განმანათლებლობა: განსხვავება გადახედვებს შორის

62.168.183.24-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა MIKHEIL-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(შევიტანე მნიშვნელოვანი დეტალები რომლებიც აკლდა და მოვაშორე ცრუ, ზედმეტი მასალა.)
(62.168.183.24-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა MIKHEIL-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
[[სურათი:Encyclopedie frontispice section 256px.jpg|thumb|Encyclopédie frontispice section 256px.jpg|
== მურლოკს არ რეიგნინგიხილეთ აგრეთვე ==
ენციკლოპედიის ილუსტრაცია: გონება და ფილოსოფია მანათობელ ჭეშმარიტებას საბურველს ხდიან]]
'''განმანათლებლობა''' ({{lang-fr|Siècle des Lumières}}; {{lang-en|Enlightenment}}; {{lang-de|Aufklärung}}; {{lang-it|Illuminismo}}) — [[ფილოსოფია|ფილოსოფიური]], საზოგადოებრივი და [[ლიტერატურა|ლიტერატურული]] მიმდინარეობა [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] [[ევროპა]]ში.
 
განმანათლებლობის ეპოქის ევროპაში [[ბურჟუაზია]] იბრძვის პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. საბრძოლო ასპარეზზე გამოსასვლელად ბურჟუაზიას სჭირდებოდა ძველი იდეოლოგიის დამარცხება და ახლის ჩამოყალიბება. განმანათლებელთა მიზანი იყო ფართო მასებისთვის არსებული იდეოლოგიის უარყოფითი მხარეების ჩვენება.
 
== ცვლილებები ==
[[ფაილი:Karikatura.jpg|thumb|200px|კარიკატურა: სამღვდელოებისა და თავადაზნაურობის მიერ წელში გაწყვეტილი მესამე წოდება.]]
განმანათლებელთა ეპოქას ახასიათებს საზოგადოებრივ აზროვნებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა :
* სამეცნიერო აღმოჩენებს ([[ჰელიოცენტრიზმი]], [[მექანიკა]], [[მედიცინა]]) შედეგად მოჰყვება მეცნიერების, [[რაციონალიზმი]]სა და [[ემპირიზმი|ემპირიული ფილოსოფიის]] აღმასვლა.
* განმანათლებლები მთელს ევროპაში იცავენ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ტოლერანტობა, თავისუფლება და თანასწორობა.
* ამ ღირებულებებიდან გამომდინარე ყალიბდება ახალი „ბუნებრივი უფლებებისა“ და ხელისუფლების დაყოფის ცნებები.
* ხდება ცოდნის გავრცელება ''[[ენციკლოპედია|ენციკლოპედიისა]]'' და პრესის საშუალებით.
* ვითარდება საერთაშორისო [[ეკონომიკა]], [[ევროპა]] ეცნობა [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანისა]] და შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიებს.
* ზოგი მოაზროვნე ეჭვქვეშ აყენებს რელიგიურ იერარქიასა და წესებს, აკრიტიკებენ თავად-აზნაურებს, აბსოლუტურ მონარქიას და ახალ იდეებს უპირისპირებენ ობსკურანტიზმს.
 
შეიძლება ითქვას, რომ ეს პეროდი არის ახალი სოციალური წარმოდგენების ეპოქა, რითაც [[რენესანსი|რენესანსს]] მოგვაგონებს.
 
== ბედნიერების გაგება ==
[[ფაილი:Rousseau.jpg|thumb|150px|right|[[რუსო, ჟან-ჟაკ|ჟან-ჟაკ რუსო]]]]
[[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] ბოლომდე ადამიანის აზროვნებაში დომინირებს ღმერთი, რომელზეც ყველაფერია დამოკიდებული. ცხოვრების ძირითადი მიზანი არის არა ბედნიერება, არამედ — ხსნა. [[XVIII საუკუნე]]ში კი თითქმის აკვიატებულ იდეად იქცევა ბედნიერების მიღწევაზე ფიქრი. ღმერთმა გაგვაჩინა, რათა ვიყოთ ბედნიერნი და კეთილნი. ცხოვრების მთავარ ურთიერთობად ისახება უკვე არა ღმერთთან ურთიერთობა, არამედ ადამიანებს შორის დამოკიდებულება. ბედნიერების მიღწევის საშუალებად კი მიიჩნევა ადამიანური ბუნება. ადამიანი იცნობს და ეთანხმება თავის ჭეშმარტ ბუნებას, რომელიც უკვე აღარაა გახლეჩილი ანგელოზსა და ეშმაკს, ცასა და მიწას შორის. სული და სხეული აღარ უპირისპირდება ერთმანეთს. ადამიანის საფუძველი არის საკუთარი თავის სიყვარული, რასაც ხშირად უნივერსალური გრავიტაციის პრინციპსაც ადარებენ. ამ სიყვარულის უგულვებელყოფით ან მასთან ბრძოლით ადამიანის ჭეშმარიტი ბუნების იგნორირება, ღალატი ხდება. განმანათლებლებისთვის ბედნიერება არის სხეულის, გონებისა და გულის სრული ჰარმონია.<ref>''Histoire de la litterature francaise, T.2. collection Henri Mitterand, Ed. Nathan. 1988.</ref>
 
== რელიგია ==
[[ფაილი:voltaire.jpg|thumbnail|left|[[ვოლტერი]]]]
განმანათლებლებში რამდენიმე რელიგიურმა მიმდინარეობმა მოიკიდა ფეხი. ზოგმა, [[ვოლტერი]]ს მსგავსად, [[დეიზმი]] არჩია, რომლის მიხედვით ღმერთი არსებობს, მაგრამ არ ერევა ხალხის ცხოვრებაში, იგი მხოლოდ უმაღლესი წესრიგის გარანტია. [[ჟან-ჟაკ რუსო|რუსო]] ე. წ. [[თეიზმის]] მიმდევარი იყო, რომელიც კეთილისმყოფელ და უბედურთა შემწე ძალის არსებობას ამტკიცებდა. [[დენი დიდრო|დიდრო]] კი ყოველივეს ხსნიდა ღმერთის არსებობს გარეშე, მისი აზრით ღვთაებრიობა შერეული იყო ბუნებასთან და ყოველივე ეს [[ათეიზმი|ათეიზმს]] წარმოშობდა. არსებობდნენ [[მატერიალიზმი|მატერიალისტებიც]], რომლებიც მატერიით ხსნიდნენ სამყაროს არსებობას. ერთ რამეში კი ყველა თანხმდებოდა: ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს, საკუთარ მორალს.
 
== ფილოსოფოსი ==
იცვლება ფილოსოფოსის სტატუსიც. მასში გაერთიანდა მწერალი და მოაზროვნე. ფილოსოფოსი აღარაა საზოგადოებისგან განზე მდგარი, არამედ ცდილობს სასარგებლო გახდეს მისთვის, ლიტერატურას კი იარაღად იყენებს. [[ფაილი:Louis-Michel_van_Loo_001.jpg|thumb|200px|right|[[დიდრო, დენი|დენი დიდრო]]]]ახალი ლიტერატურული გმირი აღარაა დაინტერესებული სულიერი მდგომარეობით, მას უკვე სოციალური, პოლიტიკური ფუნქცია აინტერესებს. ბედნიერება უკვე აღარაა შესწავლის საგანი, ის უკვე ცხოვრების წესია. ამგვარად იქმნება ახალი ლიტერატურა, რომელიც აღარ ეძებს მეტაფიზიკურ ახსნებს, არამედ ცდილობს შეათანხმოს გრძნობა, ბედნიერება და გონება.
 
== ''ენციკლოპედია'' ==
განმანათლებლებს მიაჩნიათ, რომ არსებობს ცოდნის მეცნიერული და მორალური არქიტექტურა, გარკვეული სტრუქტურა, რომლის რეალიზებაც არის ადამიანის გათავისუფლების საშუალება. ამ აზრის საფუძველზე [[1751]] წელს [[დენი დიდრო|დიდრო]] და [[დ'ალამბერი, ჟან ლე რონ|დ’ალამბერი]] აქვეყნებენ პირველ ენციკლოპედიას, რომელშიც თავს უყრიან მეცნიერებისა თუ კულტურის სფეროებში დაგროვილ ცოდნას.
 
[[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] 60-იან წლებში დაიწყო განმანათლებლური რეალიზმის კრიზისი და ამ კრიზისის საფუძველზე ჩამოყალიბდა [[სენტიმენტალიზმი]], რომლის ფუძემდებელია [[ჟან-ჟაკ რუსო]], გამგრძელებელი კი - [[სენ პიერი, ბერნანდენ დე|ბერნანდენ დე სენ პიერი]].
 
==== განმანათლებლობის ძირითადი სახელმწიფო თეორიები ====
{{ვიკი}}
ბევრი განმნათლებლის მიერ ადამიანისა და საზოგადოების "ბუნებრივი მდგომარეობა" აღქმული იყო, როგორც ადამიანის თავდაპირველი უცოდველობა. მაგალიათად, დენი დიდროსთვის (1712 – 1784) კუნძულ ტაიტის მკვიდრთა უბრალო, ბუნებრივი ყოფა და "პრიმიტიული" საზოგადოებრივი ურთიერთობები იდეალიზების ღირსი მოდელი იყო. ამ მოდელს დიდრო უპირისპირებდა ევროპულ საზოგადოებრივ წყობას, რომელსაც მისი აზრით, სრულიად დაკარგული ჰქონდა ბუნებრიობა. ამგვარი აღქმის შედეგად, განმანათლებლობაში შეიქმნა "კეთილშობილი ველურის" ხატი.
 
ადამიანის და საზოგადოების "ბუნებრივი მდგომარეობის იდეიდან გამომდინარე, თავის თეორიას საზოგადოების მოწყობის შესახებ ერთ–ერთი თვალსაჩინო განმანათლებელი, ჟან–ჟაკ რუსოც(1712 – 1778), ავითარებდა.
 
რუსო თავის მოძღვრებას აგებს რწმენაზე, რომ "შემოქმედის ხელიდან გამოსული ყველაფერი კარგია,გადაგვარება ადამიანის ხელით ხდება" ("ემილი", 1762). მისი აზრით, ადამიანის სული შერყვნა საკუთრების გაჩენით იწყება, რადგან საკუთრება წარმოშობს უთანასწორობას ადამიანთა შორის და რადგან საკუთრების შესანარჩუნებლად ძალაუფლება ხდება საჭირო. სახელმწიფო, რომელშიც ადამიანი თავისუფლებას შეინარჩუნებს, უნდა მოეწყოს "საზოგადოებრივი ხელშეკრულების" (სოციალური კონტაქტის) საფუძველზე, რომელშიც შეჯერებული და ურთიერთშეთანხმებული იქნება ყველა ადამიანის ნება.
 
ფრანგმა განამანათლებელმა – მონტესკიემ (1689 – 1755) თავის ნაშრომში "კანონთა გონის შესახებ" (1748) სრულქმნა ინგლისელი ჯონ ლოკის (163 – 1704) ხელისუფლების განაწილების პრინციპი. მონტესკიე განასხვავებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას. ამგვარი დანაწილებით, მონტესკიეს აზრით, შესაძლებელია მთელი ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრირებისა და შესაბამისად, დესპოტიის თავიდან აცილება. მონტესკიე გამოყოფს სახელმწიფო მმართველობის სამ ფორმას: რსპუბლიკას (ქვეკატეგორიები: დემოკრატიული და არისტოკრატიული მმართველობა) მონარქიას, როდესაც მმართველი კანონის საფუძველზე მართავს და დესპოტიას, როგორც მმართველის შეუზღუდავ თვითნებობას. თავად მონტესკიე მონარქიის მომხრეა. მისი ეს არჩევანი განაპირობა ინგლისის რევოლუციების (1640 – 1660 და 1688 – 1689) მაგალითმა, რომელთა შედეგადაც (საფრანგეთის აბსოლუტიზმისგან განსხვავებით) მონარქის ძალაუფლება პარლამენტმა კანონით შეზღუდა და კონსტიტუციური მონარქია სახელმწიფო მმართველობის ფორმა გახდა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
*[[განმანათლებლობა (გერმანია)]]
 
1 336

რედაქტირება