღლე, ლოთარინგიის ჰერცოგი [[შარლ III ლოთარინგიელი|შარლ III]]]]
* ანრი II ([[1563]]-[[1624]]), [[ლოთარინგიის საჰერცოგო|ლოთარინგიის]] ჰერცოგი

* ანრი II ([[1563]]-[[1624]]), [[ლოთარინგიის საჰერცოგო|ლოთარინგიის]] ჰერცოგი
* [[კრისტინა ლოთარინგიელი|კრისტინა]] ([[1565]]-[[1637]]), ცოლად გაჰყვა [[ტოსკანა|ტოსკანის]] დიდ ჰერცოგ [[ფერდინანდო I მედიჩი|ფერდინანდო I დე მედიჩის]]
* შარლი ([[1567]]-[[1607]]), [[ლოთარინგიის საჰერცოგო|ლოთარინგიის]] [[კარდინალი (მრავალმნიშვნელოვანი)|კარდინალი]]
Line 15 ⟶ 53:
* ელიზაბეტი ([[1574]]-[[1635]]), ცოლად გაჰყვა [[ბავარია|ბავარიის]] ჰერცოგ [[მაქსიმილიან I (ბავარიის კურფიურსტი)|მაქსიმილიან I]]-ს
* კლაუდია ([[1575]]-[[1576|1575)]]

== წინაპრები ==
{{Ahnentafel-compact5|კლაუდია ვალუა|[[ანრი II (საფრანგეთი)|ანრი II ვალუა]]|[[ეკატერინე მედიჩი]]|[[ფრანსუა I (საფრანგეთი)|ფრანსუა I ვალუა]]|[[კლაუდია დე ვალუა|კლაუდია ვალუა]]|[[ლორენცო II მედიჩი]]|[[მადლენ დე ლა ტურდე|მადლენა ოვერნელი]]|[[შარლ დე ვალუა (ანჟულემის გრაფი)|შარლ ვალუა]]|[[ლუიზა სავოიელი]]|[[ლუი XII|ლუი XII ვალუა]]|[[ანა ბრეტონელი]]|[[პიერო მედიჩი]]|[[ალფონსინა ორსინი]]|[[ჟან III ოვერნელი]]|[[ჟანა დე ბურბონი]]|[[ჟან დე ვალუა (ანჟულემი)|ჟან ვალუა]]|[[მარგარიტა დე როანი]]|[[ფილიპ II სავოიელი]]|[[მარგარეტ დე ბურბონი]]|[[შარლ დე ვალუა (ორლეანი)|შარლ ვალუა]]|[[მარია კლეველი]]|[[ფრანსუა II მონტფორტი]]|[[მარგარეტ ფოქსი]]|[[ლორენცო მედიჩი]]|[[კლარისა ორსინი]]|რობერტო ორსინი|კატერინა სანსევერინო|ბერტრარდ VI ოვერნელი|ლუიზა დე ლა ტრემუალი|[[ჟან III (ვანდომი)|ჟან III ბურბონი]]|ისაბელ ბავარიელი|[[ ]] შინაარსი=|border=1|boxstyle=padding-top: 0; padding-bottom: 0;|boxstyle_1=background-color: #fcc;|boxstyle_2=background-color: #fb9;|boxstyle_3=background-color: #ffc;|boxstyle_4=background-color: #bfc;|boxstyle_5=background-color: #9fe;|style=font-size: 90%; line-height: 110%;}}

==რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.medici.org Medici Archive Project]
*[https://archive.org/stream/bookofladiesillu00bran/bookofladiesillu00bran_djvu.txt The book of the ladies]

== ლიტერატურა ==
* ''შტეფან ცვაიგი.'' მარიამ სტიუარტი , გვ. 32.

== სქოლიო ==
[[კატეგორია:დაბადებული 1547]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1575]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კლაუდია_ვალუა“-დან