დუმაცხოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

==ისტორია==
ქართულ საისტორიო მწერლობაში დუმაცხოვი გვხვდება დუმაცხოს ფორმით. ამ ფორმით მოიხსენიებს [[XV საუკუნე|XV საუკუნისი]]ს დასაწყისში [[ქუცნა ამირეჯიბი]] თავის ცნობილ სიგელში. ასე აქვს დატანილი [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილს]] რუკაზე. ასე მოიხსენიებს [[იოანე ბატონიშვილი]]ც. [[1715]] წლის [[რუისის სამწყსოს დავთარი|რუისის სამწყსოს დავთარშიც]] ამავე ფორმითაა დაფიქსირებული. ამრიგად დღევანდელი დუმაცხოვის ძველი სახელწოდება დუმაცხოა. ,,ოვ" სუფიქსი გვიანდელია და [[XIX საუკუნე|XIX საუკუნიდან]] უნდა მომდინარეობდეს. [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]] გვაქვს ანალოგიური სახელწოდების სოფელი [[დუმაცხო]]. დუმაცხოვი, როგორც ჩანს ამირეჯიბების მამულია და პირველად სწორედ ქუცნა ამირეჯიბის სიგელში მოიხსენიება. ქუცნა ულუმბის განახლებულ [[ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია|ღვთისმშობლის ეკლესიას]] დუმაცხოვიდან ორ კომლ გლეხს სწირავს: ,,ორი კუმლი დუმაცხოს". შემდგომში აქ [[ხერხეულიძეები]] გვხვდებიან. სოფელ დუმაცხოვში 28 ივლისს [[კვირიკე და ივლიტა|წმინდა კვირიკესა და ივლიტას]] წამების დღეს, აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა.
 
==თანამედროვე ვითარება==
სოფელ დუმაცხოვში 2014 წლის მონაცემებით 111 მცხოვრებია. ეთნიკური შემადგენლობით მთლიანად ქართველები არიან. დანგრეულია სოფლის სკოლა და ადგილობრივი ბავშვები ახლომახლო სოფლებში და იქ არსებულ სკოლებში სწავლობენ. ძირითადად მოჰყავთ [[სიმინდი]] და [[ლობიო]], მოჰყავთ [[პური|პურიც]], მაგრამ მისი მოსავლიანობით დიდად არ გამოირჩევა. გავრცელებულია [[ქლიავი|ქლიავის]] სხვადასხვა ჯიში. [[ყურძენი|ყურძნის]] ენდემური ჯიშები არაა, თუმცა შეხვდებით დირბულას, [[ადესა|ადესას]], [[თავკვერი|თავკვერს]], ჩინურს და ა.შ.
 
სოფელში, წმიდა კვირიკესა და ივლიტას სასაფლაოს ეზოში სოფლის სასაფლაოა, აქ ბევრი საფლავი დღეს მიტოვებულია, არის ძველი ქვები, რომლებზეც მეტ-ნაკლებად შემორჩენილია წარწერები და სხვადასვა ფიგურები, რომლებიც ფიქსაციას საჭიროებენ.
 
==ლიტერატურა==