ეკატერინე ჭავჭავაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ეკატერინე დადიანი''' (* 19 მარტი, 1816 ― † 13 აგვისტო, 1882), [[სამეგ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ეკატერინე დადიანი''' (*დ. [[19 მარტი]], [[1816]] ― გ. [[13 აგვისტო]], [[1882]]), [[სამეგრელოს სამთავრო]]ს უკანასკნელი დედოფალი; ა. ჭავჭავაძის ასული. [[1839]] წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს [[დავით დადიანი|დავით ლევანის ძე დადიანს]]. აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს მართვა-გამგეობაში. 1853 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის, [[დადიანი, ნიკო|ნიკოს]] სრულწლოვანებამდე, რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე დადიანი რეგენტად დაამტკიცა. [[ყირიმის ომი]]ს დროს (1853-1856), როდესაც სამეგრელოს დიდი ნაწილი ოსმალებმა დაიკავეს, ოსმალთა სარდალში ომერფაშამ სცადა სამეგრელოს დედოფალთან შეთანხმება, მაგრამ ეკატერინე დადიანი შეუდგა სახალხო თავდაცვის ოგრანიზებას და პირადად მონაწილეობდა მტრის რაზმებზე თავდასხმაში. 1856 წელს ეკატერინე დადიანი მიიწვიეს ალექსანდრე II-ის მეფედ კურთხევის ცერემონიაზე; პეტერბურგში იგი დიდი პატივით მიიღეს, მიანიჭეს "სტატს დამის" წოდება და წმ. გიორგის მედლით დააჯილდოეს. 1857 წელს სამეგრელოში გლეხთა აჯანყებამ იფეთქა. ეკატერინე დადიანმა დახმარებისათვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, იგი გლეხთა სასტიკად დასჯას თხოულობდა, მთავრობამ ეს მომენტი სამეგრელოს სამთავროს გაუქმებისათვის გამოიყენა და აჯანყების მიზეზად მმართველობის უვარგისობა ჩათვალა. 1857 წლის 26 სექტემბერს სამეგრელოს "დროებით" მმართველად გენერალი ნ. კოლუბიაკინი დაინიშნა. ეს ფაქტობრივად სამეგრელოს ავტონომიის გაუქმება იყო. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ეკატერინე დადიანმა სამეგრელოში გაატარა. დაკრძალულია მარტვილის ტაძარში. ეკატერინე დადიანმა შემოუნახა შთამომავლობას [[ბარათაშვილი, ნიკოლოზ|ნ. ბარათაშვილის]] ლექსებისა და პოემა "ბედი ქართლისას" ხელნაწერი რვეული.
 
{{ქსე}}
==ლიტერატურა==
*''დუმბაძე მ.,'' დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1957;
*''მაკალათია ს.,'' სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941;
*''მეუნარგია ი.,'' სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი, თბ., 1939;
*''მისივე,'' ქართველი მწერლები, ს. ცაიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1957;
*საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970;
*''კაჭარავა დ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 62, თბ., 1979
 
{{DEFAULTSORT:ეკატერინე დადიანი}}
 
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:სამეგრელოს დედოფლები]]