თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Niutoni-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 57:
== თსუ-ის დაარსებისა და განვითარების ისტორია ==
[[ფაილი:TSU Founding Professors.jpg|thumbnail|300px|უნივერსიტეტის პირველი პედაგოგები]]
[[File:TSU Silver Coin.png|thumbnail|300px|საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტა]]
ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც [[ქართველები|ქართველმა ხალხმა]] გადადგა [[მეოცე საუკუნე|მეოცე საუკუნის]] დასაწყისში, [[საქართველო|საქართველოს]] მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს გამოცხადებამდე, სწორედ თბილისში ეროვნული უნივერსიტეტის შექმნა იყო. შემდგომ ბოლშევიკურ და კომუნისტურ პერიოდში, მიუხედავად თავსმოხვეული იდეოლოგიისა და მკაცრი ცენზურისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეძლო ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნება, ზოგადსაკაცობრიო იდეალებისადმი მსახურება, აღზარდა ეროვნული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები, ჩამოაყალიბა საყოველთაოდ ცნობილი სამეცნიერო სკოლები მათემატიკაში, [[ფსიქოლოგია]]აში, [[ფილოსოფია]]ში, [[ენათმეცნიერება]]ში, [[ისტორია]]ში, [[აღმოსავლეთმცოდნეობა]]ში. თსუ-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მრავალი უმაღლესი სასწავლებლის და [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] შექმნას.