ლევ ბერგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''ლევ ბერგი''' ({{lang-ru|Берг, Лев Семёнович;}} დ. [[ძველი14 სტილიმარტი]] [2 მარტი],<small> [[ახალი სტილი]]თ [14 ძვ. სტ. 2 მარტი], </small> [[1876]] — გ. [[24 დეკემბერი]], [[1950]]) — საბჭოთა [[გეოგრაფი]] და [[ბიოლოგია|ბიოლოგი]]. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ([[1946]]; [[წევრ-კორესპონდენტი]] [[1928|1928 წლიდან]]), რსფსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე ([[1934]]).
 
== ბიოგრაფია ==
ლევ ბერგმა [[1898|1898 წელს]] დაამთავრა [[მოსკოვის უნივერსიტეტი]]. [[1904]]-[[1913]] წლებში მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიური მუზეუმის ზოოლოგი ქალაქ [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]]. [[1914]]-[[1918]] წლებში მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის [[პროფესორი]] იქთიოლოგი. [[1916|1916 წლიდან]] პეტროგრადის უნივერსიტეტის [[ფიზიკური გეოგრაფია|ფიზიკური გეოგრაფიის]] კათედრის პროფესორი.
 
ლევ ბერგი გეოგრაფიული ინსტიტუტის შექმნის ([[1918]]) ერთ-ერთი ორგანიზატორია, რომელიც [[1925|1925 წელს]] გადეკეთდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის გეოგრაფიულ ფაკულტეტად, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა [[ფიზიკური გეოგრაფია|ფიზიკური გეოგრაფიის]] კათედრას. [[1918]]-[[1930]] წლებში ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ჰიდროლოგიური ინსტიტუტის ტბების განყოფილებას. [[1934|1934 წლიდან]] ზოოლოგიის ინსტიტუტის ნამარხი თევზების ლაბორატორიის გამგეა. [[1940]]-[[1950]] წლებში [[სსრკ გეოგრაფიული საზოგადოება|სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების]] პრეზიდენტი.
 
[[1922|1922 წელს]] წამოაყენა ევოლუციის იდეალისტური თეორია [[ნომოგენეზი]], რომელიც მკაცრად იქნა გაკრიტიკებული. დაამუშავა მოძღვრება [[ლანდშაფტი|ლანდშაფტებზე]], განავითარა [[ვასილი დოკუჩაევი]]ს იდეები ბუნებრივი ზონების შესახებ, რაც ასახულია მის ნაშრომებში „სსრ კავშირის ლანდშაფტურ-გეოგრაფიული ზონები“ (ნაწილი 1-2, [[1931]]-[[1952]]) და „სსრ კავშირის ბუნება“ ([[1937]]). ბერგმა გამოიკვლია დასავლეთ ციმბირის ტბები, [[არალის ზღვა]], [[ბალხაშის ტბა|ბალხაშის]], [[ისიქ-ქოლი|ისიქ-ქოლის]], [[სევანის ტბა|სევანის]], [[ლადოგის ტბა|ლადოგის]], [[ქოქჩეთაუს ტბები]]. ცალკეული ნაშრომები მიუძღვნა [[კასპიის ზღვა]]სა და [[ბაიკალი|ბაიკალის ტბას]]. ბერგი ხელმძღვანელობდა ისიკ-ყულის ექსპედიციას ([[1928]]), რომელმაც დაადგინა ტბის მაქსიმალური სიღრმე — 702 მ. ავტორია [[მონოგრაფია|მონოგრაფიისა]] „არალის ზღვა“ ([[1908]]), რის შემდეგად მიენიჭა გეოგრაფიის დოქტორის ხარისხი. აგრეთვე ეკუთვნის კაპიტალური ნაშრომები [[კლიმატოლოგია]]სა და [[პალეოკლიმატოლოგია]]ში, [[გეომორფოლოგია]]ში, [[ნიადაგთმცოდნეობა]]ში, [[პალეოგეოგრაფია]]სა და [[გეოლოგია]]ში, ასევე გამოკვლევები გეოგრაფიის ისტორიაში. მუშაობდა რუსეთის გეოგრაფიის ისტორიის საკითხებზე. მისი შრომები შეეხება გეომორფოლოგიის პრობლემებს (ციმბირის, კავკასიის და სხვა რეგიონების რელიეფის საკითხები).
 
აღსანიშნავია ნაშრომები: „რუსეთის გეოგრაფიული მეცნიერების ისტორიული ნარკვევი“ ([[1929]]), „კამჩატკის აღმოჩენა და ბერინგის კამჩატკური ექსპედიციები“ ([[1924]], მე-3 გამოცემა [[1946]]) და სხვა. ბერგმა გამოიკვლია მტკნარი წყლის თევზების წარმოშობა და განსახლება, მოგვცა მათი ზოოგეოგრაფიული დარაიონება. შეისწავლა ნამარხი თევზები და დაამუშავა თევზების სისტემატიკა.
 
ბერგის მრავალრიცხოვან იქთიოლოგიურ ნაშრომთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონოგრაფიები: „რუსეთის მტკნარი წყლების თევზები“ ([[1916]], მე-4 გამოცემა გამოვიდა სახელწოდებით „სსრ კავშირისა და მისი მოსაზღვრე ქვეყნების მტკნარი წყლების თევზები“, ნაწილი 1-3, [[1948]]-[[1949]]) და „თანამედროვე და ნამარხი თევზების სისტემა“ ([[1940]]).
 
ბერგის სახელი ეწოდა [[ბერგის ვულკანი|ვულკანს]] კუნძულ ურუპზე, პიკს პამირზე, მყინვარებს პამირზე და ჯუნგარიის ალათაუზე და სხვა. დაჯილდოებულია სემიონოვ-ტიან-შანსკის ოქროს მედლით, კონსტანტინეს მედლით, აგრეთვე 2 ორდენითა და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლევ_ბერგი“-დან