ცხინვალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
ხაზი 47:
პირველი ქრონიკები ცხინვალზე ქართულ წყაროებში თარიღდება [[1398]] წელს, როგორც სოფელი [[ქართლი|ქართლში]], თუმცა უფრო გვიანდელი წყარო მოიხსენიებს III საუკუნის იბერიის მეფე [[ასფაგური]]ს მიერ ამ ადგილას ციხე-სიმაგრის დაარსებას. XVIII საუკუნის დასაწყისისთვის ცხინვალი იყო მცირე სამეფო დაქვემდებარების ქალაქი, რომელიც ძირითადად სამონასტრო ბერებით იყო დასახლებული. ცხინვალი [[რუსეთის იმპერია]]მ შეიერთა დანარჩენ აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად [[1801]] წელს. მდებარეობდა რა სავაჭრო გზაზე, რომელიც აკავშირებდა [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილოეთ კავკასიას]] [[თბილისი|თბილისსა]] და [[გორი|გორთან]], ცხინვალი თანდათან კომერციულ ქალაქის ტიპის დასახლებად გადაიქცა შერეული ებრაული, ქართული, სომხური და ოსური მოსახლეობით.
 
საქართველოს [[რუსეთი]]სგან დამოუკიდებლობის პერიოდში 1918-20 წლებში აქ მოხდა შეტაკებები [[საქართველოს ეროვნული გვარდია|საქართველოს ეროვნულ გვარდიასა]] და [[ბოლშევიკები|პრობოლშევიკურ]] ოსურ აჯანყებულ გლეხებს შორის. საბჭოთა წყობა დამყარდა 1921 წლის მარტში შემოსული [[წითელი არმია|წითელი არმიის]] მიერ,. 1921 წელს [[გორის მაზრა|გორის მაზრი]]ს ცხინვალის რაიონის ცენტრი. ხოლო ერთი წლის შემდეგ, ცხინვალი ახლად ჩამოყალიბებული [[სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი]]ს დედაქალაქი გახდა [[საქართველოს სსრ]]-ის ფარგლებში. შემდგომში საბჭოთა „[[კორენიზაცია|კორენიზაციის]]“ პოლიტიკისა და ინტენსიური ურბანიზაციის შედეგად ქალაქი მეტწილად გარშემო მდებარე სოფლებიდან მიგრირებული ოსი ეროვნების მოსახლეობით დასახლდა.
 
[[ფაილი:Pmt.jpg|thumb|300px|1991-92 წლის კონფლიქტში დაღუპულთა მემორიალი წმინდა გიორგის ეკლესიის ფონზე.]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცხინვალი“-დან