დუმაცხოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

| 2014 || 111<ref name="აღწერა 2014"/> {{კლება}}
|}
 
==გეოგრაფია==
სოფელი დუმაცხოვი ჭერათხევის ხეობაში, [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]], [[ხაშურის მუნიციპალიტეტი|ხაშურის მუნიციპალიტეტში]] მდებარეობს. ჭერათხევის ხეობა მდინარე [[ჭერათხევი|ჭერათხევის]] ორივე ნაპირს მოიცავს. საკუთრივ მდინარე [[ლიხის ქედი|ლიხის ქედიდან]] იღებს სათავეს. ის ზღვის დონიდან 1078 მეტრია. თავად მდინარე 27 კილომეტრი სიგრძისაა და მდინარე [[სურამულა]]ს მარცხენა შენაკადია.
 
ხეობას უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და იგი სამიმოსვლო გზებით [[იმერეთი|იმერეთსა]] და [[ქართლი|ქართლს]] აკავშირებდა და დღემდე აკავშირებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით ნათელია, რომ ხეობას დიდი კულტურულ-ეკონომიკური ფუნქცია ჰქონდა და მისი სამხედრო მნიშვნელობაც დიდი იყო.
 
==ტოპონიმი==
ტოპონიმი ,,დუმაცხოვი“ საინტერესოა თავისი შინაარსით და ჩვენამდე მოღწეული ფორმით. “დუმა“ - [[ცხვარი|ცხვრის]] ქონიანი დიდი კუდის სახელწოდებაა, “ცხო“ თავისთავად შესაძლებელია წარმომსდგარი იყოს ცხვრის ძველი ქართული სახელწოდებიდან ,,ცხოვარიდან“, მაშასადამე საქმე გვაქვს ტოპონიმთან, რომელიც ცხვრის (ცხოვარის) დუმასთანაა დაკავშირებული. ტოპონიმის სხვა განმარტება არც მოიძიება და არც რაიმე ვერსია არსებობს, თუმცა სავსებით შესაძლებელია სხვა ვარაუდებიც გამოითქვას. სოფლის სახელწოდება წერილობით წყაროებში, ქართულ პერიოდულ პრესაში (XIX საუკუნეში) “ოვ“ სუფიქსის გარეშე გვხვდება. “დუმაცხო“ - ასე აქვს დატანილი [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილს]] რუკაზე, ასეა მოხსენიებული ჩვენამდე მოღწეულ წერილობით წყაროებში. ამავე მნიშვნელობისთ განმარტავს ისტორიკოსი თამაზ ლაცაბიძეც და აღნიშნავს, რომ “ოვ“ სუფიქსი გვიანდელი, რუსული დანამატი უნდა იყოს და XIX საუკუნიდან უნდა მომდინარეობდეს. მისი თავდაპირველი სახელწოდებაა “დუმაცხო“. ამავე სახელწოდების სოფელი გვხვდება [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]], [[გუდამაყარი|გუდამაყრის თემში]], რომელიც [[მთიულეთის ქედი|მთიულეთის ქედის]] აღმოსავლეთ კალთაზე, [[გუდამაყარი|გუდამაყრის ხეობაში]] მდებარეობს. გუდამაყარი [[ქართლი]]ს მთიანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ სოფლის ტოპონიმისა და მოსახლეობის გადანაცვლებაც კი შიდა მიგრაციული პროცესების შედეგია. ადგილობრივთა ცნობით, ემპირიული ცოდნის საფუძველზე ვიგებთ, რომ [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]], სწორედ [[დუშეთი]]დან გადმოსახლებულან და საკუთარი სალოცავიც გადმოუტანიათ, თუმცა ამ ფაქტის შესაბამისი საისტორიო წყაროებით დამტკიცება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. “დუმა“ ფუძიდან წარმომსდგარი ტოპონიმები გვხვდება [[კახეთი|კახეთსა]] და [[იმერეთი|იმერეთში]]. დუმასუბანი და დუმასური [[კახეთი|კახეთში]], ხოლო დუმთა [[იმერეთი|იმერეთში]], თუმცა მათი რაიმე სახით დაკავშირება [[შიდა ქართლი]]ს დუმაცხოსთან არც წყაროების საფუძველზე შეგვიძლია და არც მცხოვრებთა გადმოცემით.
 
==ისტორია==