ეგრისის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბმულები
No edit summary
ხაზი 1:
'''ეგრისის ქედი''', ''სამეგრელოს ქედი'', ''ოდიშის ქედი'', კავკასიონის სისტემის სამხრეთ კალთის გასწვრივი გევრდითი ქედი, მდინარეების [[ენგური]]სა და [[ცხენისწყალი|ცხენისწყლის]] წყალგამყოფი. [[მესტიის რაიონი|მესტიის]], [[წალენჯიხის რაიონი|წალენჯიხის]], [[ჩხოროწყუს რაიონი|ჩხოროწყუს]], [[მარტვილის რაიონი|მარტვილის]], [[ლენტეხის რაიონი|ლენტეხის]] და [[ცაგერის რაიონი|ცაგერის]] რაიონებში. სიგრძე 62 კმ, სიგანე 37 კმ. უმაღლესი წერტილია მწვერვალი [[ჭითაგვალა]] (3226 მ). 3000 მ-ზე მაღალი მწვერვალებია: [[ცალმაგი]], ტეხურიშდუდი, [[ლაკუმურაშდუდი]], [[დიდღალიდუდი]], ოთეფურა, [[თხეიშიშდუდი]] და სხვა. ეგრისის ქედის უმეტესი ნაწილი აგებულია შუაიურული პორფირიტული წყებით, რომელიც ქმნის ქედის დაკბილულ თხემს, ქედის სამხრეთ პერიფერიულ ზოლში გავრცელებულია ცარცული კირქვები, რომლებითაც აგებულია კარსტული მასივები: წულიში, ყვირა, გაუჩა, მიგარია და ასხი. თხემზე შემორჩენილია პატარა მყინვარები და ძველი განყინვარების კვალი. ეგრისის ქედიდან სამხრეთისაკენ ჩამოედინება მდინარეები: [[მაგანა]], [[ჭანისწყალი]], ხობი, [[ტეხური]], ჩრდილოეთისაკენ - [[თხეიში]], [[კასლეთი]] და [[ხელედულა]]ს მარჯვენა შენაკადები. მაგანას სათავეებში, 2643 მ სიმაღლეზე, არის მყინვარული ტბა [[ტობავარჩხილი]]. სხვა ტბებიდან აღსანიშნავია [[ოხოჯა]] და [[დიდი ტობავარჩხილი]]. ეგრისის ქედის კალთები 1200 მ-მდე შემოსილია კოლხური ფართოფოთლიანი ტყეებით ([[მუხა]], [[რცხილა]], [[წაბლი]], [[წიფელი]]). 2100 მ სიმაღლემდე წიწვიანებით ([[სოჭი]], [[ნაძვი]]), უფრო ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებია.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
* ''მარუაშვილი ლ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 26, თბ., 1979
 
[[კატეგორია:საქართველოს ქედები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეგრისის_ქედი“-დან