ლუი XII: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 59 interwiki links, now provided by Wikidata on d:q58514 (translate me)
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მმართველი|სურათი=Louis-xii-roi-de-france.jpg|სახელი=ლუი XII|ქვეყანა=[[საფრანგეთი|საფრანგეთის]]|თანამდებობა=[[საფრანგეთის მონარქების სია|მეფე]]|მმართველობის დასაწყისი=[[7 აპრილი]] [[1498]]|მმართველობის დასასრული=[[1 იანვარი]] [[1515]]|კორონაცია=[[27 მაისი]] [[1498]]|წინამორბედი=[[შარლ VIII|შარლ VIII ვალუა]]|მემკვიდრე=[[ფრანსუა I (საფრანგეთი)|ფრანსუა I ვალუა]]|ქვეყანა2=[[მილანის საჰერცოგო|მილანის ჰერცოგი]]|მმართველობის დასაწყისი2=[[6 სექტემბერი]] [[1499]]|მმართველობის დასასრული2=[[16 ივნისი]] [[1512]]|წინამორბედი2=[[ლუდოვიკო სფორცა]]|მემკვიდრე2=[[მასიმილიანო სფორცა]]|ქვეყანა3=[[ნეაპოლის სამეფო|ნეაპოლის მეფე]]|მმართველობის დასაწყისი3=[[2 აგვისტო]] [[1501]]|მმართველობის დასასრული3=[[31 იანვარი]] [[1504]]|წინამორბედი3=[[ფრედერიკ ნეაპოლელი|ფრედერიკ ტრასტამარა]]|მემკვიდრე3=[[ფერდინანდ II (არაგონი)|ფერდინანდ III ტრასტამარა]]|სხვა წოდებები=[[ორლეანი|ორლეანის]] [[ჰერცოგი]]<br/> [[ვალუას დინასტია|ვალუას ჰერცოგი]] <br/> [[ბლუას საგრაფო|ბლუას გრაფი]]|დაბადების თარიღი=[[27 ივნისი]] [[1462]]|დაბადების ადგილი=[[ბლუა]], [[საფრანგეთი]]|გარდაცვალების თარიღი=[[1 იანვარი]] [[1515]] (52 წლის)|გარდაცვალების ადგილი=[[პარიზი]], [[საფრანგეთი]]|ქორწინება=[[ჟანა დე ვალუა|ჟანა ფრანგი]] <br/> [[ანა ბრეტონელი]] <br/> [[მარია ტიუდორი (საფრანგეთის დედოფალი)|მარია ინგლისელი]]|შვილები=[[კლაუდია დე ვალუა|კლაუდია, საფრანგეთის დედოფალი]] <br/> [[რენე დე ვალუა|რენე, ფერარას ჰერცოგინია]]|დინასტია=[[ვალუას დინასტია|ვალუა]]|მამა=[[შარლ ორლეანელი|შარლი, ორლეანის ჰერცოგი]]|დედა=[[მარია კლეველი]]|რელიგია=[[კათოლიციზმი]]}}
[[ფაილი:Louis-xii-roi-de-france.jpg|thumb|170px|ლუი XII]]
 
'''ლუი XII დე ვალუა''' ({{lang-fr|Louis XII de Valois}}; დ. [[27 ივნისი]], [[1462]], [[ბლუა]], [[საფრანგეთი]] - გ. [[1 იანვარი]], [[1515]], [[პარიზი]], [[საფრანგეთი]]) — [[საფრანგეთის მეფეების სია|საფრანგეთის მეფე]] [[1498]]-[[1515]] წლებში. [[ვალუას დინასტია|ვალუას დინასტიის]] ორლეანელთა შტოს წარმომადგენელი. [[შარლ V (საფრანგეთი)|შარლ V-ის]] შთამომავალი.
 
[[შარლ VIII (საფრანგეთი)|შარლ VIII-ის]] მცირეწლოვნობის დროს იგი ფეოდალური ოპოზიციის რიგებში იყო. [[1488]] წელს მეფის ჯართან აჯანყებულთა დამარცხების შემდეგ 3 წელი ტყვეობაში გაატარა. ახალგაზრდა შარლ VIII მეფის მიერ განთავისუფლებული გაჰყვა მას პირველ იტალიურ ლაშქრობაში (1494-1495 წწ.) შარლ VIII-ის სიკვდილის შემდეგ გამეფდა. პაპის ნებართვით გაეყარა პირველ ცოლს, [[ლუი XI (საფრანგეთი)|ლუი XI-ის]] ასულს ჟანას და შეირთო, შარლ VIII-ის ქვრივი [[ანა ბრეტონელი]], რითაც განაგრძო საფრანგეთ-ბრეტანის პირადი უნია და შემოუმტკიცა ეს მხარე საფრანგეთს. მისმა რეფორმებმა სამეფოს ერთხანს სიმშვიდე და ეკონომიკური კეთილდღეობა მოუტანა. [[1499]] წელს განაახლა [[იტალიური ომები]] (1494-1559 წწ.).
 
== ადრეული ცხოვრება ==
ლუი დაიბადა 1462 წლის 27 ივნისს, ბლუას სასახლეში.<ref>Frederic J. Baumgartner, Louis XII (New York: St. Martin's Press, 1996), p. 1.</ref> იგი იყო [[ორლეანი|ორლეანის]] ჰერცოგის, შარლ დე ვალუასა და მისი მეუღლის, [[მარია კლეველი|მარია კლეველის]] ვაჟი.<ref>Susan G. Bell, ''The Lost Tapestries of the City of Ladies'', (University of California Press, 2004), 105.</ref>
 
საფრანგეთის მეფე [[ლუი XI|ლუი XI ვალუა]], რომელიც ტახტზე 1465 წელს ავიდა, ცდილობდა ხელი შეეშალა მისი ბიძაშვილებისთვის, ბურგუნდიელი და ორლეანელი წარმოშობის ვალუებისთვის, რომლებიც საფრანგეთის მეფობაზე აცხადებდნენ პრეტენზიას. <ref>Frederic J. Baumgartner, ''Louis XII'', p. 3.</ref>
 
მეფე ლუი XI 1483 წლის 30 აგვისტოს გარდაიცვალა.<ref>Paul Murray Kendall, ''Louis XI: The Universal Spider'', p. 368.</ref> ტახტზე კი ავიდა მისი 13 წლის ვაჟი, [[შარლ VIII (საფრანგეთი)|შარლ VIII ვალუა]]. <ref>Paul Murray Kendall, Louis XI: the Universal Spider, p. 373.</ref>შარლის მცირეწლოვანებიდან გამომდინარე ქვეყანა რეგენტს უნდა ემართა, რეგენტი კი გახდა შარლის უფროსი და, ბურბონის ჰერცოგინია და ასევე ლუი XI-ის ქალიშვილი, [[ანა ვალუა|ანა დე ვალუა]]. <ref>Frederic J. Baumgartner, ''Louis XII'', p. 21.</ref>1483 წლის 24 ოქტომბერს ანამ საფრანგეთის სამეფოს გენერალური შტატები მოიწვია, რომელშიც ლუიც შედიოდა. 1484 წლის იანვარში გენერალური შტატები კვლავ მოიწვიეს, თუმცა ამჟამად საფრანგეთში არსებული სამივე წოდება იქნა მოწვეული და თავიანთი წოდების შესაბამისად დასხეს. პირველი წოდება იყო სასულიერო, ანუ კათოლიკე კარდინალები, მეორე წოდება იყო ფრანგული არისტოკრატია, ანუ ჰერცოგები და გრაფები, ხოლო მესამე წოდებაში ვაჭრები შედიოდნენ. ლუი როგორც უკვე ორლეანის ჰერცოგი და მომავალი მეფე მეორე წოდებაში მოხვდა. თითოეულ მათგანს კი რეგენტისათვის თავისი შემოსავალ-გასავალი უნდა გაეცნო და ამის შემდეგ კუთვნილი გადასახადებიც უნდა გადაეხადათ. ცხადია ეს არავის მოეწონა და პროტესტიც გამოთქვეს, თუმცა მას შემდეგ რაც ანამ მეფის ბრძანებულება გააცნო დამშვიდდნენ. გადასახადები შეეხოთ სასულიერო წოდებასაც, ამის შემდგომ ისინი არა რომის პაპს, არამედ საფრანგეთს უხდიდნენ ფულს.
 
1484 წლის შემდეგ გადასახადები გაეზარდა მეორე წოდებასაც, ასევე გამოვიდა ბრძანებულება, რომ გადასახადები სამხედრო მოსამსახურეებსაც უნდა გადაეხადათ. ამის სანაცვლოდ გადასახადები შეუმცირდათ მესამე წოდებას, ანუ ვაჭრებსა და გლეხებს. გენერალური შტატები მოწვეული იყო ქალაქ ტურში. 1484 წლის 7 მარტს კი მეფემ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ტურს ტოვებდა. ხუთი დღის შემდეგ მეფეს მინისტრებმა აცნობეს, რომ არისტოკრატიის დიდი ნაწილი უარს ამბობდა გადასახადებზე. შარლმა და მისმა დამ ამის აღსაკვეთად უამრავი რეფორმა გაატარეს, თუმცა უშედეგოდ.
 
1485 წელს ლუიმ ომი გამოუცხადა მეფის რეგენტს, ანა დე ვალუას. დაიწყო ეგრედ წოდებულ შეშლილი ომი (1485-1488), რომლის დროსაც ლუი ცდილობდა შარლი და მისი და ხელისუფლებიდან ჩამოეგდო და მეფე თავად გამხდარიყო. ლუიმ ალიანსი შეკრა [[ბრეტანი|ბრეტანის]] ჰერცოგ [[ფრანცისკ II (ბრეტანი)|ფრანცისკ II]]-თან, თუმცა 1488 წლის 22 ივნისს სამეფო არმიამ, ანას მეთაურობით დაამარცა ლუი და ფრანცისკი. ბრეტანის ჰერცოგი ბრძოლაში მოკლეს, ხოლო ლუი ტყვედ აიყვანეს და საპყრობილეში ჩასვეს. სამ წლიანი ტყვეობის შემდეგ, ლუი შეიწყალეს და გაანთავისუფლეს, რის შემდეგაც იგი [[შარლ VIII (საფრანგეთი)|შარლ VIII]]-ს იტალიაშიც გაჰყვა საომრად.
 
1498 წლის 7 აპრილს მეფე შარლ VIII უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა. სალის კანონის თანახმად კი ტახტზე მისი ყველაზე ახლო ნათესავი უნდა ასულიყო, ასეთი კი ლუი აღმოჩნდა, ვინაიდან იგი შარლს ბიძაშვილადაც ერგებოდა და სიძედაც, რადგან ლუის მისი უმცროსი და, ჟანა ჰყავდა ცოლად. ამრიგად 1498 წელს ლუი XII საფრანგეთის მეფე გახდა.
 
== მეფობა ==
 
=== მმართველობა საფრანგეთში ===
მიუხედავად იმისა, რომ ლუი XII ხელისუფლებაში მოულოდნელად მოვიდა, მთელი ძალღონით ცდილობდა ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესებას. იგი მუშაობდა საფრანგეთის სამართლებრივ სისტემაზე, გადასახადების შემცირებაზე და მთავრობის დახვეწაზე, ისევე როგორც მისი კოლეგა, [[ინგლისის მონარქების სია|ინგლისის მეფე]] [[ჰენრი VII]]. გადასახადების შემცირების შემდეგ ლუიმ ხარჯები მკვეთრად შეამცირა, რათა ხაზინა სტაბილურად ყოფილიყო. რაც შეეხება რელიგიურ პოლიტიკას, ლუი XII-მ ხელახლა შემოიღო პრაგმატული სანქცია, რომელმაც საფრანგეთის რომის კათოლიკური ეკლესია შექმნა, რომელსაც მეფის ან სხვა ფრანგი ოფიციალური პირების დანიშვნის უფლება ჰქონდა.
 
ლუი ასევე გამოცდილი იყო არისტოკრატიის მართვაში, მათ შორის [[ბურბონები|ბურბონების]] ძლიერი საგვარეულოს მართვაში, რაც საფრანგეთში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია იყო. 1499 და 1510 წლებში მან გამოსცა ბრძანებულებები, რომელთა მიხედვითაც საფრანგეთის უზენაეს სასამართლოში კორუფცია აღიკვეთა. ასევე გაამკაცრა საბაჟო გადასახადებზე არსებული კანონი, მაგალითად, საბაჟოზე ფული უნდა აეკრიბა მეფის მიერ დანიშნულ პიროვნებას, რომელსაც აკრეფილი თანხა არაუმეტეს რვა დღეში უნდა გადაეგზავნა სამეფო ხაზინაში. ამის დამრღვევი ისჯებოდა ფულადი ჯარიმითა და სამსახურის დაკარგვით.
 
=== მილანის დაპყრობა ===
1494 წელს მეფე შარლ VIII-ის მეთაურობით ფრანგები იტალიაში შეიჭრნენ და დაიპყრეს [[მილანის საჰერცოგო]]. ამ დროისათვის მილანი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო იყო. შარლის ლაშქრობიდან მალევე მილანმა სუვერენიტეტი აღიდგინა. მილანის საჰერცოგო გამოეყო საფრანგეთს და მისი ჰერცოგი [[ლუდოვიკო სფორცა]] გახდა. ფრანგები ამ ყველაფერზე რეაგირებას ითხოვდნენ. მალე ლუი იტალიაში შეიჭრა, რასაც მოჰყვა [[იტალიური ომები|"იტალიური ომების<nowiki>''</nowiki>]] განახლება.
 
1495 წელს ლუდოვიკო სფორცამ უარი თქვა ფრანგებთან ომზე და შველა [[ვენეციის რესპუბლიკა|ვენეციის რესპუბლიკას]] სთხოვა. მალე იტალიურმა სახელმწიფოებმა შექმნეს ანტიფრანგული კოალიცია, ეგრედ წოდებული "წმინდა ლიგა". ლუი XII კი მილანის ჰერცოგობაზე პრეტენზიას აცხადებდა, ვინაიდან მისი ბებია, ორლეანის ჰერცოგინია [[ვალენტინა ვისკონტი]], მილანის ჰერცოგ [[ჯან გალეაცო ვისკონტი|ჯან გალეაცო ვისკონტის]] ქალიშვილი იყო და ლუის, როგორც მის შთამომავალს ტახტზე უფლებები ჰქონდა.
 
1499 წელს ლუი XII-ს მილანში შეჭრა და მისი დაპყრობა მოუნდა. თუმცა ომის დაწყებამდე საჭირო იყო საერთაშორისო საფრთხეების მოგვარება, რომლებიც მას ომის დაწყების შემთხვევაში შეექმნდებოდა. 1498 წელს მან ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას [[საღვთო რომის იმპერატორთა სია|საღვთო რომის იმპერატორ]] [[მაქსიმილიან I (სრი)|მაქსიმილიან I]]-თან.
 
მას შემდეგ რაც მაქსიმილიანთან ყველაფერი მოაგვარა, ლუის სურდა ურთიერთობები დაელაგებინა ინგლისის მეფე [[ჰენრი VII]]-თან. თუმცა ამ დროს ჰენრი ემზადებოდა თავისი უფროსი ვაჟის, უელსის პრინცის [[არტური (უელსის პრინცი)|ართურ ტიუდორისა]] და [[ესპანეთი|ესპანეთის]] პრინცესა [[კატალინა არაგონელი|კატალინა არაგონელის]] ქორწინებისათვის. ამრიგად ესპანეთი ინგლისის მოკავშირე ხდებოდა. ლუის ისიც ახსოვდა, რომ ესპანეთი ვენეციის მიერ შექმნილ ანტიფრანგულ კოალიციაში შედიოდა. ამრიგად, ესპანეთთან ურთიერთობების დალაგების მიზნით, ლუი XII-მ მიმართა ესპანეთის მეფე [[ფერდინანდ II არაგონელი|ფერდინანდ II არაგონელსა]] და მის მეუღლეს, დედოფალ [[ისაბელ I კასტილიელი|ისაბელ I კასტილიელს]]. ფერდინანდი იმდენად მტრულად იყო განწყობილი ფრანგების მიმართ, რომ ვენეცია თავად აამხედრა მის წინააღმდეგ და ამ კოალიციის შექმნისკენ უბიძგა. საბოლოოდ, 1498 წლის აგვისტოში ლუი XII-მ შეძლო და ესპანეთთან ხელშეკრულების დადება შეძლო. რომლის მიხედვითაც საფრანგეთი და ესპანეთი მოკავშირეებად ცხადდებოდნენ. ამის შემდეგ ლუიმ ალიანსის გაფორმება [[შოტლანდია|შოტლანდიასთან]] მოისურვა. სინამდვილეში ლუის ძველი ფრანკო-შოტლანდიური ალიანსის განახლება სურდა. 1499 წლის დასაწყისში ფრანკო-შოტლანდიური ალიანსი კვლავ განახლდა. ამის გამო ინგლისელებმა ყურადღება ჩრდილოეთით, შოტლანიისკენ გაამახვილეს და არა კონტინენტური ევროპისკენ.
 
ამ ყველაფრის შემდეგ, ლუიმ გადაწყვიტა [[შვეიცარიის კონფედერაცია]] და [[სავოიის საჰერცოგო]] თავის გავლენის ქვეშ მოექცია. 1499 წლის მარტში ლუიმ შვეიცარიელებთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რის მიხედვითაც, შვეიცარია საფრანგეთის მოკავშირე და ვასალი ხდებოდა, ასევე შვეიცარიაში უნდა ჩამდგარიყო ფრანგული არმია და ის საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის აგრესიისაგან. 1499 წლის მაისში კი ლუიმ შეთანხმება დადო სავოიის საჰერცოგოსთან. ამ შეთანხმების მიხედვით, სავოიაში უნდა მდგარიყო ფრანგული არმია, ასევე სავოიას ხელი არ უნდა შეეშალა და ფრანგები მილანისაკენ თავისუფლად გაეშვა, სანაცვლოდ კი ლუი მას ესპანელებისგან დაცვას ჰპირდებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ ლუი XII მზად იყო იტალიაში შესაჭრელად.
[[ფაილი:Voyage Gênes Marot Louis XII 2.jpg|მინი|ლუი XII ტოვებს [[ალესანდრიის პროვინცია|ალესანდრიას]] და მიდის [[მილანის საჰერცოგო|მილანის]] დასაპყრობად]]
1499 წელს ფრანგულმა არმიამ გაიარა სავოიის საჰერცოგო და 10 აგვისტოს მილანის საჰერცოგოში შეიჭრა. ფრანგულ არმიას სარდლობდა მილანში დაბადებული და გაზრდილი სამხედრო, [[ჯან ჯაკომო ტრივულციო]], რომელიც საფრანგეთის სამსახურში ჯერ კიდევ ლუი XI-ის დროს ჩადგა. საფრანგეთის არმია, მარშალ ტრივულციოს მეთაურობით შეადგენდა 27 000 ჯარისკაცს, რომელთაგან 5 000 დაქირავებული შვეიცარიელი იყო. ფრანგებმა ალყა შემოარტყეს როკა დი არაცოს ციხე-ქალაქს, რომელიც ხუთ საათიანი შტურმის შემდეგ დაეცა. გალავნის დანგრევის შემდეგ ფრანგებმა მიწასთან გაასწორეს ქალაქი, მოსახლეობა კი ამოხოცეს. ფრანგებმა იგივე გაიმეორეს ქალაქ ანონშიც. ტრივულციოს მეთაურობით ფრანგებმა ალყა ქალაქ ალესანდროს შემოარტყეს. 1499 წლის 25 აგვისტოს ქალაქი ალყაში მოაქციეს, 29 აგვისტოს კი ქალაქი დანებდა, კარიბჭე გაიღო და გამთენიისას ქალაქის გუბერნატორი ჩაბარდათ.
 
მარშალ ტრივულციოსათვის ცნობილი გახდა, რომ ვენეციელების არმია მილანში აღმოსავლეთიდან შემოდიოდა მილანელების დასახმარებლად. შესაბამისაც ტრივულციომ ფრანგული არმია მილანის უკანასკნელ გამაგრებულ ქალაქს, პავიას შეუსია. როდესაც საფრანგეთის ჯარები [[პავია (პროვინცია)|პავიას]] მიუახლოვდნენ, მილანის ჰერცოგი ლუდოვიკო სფორცა მიხვდა, რომ ფრანგების წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. ამიტომაც სფორცა და მისი მხლებლები ჩრდილოეთში, საღვთო რომის იმპერიაში გაიქცნენ. 1499 წლის 17 სექტემბერს ფრანგებმა მილანი აიღეს. ლუი XII-მ მარშალი ტრივულციო წარმატებული სარდლობისთვის დააჯილდოვა და მილანის გუბერნატორად დანიშნა. ლუიმ მილანის მოსახლეობაში პოპულარობის მოპოვების მიზნით გადასახადები ერთი მესამედით შეამცირა.
 
ამავდროულად, ლუდოვიკო სფორცამ შვეიცარიაში ჯარი შეკრიბა და მილანში დაბრუნდა. 1500 წლის იანვრის შუა რიცხვებში სფორცამ საჰერცოგოს საზღვრები გადაკვეთა და მილანისკენ გაემართა. 1500 წლის 1 თებერვალს მარშალ ტრივულციომ გადაწყვიტა, რომ ქალაქის დაცვა სათანადოდ არ შეეძლო და ქალაქის დასავლეთით მდგარ ციხესიმაგრეში გადაბარგდა. 1500 წლის 5 თებერვალს სფორცა ქალაქში შევიდა და თავის მხიარულ გულშემატკივრებს მიესალმა. ლუი XII-მ დაუყოვნებლივ შეკრიბა ჯარები და მილანის საჰერცოგოში შეიჭრა. ტრივულციომ მეფეს მომზადებული არმია დაახვედრა, საბოლოოდ ფრანგების არმიამ 30 000 კაცს გადააჭარბა. ფრანგული არმიის ძირითად ნაწილს კი დაქირავებული შვეიცარიელები შეადგენდნენ. აღმოჩნდა, რომ ლუდოვიკოსაც დაქირავებული შვეიცარიელები ჰყავდა. საბოლოოდ შვეიცარიის მთავრობამ მათ ერთმანეთთან ბრძოლა აუკრძალა და შვეიცარიელები უკან გაბრუნდნენ. ამან საშინელი გავლენა იქონია სფორცას არმიაზე, რომლის ძირითად ნაწილსაც შვეიცარიელები შეადგენდნენ.
 
ფრანგების დაბრუნებამ და შვეიცარიელების დაკარგვამ სფორცა შეაშინა და მილანიდან კვლავ გაიქცა. ამჯერად მოახერხეს და ლუდოვიკო სფორცა დაიჭირეს, მან დარჩენილი სიცოცხლე საფრანგეთის ციხეში გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ სფორცა მილანელი იყო, ლუი კი ფრანგი, მილანელებს ლუი უფრო უყვარდათ. ლუდოვიკო სფორცა სასტიკი და უპასუხისმგებლო მმართველი იყო, ამასთან მილანში აკრძალა მარცვლეულით ვაჭრობა, ლუიმ კი აღადგინა, რამაც მილანის ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა და ხალხსაც წაადგა. ლუი მილანის ჰერცოგი თორმეტი წლის მანძილზე იყო.
 
მილანის შემდეგ ლუი XII-მ იტალიის სხვა რეგიონებში გაბატონებაც მოისურვა. მალე მისი ბიძაშვილი გენუის გუბერნატორი გახდა, ხოლო თავად ნეაპოლის სამეფოზე განაცხადა პრეტენზია.
 
1494 წელს ქალაქი პიზა გამოეყო ფლორენციის საჰერცოგოს. ფლორენცია ყოველთვის საფრანგეთის მოკავშირე იყო და ამიტომაც პიზას დაბრუნებისთვის დახმარება ფრანგებს სთხოვეს, თუმცა მათგან უარი მიიღეს. ლუი და მისი მრჩევლები ნაწყენები იყვნენ ფლორენციელებზე, ვინაიდან ისინი ფრანგებს მილანის დაპყრობისას არ დაეხმარნენ და ასევე სფორცას ოჯახი შეიფარეს. თუმცა მას შემდეგ რაც ლუიმ [[ნეაპოლის სამეფო|ნეაპოლზე]] პრეტენზია გამოთქვა ფლორენციის შემორიგება დასჭირდა. ვინაიდან სამხრეთში, ანუ ნეაპოლის სამეფოში ისე ვერ ჩავიდოდა თუ ფლორენციას არ გაივლიდა, ეს კი შეუძლებელი იქნებოდა თუ ფლორენციასთან კავშირი გაწყდებოდა. ამიტომაც 600 ფრანგი რაინდი და 6 000 დაქირავებული შვეიცარიელი ლუიმ ფლორენციელებს გაუგზავნა დასახმარებლად. 1500 წლის 29 ივნისს ფრანგებმა და ფლორენციელებმა პიზას ალყა შემოარტყეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ პიზის გალავანი დაანგრიეს, ქალაქი ვერ აიღეს. 11 ივლისს ფრანგები ჩრდილოეთში დაბრუნდნენ. [[ნეაპოლის სამეფო|ნეაპოლის სამეფოს]] დაპყრობა, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, მანამ სანამ ზოგიერთი მეტოქე არ განეიტრალდებოდა, როგორიც იყო ესპანეთი.
 
=== სამხედრო კამპანიები ნეაპოლის სამეფოს წინააღმდეგ ===
ნეაპოლზე თავისი პრეტენზიის გასამყარებლად, ლუი XII-მ 1501 წლის დასაწყისში ნეაპოლში გაგზავნა 1 000 მეომარი, 10 000 ფრანგი რაინდი და 5 000 დაქირავებული შვეიცარიელი, რომელთაც ბერნარდ სტიუარტმა უარდლა. 1501 წლის მაისში თავისი ჯარის გასავლელად ლუიმ ბოლონიის ჰერცოგი მოისყიდა. როგორც კი ფრანგული არმია რომს მიუახლოვდა, ესპანეთისა და საფრანგეთის ელჩებმა, რომის პაპ ალექსანდრე VI-ს გრანადის საიდუმლო ხელშეკრულება შეახსენეს, რომელიც 1500 წლის 11 ნოემბერს დაიდო და გულისხმოდბა ნეაპოლის დამოუკიდებლობას როგორც საფრანგეთისგან, ასევე ესპანეთისგან.
 
ფრანგულ არმიას უმკაცრესი სარდალი, ლორდი სტიუარტი მიუძღვოდა. თუმცა ფრანგების დისციპლინა მას შემდეგ დაეცა რაც ქალაქი კაპუა გაიარეს. საფრანგეთის არმიამ გაანადგურა ქალაქი [[კაპუა]] და მისი მკვიდრი ქალები გააუპატიურეს. მალე გაუპატიურების ამბავი მთელს იტალიაში გავრცელდა, რამაც ფრანგებს სახელი გაუტეხა. თუმცა ამასთან ის ამბავიც გავრცელდა, რა სისასტიკით გაანადგურეს [[კაპუა]]. ამით დაშინებული ნეაპოლის მეფე ფრედერიკ ტრასტამარა ოჯახთან ერთად ნეაპოლიდან გაიქცა. ამის შემდეგ საფრანგეთის არმიამ ნეაპოლი სრულიად უპრობლემოდ აიღო. ფრედერიკმა განაცხადა, რომ ნეაპოლის სამეფოს ნახევარს ფრანგებს უთმობდა, მეორე ნახევარს კი თავის ბიძაშვილს, ესპანეთის მეფე ფერდინანდ II-ს. ამ ყველაფერმა ესპანელებს ნეაპოლზე პრეტენზიები გაუღვიძა და 1502 წლიდან ფრანგებსა და ესპანელებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მალე მათ მოილაპარაკეს და ნეაპოლის ნახევარი ლუის დარჩა, ხოლო მეორე ნახევარი ფერდინანდს. ამ მოლაპარაკებიდან მალევე ლუიმ შეიარაღებული ძალები გაგზავნა ნეაპოლის მეორე ნახევრის დასაპყრობად, რომელსაც ნემურის ჰერცოგი ლუი დ'არმანიაკი სარდლობდა. ფრანგებმა მალევე დაიპყრეს აპულია და დანარჩენი ნეაპოლი.
 
=== ომი კამბრის ლიგასთან ===
ლუი XII-მ დიდი წარმატება მოპოვა კამბრის ლიგასთან ომის დროს, რომელიც კვლავ ვენეციელთა ინიციატივით შეიქმნა. 1508 წლის 14 მაისს ფრანგებმა სასტიკად დაამარცხეს ვენეციელები აგნადელოს ბრძოლაში. თუმცა 1510 წლიდან სიტუაცია გართულდა, რადგან ბრძოლაში თვით რომის პაპი [[იულიუს II]] ჩაერია. ესპანელების მომხრე პაპმა ფრანგებს მთელი იტალია აუმხედრა და მათი პრეტენზიების ჩახშობას ცდილობდა, თუმცა 1513 წელს ფრანგებმა მილანი კვლავ აიღეს. ამის შემდეგ კამბრის ლიგა დაიშალა.
 
== ოჯახი ==
 
=== ქორწინებები ===
[[ფაილი:Joan of Valois Queen of France.jpg|მარცხნივ|მინი|ჟანა ვალუა, საფრანგეთის პრინცესა. ლუი XI-ის ასული, შარლ VIII-ის და. ლუი XII-ის პირველი ცოლი]]
1476 წელს ლუი იძულებული გახდა დაქორწინებულიყო თავის ბიძაშვილზე, საფრანგეთის პრინცესა [[ჟანა დე ვალუა|ჟანა დე ვალუაზე]]. ჟანა საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის ქალიშვილი იყო, რომელიც 1483 წელს გარდაიცვალა და ტახტზე მისი ვაჟი, ანუ ჟანას ძმა შარლ VIII ავიდა. 1498 წელს კი შარლის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ ლუი XII საფრანგეთის მეფე გახდა, როგორც შარლის სიძე. შარლი დაქორწინებული იყო ბრეტანის ჰერცოგინია, [[ანა ბრეტონელი|ანა ბრეტონელზე]]. ამ ქორწინებით დამოუკიდებელი კათოლიკური საჰერცოგო, ანუ ბრეტანი საფრანგეთთან გაერთიადა. შარლის გარდაცვალების, და ანას დაქვრივების შემდეგ შეიქმნა საშიშროება, რომ ბრეტანი კვლავ გამოჰყოფოდა საფრანგეთს. ამის აღსაკვეთად ლუი XII-მ ჟანასთან განქორწინება და ანა ბრეტონელზე ქორწინება მოისურვა. ამასთან ლუისა და ჟანას შვილებიც არ ჰყავდათ.
 
დედოფალ ჟანა ვალუასა და მეფე ლუი XII-ის განქორწინება ადვილი საქმე არ იყო. იმისათვის, რომ რომის პაპს განქორწინების ნება დაერთო, საჭირო იყო სერიოზული არგუმენტები. ლუი პაპის დარწმუნებას სხვადასხვა არგუმენტით ცდილობდა. თავიდან იგი ჟანასთან უშვილობას იმიზეზებდა და დედოფალს უნაყოფობაში სდებდა ბრალს, შემდეგ კი ამბობდა, რომ ისინი როდესაც დაქორწინდნენ არ იყვნენ ქორწინების ასაკში, ანუ 14 წლისანი არ იყვნენ. ლუი ამტკიცებდა, რომ ამ დროს 12 წლის იყო, თუმცა ეს სუსტი არგუმენტი იყო.
[[ფაილი:BNF - Latin 9474 - Jean Bourdichon - Grandes Heures d'Anne de Bretagne - f. 3r - Anne de Bretagne entre trois saintes (détail).jpg|მინი|278x278პქ|ანა ბრეტონელი, ბრეტანის ჰერცოგინია, შარლ VIII-ის ქვრივი, ლუი XII-ის მეორე ცოლი]]
პაპის დასარწმუნებლად ლუი ყველაფერს აკეთებდა. ბოლოს მან განაცხადა, რომ ჟანა ფიზიკურად ნორმალური არ იყო და მასთან ცოლ-ქმრულ მოვალეობას ვერ ასრულებდა. დედოფალი ჟანა თავგამოდებით იცავდა თავის ღირსებას და ამ გაურკვეველი ბრალდების აღმოსაფხვრელად მეფესთან 4 ღამე გაატარა. პაპი ნეიტრალურ პოზიციას იჭერდა. ფაქტი იყო დედოფალმა გაიმარჯვა, რადგან ლუის ყველა ბრალდება გაქარწყლდა. თუმცა პაპმა [[ალექსანდრე VI (პაპი)|ალექსანდრე VI]]-მ პოლიტიკური მიზეზების გამო (ლუი მას რომში შეჭრით დაემუქრა) ლუისა და ჟანას ქორწინება ანულირებულად გამოაცხადა. დედოფალი ჟანა აღშფოთებული იყო. მან დარჩენილი ცხოვრება მონაზვნობაში გაატარა. იგი 1505 წელს გარდაიცვალა. 1950 წელს [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკურმა ეკლესიამ]] ჟანა წმინდანად შერაცხა.
[[ფაილი:1496 Mary Tudor.jpg|მარცხნივ|მინი|299x299პქ|მარია ტიუდორი, ინგლისის პრინცესა. მეფე ჰენრი VII-ის ასული, მეფე ჰენრი VIII-ის უმცროსი და. ლუი XII-ის მესამე ცოლი]]
1499 წელს ლუი დაქორწინდა თავისი გარდაცვლილი ცოლისძმის ქვრივზე, ბრეტანის ჰერცოგინია ანა ბრეტონელზე. ანამ მას უამრავი შვილი გაუჩინა, თუმცა მათგან ყველა, გარდა ორისა მკვდარი დაიბადა. ანამ ლუის ორი გოგონა გაუჩინა, [[კლაუდია დე ვალუა|კლაუდია]] და [[რენე დე ვალუა|რენე]]. ანამ კლაუდია თავის მემკვიდრედ გამოაცხადა და ბრეტანის საჰერცოგო მას დაუტოვა, თუმცა მისი გარდაიცვალების შემდეგ ლუიმ ბრეტანი დაიპყრო, კლაუდია კი მისსავე ბიძაშვილს, ანჟულემის ჰერცოგ ფრანსუა ვალუას მიათხოვა. იგი შემდგომში საფრანგეთის მეფე [[ფრანსუა I (საფრანგეთი)|ფრანსუა I]] გახდა, ხოლო კლაუდია საფრანგეთის დედოფალი. 1514 წელს ანა ბრეტონელი გარდაიცვალა. მათი მეორე ქალიშვილი, რენე კლაუდიამ ფერარის, მოდენისა და რეჯოს ჰერცოგს მიათხოვა.
 
ანას გარდაცვალების შემდეგ ლუიმ ახალი საცოლის ძიება დაიწყო. მან არჩევანი შეაჩერა, ინგლისის პრინცესა [[მარია ტიუდორი (საფრანგეთის დედოფალი)|მარია ტიუდორზე]], რომელიც იყო მეფე ჰენრი VII-ისა და დედოფალ ელისაბედ იორკელის ქალიშვილი, ასევე მეფე ჰენრი VIII-ის უმცროსი და. ეს წარმოადგენდა ლუის საბოლოო მცდელობას, რომ მემკვიდრე გაეჩინა, რადგან წინა ორი ქორწინების დროს ვაჟი არ შეეძინა. მარია და ლუი 1514 წლის 9 ოქტომბერს დაქორწინდნენ. მათი ქორწინება სულ 3 თვე გაგრძელდა, ვინაიდან 1515 წლის 1 იანვარს ლუი გარდაიცვალა. ამის შემდეგ მარია ინგლისში დაბრუნდა და მეორედ გათხოვდა. ტახტზე კი ლუის სიძე ფრანსუა I ავიდა.
 
=== შვილები ===
{| class="wikitable"
|+შვილები მხოლოდ ანა ბრეტონელთან ჰყავდა
!სახელი
!დაიბადა
!გარდაიცვალა
!ტიტული
!მეუღლე
|-
|[[კლაუდია დე ვალუა]]
|14 ოქტომბერი 1499
|20 ივლისი 1524
|საფრანგეთის დედოფალი,
მილანისა და ბრეტანის
 
ჰერცოგინია
|[[ფრანსუა I (საფრანგეთი)|ფრანსუა I ვალუა]]
|-
|მკვდარშობილი ვაჟი
| colspan="2" |1500
|
|
|-
|მკვდარშობილი ვაჟი
| colspan="2" |21 იანვარი 1503
|
|
|-
|მკვდარშობილი გოგონა
| colspan="2" |1503
|
|
|-
|მკვდარშობილი გოგონა
| colspan="2" |1505
|
|
|-
|მკვდარშობილი ვაჟი
| colspan="2" |21 იანვარი 1508
|
|
|-
|მკვდარშობილი გოგონა
| colspan="2" |1509
|
|
|-
|[[რენე დე ვალუა]]
|25 ოქტომბერი 1510
|12 ივნისი 1574
|ფერარის, მოდენისა და
რეჯოს ჰერცოგინია
|[[ერკოლე II დ'ესტე]]
|-
|მკვდარშობილი ვაჟი
| colspan="2" |21 იანვარი 1512
|
|
|}
 
== გარდაცვალება ==
1514 წლის 24 დეკემბრიდან ლუის მდგომარეობა საშინლად დამძიმდა. 1515 წლის 1 იანვარს იგი უკანასკნელად ეზიარა და გარდაიცვალა. ლუი დაკრძალულია სენ დენის ბაზილიკაში, საფრანგეთის მეფეთა და დედოფალთა სასაფლაოზე.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* https://www.historytoday.com/glenn-richardson/louis-xii-france-unlikely-lad
* https://www.britannica.com/biography/Louis-XII
* https://www.biography.com/people/louis-xii-9386847
* http://www.luminarium.org/encyclopedia/louis12.htm
 
== ლიტერატურა ==
* Ashley, Maurice, Great Britain to 1688: A Modern History (Ann Arbor, Michigan: University of Michigan Press, 1961).
* Baumgartner, Frederic J., Louis XII, New York: St.Martin's Press, 1996.
* Guérard, Albert, France: A Modern History (Ann Arbor, Michigan: University of Michigan Press, 1959).
* Kendall, Paul Murray, Louis XI: The Universal Spider, (New York: W. W. Norton & Company, Inc., 1971).
* Norwich, John Julius. A History of Venice. New York: Vintage Books, 1989.
{{ქსე|6|306}}
 
== სქოლიო ==
{{საფრანგეთის მონარქები}}
 
Line 12 ⟶ 154:
[[კატეგორია:დაბადებული 1462]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1515]]
[[კატეგორია:დაბადებული 27 ივნისი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1 იანვარი]]
[[კატეგორია:ვალუები]]
[[კატეგორია:ნეაპოლის მეფეები]]
[[კატეგორია:მილანის ჰერცოგები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუი_XII“-დან