ტერაკოტის არმია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ტერაკოტა და არა ტერაკოტი
ხაზი 3:
 
'''ტერაკოტის არმია''' — 8099 ნატურალური მასშტაბის, გამომწვარი თიხის, [[ტერაკოტა|ტერაკოტისაგან]] დამზადებული ჯარისკაცების და მათი ცხენების გამოსახულება ქალაქ [[სიანი]]ს მახლობლად [[ჩინეთი]]. პირველი ქანდაკება აღმოაჩინეს [[1974]] წელს, შემთხვევით, ჭის გათხრისას.
ტერაკოტისტერაკოტას არმია მდებარეობს [[ცინი|ცინის დინასტიის]] იმპერატორ [[ცინ შიხუანდი]]ს საფლავთან ახლოს, რომელიც გარდაიცვალა [[ძვ. წ. 210]] წელს. ცინ შიხუანდის სამარხი კომპლექსი ქალაქ სიანის აღმოსავლეთით, შენსის პროვინციაში მდებარეობს და აშენდა იმპერატორის სასახლის კონსტრუქციის მიხედვით. კომპლექსი შედგებოდა მრავალი სათავსოსაგან, რომლებიც სამარხი ბორცვის გარშემო იყვნენ განლაგებულნი. მავზოლეუმი გარშემორტყმული იყო დატკეპნილი მიწის მტკიცედ ნაშენი კედლით, რომელშიც შესასვლელი კარიბჭეები იყო გაჭრილი. ისტორიკოსი სიმა ციანის (ჩინური ისტორიოგრაფიის მამამთავარი. ძვ.წ. 145-90 წწ.) მიხედვით, ამ მავზოლეუმზე მუშაობა დაიწყო ძვ.წ. 246 წელს, ცინ შიხუანდის ტახტზე ასვლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ (ჯერ კიდევ იმპერატორად გახდომამდე). თავის ყველაზე განთქმულ ნაშრომში "შიჯი" ის წერდა, რომ პირველი იმპერატორი დამარხეს სასახლეებთან, კოშკებთან, ოფიციალურ პირებთან, ძვირფას არტეფაქტებთან და მშვენიერ ნივთებთან ერთად. ამ ნაშრომის მიხედვით, ვერცხლისწყლის მეშვეობით 100 მდინარე იყო იმიტირებული და მათ თავზე ჭერი შემკული იყო ციური სხეულებით. ბოლოდროინდელი სამეცნიერო სამუშაოებისას სამარხი ბორცვის ნიადაგში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი, რაც ადასტურებს სიმა ციანის ცნობათა სისწორეს.
 
ტერაკოტის არმია მდებარეობს [[ცინი|ცინის დინასტიის]] იმპერატორ [[ცინ შიხუანდი]]ს საფლავთან ახლოს, რომელიც გარდაიცვალა [[ძვ. წ. 210]] წელს. ცინ შიხუანდის სამარხი კომპლექსი ქალაქ სიანის აღმოსავლეთით, შენსის პროვინციაში მდებარეობს და აშენდა იმპერატორის სასახლის კონსტრუქციის მიხედვით. კომპლექსი შედგებოდა მრავალი სათავსოსაგან, რომლებიც სამარხი ბორცვის გარშემო იყვნენ განლაგებულნი. მავზოლეუმი გარშემორტყმული იყო დატკეპნილი მიწის მტკიცედ ნაშენი კედლით, რომელშიც შესასვლელი კარიბჭეები იყო გაჭრილი. ისტორიკოსი სიმა ციანის (ჩინური ისტორიოგრაფიის მამამთავარი. ძვ.წ. 145-90 წწ.) მიხედვით, ამ მავზოლეუმზე მუშაობა დაიწყო ძვ.წ. 246 წელს, ცინ შიხუანდის ტახტზე ასვლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ (ჯერ კიდევ იმპერატორად გახდომამდე). თავის ყველაზე განთქმულ ნაშრომში "შიჯი" ის წერდა, რომ პირველი იმპერატორი დამარხეს სასახლეებთან, კოშკებთან, ოფიციალურ პირებთან, ძვირფას არტეფაქტებთან და მშვენიერ ნივთებთან ერთად. ამ ნაშრომის მიხედვით, ვერცხლისწყლის მეშვეობით 100 მდინარე იყო იმიტირებული და მათ თავზე ჭერი შემკული იყო ციური სხეულებით. ბოლოდროინდელი სამეცნიერო სამუშაოებისას სამარხი ბორცვის ნიადაგში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი, რაც ადასტურებს სიმა ციანის ცნობათა სისწორეს.
 
მიუხედავად არქიტექტურული კომპლექსის ეფექტურობისა, სამარხი კომპლექსის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს მაინც ტერაკოტისაგან გაკეთებული არმია წარმოადგენს, რომელმაც აღმოჩენისთანავე ფართოდ გაითქვა სახელი. ეს უდიდესი სკულპტურული ჯგუფი 1974 წლის გაზაფხულზე აღმოაჩინა ფერმერთა ჯგუფმა წყლის ჭის თხრის დროს. არქეოლოგებმა დაიწყეს ძიება და მიაკვლიეს მიწის ქვეშ დამალულ უდიდეს სივრცეს, სადაც დამარხული იყო მეომრებისა და ცხენების დაახლ. 6 000 ტერაკოტის ფიგურა. ამის შემდეგ არქეოლოგებმა მეომრებისა და ცხენების ფიგურებით სავსე მეორე და მესამე ორმოც აღმოაჩინეს. სამივე ერთად 20 000 კვ/მ-ს მოიცავდა და 8 000 ფიგურას აერთიანებდა. ამ ისტორიული საგანძურის უკეთ დასაცავად პირველ ორმოს დაადგეს შენობა, რომელსაც ლითონის კამაროვანი გადახურვა აქვს და უზარმაზარ დარბაზს ქმნის. შენობა 230 მ-ის სიგრძის, 72 მ-ის სიგანისა და 22 მ-ის სიმაღლისაა. მასში ფეხბურთის ორი მოედანიც კი თავისუფლად დაეტევა. ტერაკოტის მეომრებისა და ცხენების მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1979 წელს. პირველი ორმოს დარბაზში მდგარი ადამიანი ხედავს დაახლოებით 1 000 მეომარსა და ცხენს, რომლებიც მიწიდან უკვე ამოღებული და გაწმენდილია. დანარჩენი ფიგურები სათითაოდ გაწმენდის პროცესშია. სამარხს ბოლომდე არ ხსნიან, რათა ფიგურები საიმედოდ იყვნენ დაცულნი მანამდე, სანამ მათი გაწმენდის დრო არ მოვა, რადგანაც მოხდა ისეთი შემთხვევა, როდესაც მიწიდან ამოღების შემდეგ ზოგიერთი ფიგურის შეღებილი ზედაპირი ნელ-ნელა გახუნდა და გაფუჭდა. მნახველთათვის გახსნილია მთელი სივრცის მხოლოდ ერთი ნაწილი, ხოლო ზოგიერთ ადგილას ფოტოსა და ვიდეოს გადაღებაც კი აკრძალულია. მხოლოდ რამდენიმე ადამიანს (მათ შორის დედოფალ ელისაბედ II-ს) მისცეს ნება გაევლო თავად ქანდაკებებს შორის და ახლოდან დაეთვალიერებინა ისინი.