გიორგი მესხი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
ოთხი შვილის მამა დიდხანს არც მომრიგებელი შუამავლის თანამდებობა შერჩა, ისევ რუსეთში წავიდა და მოსკოვის უნივერსიტეტში მოეწყო.
 
გიორგი ფიზიკურად ძალიან მარჯვე, პატარა ტანის, მაგრამ ლამაზი და შნოიანი კაცი ყოფილა. მისი მომრევიც არავინ იყოო, წერს ძმა [[დავით მესხი|დავითი]], მაგრამ პეტერბურგში არეულობის და მოსკოვში ლტოლვილობის დროს, ფეხით დიდი გზა გაუვლია, რამაც მისი ჯანმრთელობა ძალიან შეარყია. მოსკოვში უკვე ავადმყოფი სწავლობდა: გულის უკმარისობას, წყალმანკიც დაერთო და სრულიად ახალგაზრდა, შუა ასაკს მიუღწეველი ქუთაისში გარდაიცვალა. დაკრძალეს ს.სოფელ რიონში.
 
გიორგის ქვრივი ანა, ვაჟი ანდრია და სამი ქალიშვილი, ბაბუის [[სიმონ მესხი|სიმონ მესხის]] მეურვეობის ქვეშ დარჩნენ. სიმონმა ყველა შვილიშვილს დაამთავრებინა საშუალო სასწავლებელი, რის შემდეგ ანდრია რკინიგზის უწყებაში განაწესეს. ქალები კი აქტიურად მონაწილეობდნენ ქუთაისის ქართულ თეატრში. საყურადღებოა, რომ ცნობილი ქართველი მსახიობი [[ვერიკო ანჯაფარიძე]] გიორგის ქალის მარიამის ქალიშვილი იყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_მესხი“-დან