ჰერაკლიდები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:AschaffenburgKonstakademiens -gipser, Pompejanumhjälten -Herkules (Herakles-Statue) -och 5407Telefos, 8 92016.jpg|მინი]]
[[ფაილი:Château de Fontainebleau-Héraklès et Télèphe-20150119.jpg|მინი]]
'''ჰერაკლიდები''' – ''(ბერძნ.)'' ჰერაკლესა და დეიანირას ჩამომავლები. მათ შორის შედარებით ცნობილნი იყვნენ ჰერაკლეს ძის, ჰილოსის შვილები, რომლებიც შეიჭრნენ პელოპონესოსში ტროას ომის დაწყებისა და დასრულების შემდეგ, რათა დაებრუნებინათ მამის სამფლობელოები.
[[ფაილი:Aschaffenburg - Pompejanum - Herakles-Statue - 5407 8 9.jpg|მინი]]
პირველი ომი მათ წამოიწყეს ჰერაკლეს გარდაცვალებისთანავე. ჰილოსმა და მისმა შვილებმა იერიშით აიღეს ყველა ქალაქი. როცა მომდევნო წელს შავი ჭირი მოედო იმ მიდამოებს და ორაკულმა განაცხადა: „ჰერაკლიდები მოვიდნენ არა სათანადო ჟამს“, ჰილოსი უკან დაბრუნდა, მარათონში. მან დელფოს სამისნოსმიაკითხა, რათა გაეგო, პელოპონესოსში გალაშქრების დრო როდის დაუდგებოდა. „მესამე ნაყოფის შემდეგ“ – ასეთი იყო პითიას პასუხი. ჰილოსმა იფიქრა, რომ „ნაყოფი“ მოსავალს ნიშნავდა და სამი წლის შემდეგ ისევ გაემართა სალაშქროდ. ისთმოსზე შეხვდა ატრევსს, რომელსაც მემკვიდრეობით მიეღო მიკენის სამეფო ტახტი და ახლა უკვე ლაშქრის სათავეში იდგა. ზედმეტი სისხლისღვრისათვის თავი რომ აერიდებინა, ჰილოსმა ორთაბრძოლაში გამოიწვია ნებისმიერი, ვინც კი მას წარმომავლობით ეკადრებოდა. „თუ გავიმარჯვებ, სკიპტრა და სამეფო ტახტი ჩემი იქნება, თუკი დავმარცხდი ორმოცდაათი წელი გავა ჰერაკლიდების შემოსევამდე“, – ასე თქვა მან და ტეგეას მეფე ექემოსმა მიიღო მისი გამოწვევა. კორინთოს და მეგარას საზღვარზე შედგა მათი ორთაბრძოლა. ჰილოსი დამარცხდა და იგი მეგარაში დაკრძალეს. ჰერაკლიდები დაბრუნდნენ ტრიკორინთოსში, ხოლო იქიდან დორისისკენ აიღეს გეზი. იქ მეფე ეგიმიოსს მოსთხოვეს სამეფოს ის ნაწილი, რომელიც მას ჰერაკლემ დაუტოვა. პელოპონესოსზე დარჩა მხოლოდ ლიკიმნიოსი შვილებით და ჰერაკლეს ძე ტლეპოლემოსი, რომელიც არგოსში დასახლდა. დელფოს წინასწარმეტყველმა კი, ვისმა რჩევამაც ესოდენი გაუგებრობა გამოიწვია, განაცხადა, რომ მან „მესამე ნაყოფში“ მესამე თაობა იგულისხმა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰერაკლიდები“-დან