კულტურული ანთროპოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკიფიცირება}}
'''კულტურული ანთროპოლოგია''' შეისწავლის ადამიანთა ქცევასა და მათი მოღვაწეობის შედეგებს . კულტურული ანთროპოლოგები ინტერესდებიან იმით, თუ როგორ განსხვავდებიან თავიანთი კულტურული მახასიათებლებით სხვადასხვა რასის საზოგადოება . მაგრამ ისმის მთავარი კითხვა , თუ რა არის კულტურა? ტერმინი კულტურა გამოხატავს სხვადასხვა საზოგადოებისა და პოპულაციების სუბიექტურ აზროვენებას . სოციალური ჯგუფის კულტურა , თავის მხრივ , მოიცავს მრავალ ასპექტს : ენა , რელიგიური რწმენები , მუსიკა , შრომა , სქესობრივი როლები , როგორ აპროექტებენ სახლებს , და სხვა მრავალი ჩვევები და იდეები , რაც ფართოდაა გავრცელებული ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფებში.
 
ზოგადად ანთროპოლოგია , შედარებით , ახალგაზრდა მეცნიერებაა . მხოლოდ 1800 წლისთვის გადაწყვიტეს ანთროპოლოგებმა , რომ ეცხოვრათ შორს სხვა ადამიანებთნ ერთად . თუ ჩვენი მიზანია , შევისწავლოთ ადამიანი , მისი ქცევები და რწმენები , აუცილებელია უკეთ გავეცნოთ უძველეს ადამიანსა და დღევანდელ , თანამედროვე ადამიანს . უნდა ვისწავლოთ მათი კულტურები და მათი ბიოლოგია . აქედან გამომდინარე , ანთროპოლოგია რელევანტური მეცნიერებაა , რომელიც გვეხმარება თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა , უთანხმოება ადამიანებს შორის .
 
ბრიტანელმა ანთროპოლოგმა , სერ ედვარდ ტეილორმა , წარმოთქვა პირველად სიტყვა კულტურის განსაზღვრება 1865 წელს მან გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი "გამოკვლევები კაცობრიობის ძველი ისტორიის სფეროში" ("Researches into the Early History of Mankind and the Development of Civilization"), რომელშიც ავითარებდა კულტურის პროგრესული განვითარების იდეას ველურობის ეპოქიდან ცივილიზაციამდე . ცალკეული ხალხების ყოფისა და კულტურის განსხვავების მიზეზად ე. ტაილორი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მათ ყოფნას ასახელებდა . კულტურის განვითარების ევოლუციონისტური კონცეფცია ე. ტაილორმა ყველაზე სრულად ჩამოაყალიბა ცნობილ ნაშრომში "პირველყოფილი კულტურა" ("Primitive Culture", 1871) . საყოველთაოდ ცნობილია კულტურის ტაილორისეული განსაზღვრება : „კულტურა არის ის კომპლექსური ხვრელი , რომელიც მოიცავს განათლებას , რწმენას , ხელოვნებას , კანონებს , მორალებს , ტრადიციებს და კიდევ სხვა შესაძლებლობებსა და ჩვევებს , რაც ადამიანს დაბადებიდან ახასიათებს .“
 
კულტურის განვითარებას ტაილორი განიხილავდა როგორც ადამიანის გონებისა და შრომის პროდუქტების თანდათანობით განვითარებას მარტივიდან რთულისაკენ , მემკვიდრეობითობის აუცილებელი შენარჩუნებით . ამ გზას გაივლის როგორც მატერიალური კულტურის ელემენტები , ისე ყველა იდეა , დოქტრინა , კანონი , მხატვრული ნაწარმოები თუ სულიერი კულტურის ნებისმიერი სხვა გამოხატულება .
 
დაახლოებით უკვე მეოცე საუკუნისთვის , ადამიანის განათლება იმდენად გაუმჯობესდა და განვითარდა , რომ მრავალი განსაზღვრება შეიძინა სიტყვა კულტურამ დროთა განმავლობაში.
 
მიზეზი კულტურული ანთროპოლოგიის გაჩენისა იყო შემდეგი: კოლონიალიზმის დროს სხვადასხვა კულტურათა შეჯახება მოხდა , რის გამოც კულტურები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ , მოხდა მათი აღრევა და ინდივიდუალიზმის დაკარგვა . ამიტომ გაჩნდა იმის აუცილებლობა , რომ ჩამოყალიბებულიყო კულტურული ანთროპოლოგია , რომელიც მოაგვარებდა ამ პრობლემებს და შეისწავლიდა მათ .
 
კულტურული ანთროპოლოგია ფართო ცნებაა და მოიცავს სხვადასხვა დარგს , როგორებიცაა: არქეოლოგია ( მეცნიერება წარსული კულტურების შესახებ) , ანთროპოლოგიური ლინგვისტიკა (ენების ანთროპოლოგიური შეასწავლა) , და ეთნოლოგია (მეცნიერება ახლა არსებული , თანამედროვე კულტურებზე) . ეს ყველა ჩამოთვლილი განშტოება ერთიანდება და ყველას ერთად ეწოდება კულტურული ანთროპოლოგია .
 
=== არქეოლოგია ===
 
არქეოლოგების მიზანი არა მხოლოდ ჩვენი წინაპრების ტრადიციების და მათი ყოველდღიური ცხოვრების რეკონსტრუქციაა , არამედ არის ის , რომ გააკეთონ ანალიზი კულტურული ცვლილებების და შემოგვთავაზონ შესაძლო ვარიანტები და ახსნები ამ კულტურული ცვლილებების შესახებ . არქეოლოგები მიიჩნევიან , როგორც ანთროპოლოგიის ისტორიკოსებად , ადამიანის წარსულის აღმდგენებად . იმის შესწავლით , თუ რა დაგვიტოვა უძველესმა ადამიანმა , არქეოლოგები აგროვებენ ფაქტებს , მტკიცებულებებს , რის საფუძველზეც კულტურები ვითარდება.
 
=== ლინგვისტიკა ===
შეიძლება ითქვას , რომ ადამიანის დამახასიათებელი თვისება არის ლაპარაკის უნარი . თუმცა , ადამიანი ამ სფეროში არ არის მარტო . მეცნიერებამ გვაჩვენა , რომ ზოგიერთი ცხოველი - განსაკუთრებით მაიმუნები - ადამიანების მსგავსად უშვებენ ისეთ ხმებსა და ბგერებს , რომ მათი ეს ქცევა ძალიან ჰგავს ადამიანის კომუნიკაციის საშუალებას . მაგარამ , მიუხედავად ამის ა, არც ერთ ცხოველს არ გამოუმუშავდა იმ დონემდე კომუნიკაციის უნარი , როგორც ადამიანს . სწორედ ეს ენა ეხმარება ადამიანებს , რომ კულტურა თაობიდან თაობამდე გადაიტანონ და არ გაქრეს დროის განნმავლობაში . კულტურული ანთროპოლოგიის ეს განშტოება შეისწავლის ზუსტად ლინგვისტიკას . ლინგვისტიკის შესწავლისას , ანთროპოლოგები უკეთესად ახერხებენ შეისწავლონ , თუ როგორ აღიქვამენ და შეიცნობენ ადამიანები თავიანთ თავსა და ამ სამყაროს .  
 
ცხადია , ამ მეცნიერებას თავში არა ერთი მეცნიერი უდგას . მრავალი ადამიანი მუშაობს ამ საკითხის შესწავლაზე , არქეოლოგები , ეთნოლოგები , ლინგვისტები და ზოგადად კულტურული ანთროპოლოგები . ყველას დიდი წვლილი შეაქვს ამ საკითხის განვითარებაში და საკმაოდ ცნობილი მეცნიერებიც კი არიან , თავიანთი ნამუშევრების წყალობით . ესენი არიან : კლიფორდ გერტცი, პოლ ფარმერი, ერიკ ვულფი, რუთ ბენედიქტი და ა . შ
 
=== კლიფორდ გერტცი ===
კლიფორდ გერტცი იყო ამერიკელი ანთროპოლოგი ,  რომელმაც სახელი გაითქვა თავისი ნაშრომინ სახელად „ სიმბოლური ანთროპოლოგია“ . მისი უნიკალური მიზანი იყო ის , რომ გამოეკვლია და ანალიზი გაეკეთებინა არა უბრალოდ სანების ფორმებისა , არამედ მმათი მნიშვნელობა გარკვეული ადამიანების ჯგუფებისთვის . გერტცის თეორია მდგომარეობდა შემდეგში : საგნები , რომლებიც არ არიან რაიმე კულტურის ნაშთი , მაინც არიან დატვირტული რაღაც სიმბოლიკით , რომლებსაც შეუძლიათ განსაზღვრონ განვითარება პერსპექტივაში და შეცვალონ გარშემო არსებული სამყარო.
 
=== პოლ ფარმერი ===
პოლ ფარმერი არა მარტო ამერიკელი ანთროპოლოგი და ფიზიკოსი ა, არამედ ადამიანთა უფლებების დამცველიც , იბრძვის , რომ მიანიჭოს ჯანმრთელობით აღსავსე ცხოვრება ღარიბ და გაჭირვებულ ხალხს. იგი , ასევე , აკონტროლებდა ინფექციურ დაავადებებს და იცავდა ადამიანების ძირითად უფლებებს პერუსა და რუსეთში .  ფარმერმა დაიმსახურა მრავალი სახელგანთქმული პრიზი .
 
=== ერიკ ვულფი ===
ერიკ ვულფი შთაგონებული იყო მარქსის იდეალებით და მისი ნაშრომის დამსახურებით , ის გაუშვეს მონაცემების შესაგროვებლად პუერტო რიკოს გარეუბნებში , მოგვიანებით ამ ექსპედიციამ ვულფი მექსიკასა და ევროპაში მოახვედრა , სადაც მან ბოლომდე შეისწავლა დაბალი ფენის წარმომადგენლების საზოგადოება . ის ამტკიცებდა , რომ კულტურა შესწავლილი უნდა ყოფილიყო გლობალური პერპექტივიდან და ამას დაამატა ისიც , რომ კულტურა დინამიურია (ანუ არ არის მუდმივი და ის ყოველთვის იცვლება) .
 
== ეთნოლოგია ==
ხაზი 178:
კულტურული ფსიქოლოგია არის დარგი იმის შესახებ, თუ როგორ ზემოქმედებს კულტურა ადამიანზე და როგორ ფორმირდებიან ინდივიდები თავიანთ კულტურაში,  მიმდინარეობა, ლინგვისტების, ფილოსოფოსების, ანთროპოლოგებისა და ფსიქოლოგების კვლევის ობიექტს წარმოადგენს.
 
ანთროპოლოგები ფსიქოლოგიით მე-20 საუკუნის დასაწყისში დაინტერესდნენ, რადგან ამ პერიოდში წარმოიშვა იდეა იმის შესახებ, რომ ადამიანის ბუნება მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციებში ბოლომდე არ შეიძლებოდა გამოჩენილიყო, მეცნიერებმა თანდათან დაიწყეს შესწავლა სხავდასხვა კულტურების და ინდივიდების ამ კულტურებში. ოტო კლინბერგიც იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვინც ფიქრობდა, რომ სხავდასხვა კულტურები უნდა გამოკვკლეულიყო , ის ამბობს: "როგორ შეიძლება ადამიანის ქცევასა და  მის ზოგად კონცეფციაზე ვისაუბროთ, როცა მხოლოდ ერთი სახის ადამიანი არის გამოკვკლეული"
 
ადამიანები მსოფლიოს გარშემო ინაწილებენ გენების გარკვეულ რაოდენობას, რომელთა ვარიაციაც  სხვადასხვა ინდივიდებში სხვადასხვანაირად ხდება , ამიტომ ადვილადაა შესაძლებელი დავუშვათ, რომ მსგავსება დიდია, ეს გარკვეულწილად ასეცაა, ადამიანის შესახებ უნივერსალური ის არის, რომ ისინი მსოფლიოს გარშემო, თითქმის ერთნაირად გამოხატავენ ემოციებს , აქვთ ერთნაირი წარმოდგენები სხვა ადამინებზე, მათი მიმიკა მსგავსია , მაგალითად: სიხარულისას, გაოცებისას, გაბრაზებისას, ეჭვიანობისას, მათ თითქმის იდენტური მიმიკები აქვთ, ასევე მსგავსება აღმოჩნდა პატარა ბავშვების შიშებს შორის სხვადასხვა კულტურაში (მათ უმრავლესობას ეშინიათ უცნობების) , საინტერესოა ის ფაქტი, რომ სხვადასხვა კულტურის წიაღში მცხოვრები ადამაინები, სიყვარულსაც თითქმის ერთნაირად გამოხატავენ, მიუხედავად ამ ყველაფრისა  ადამიანებს შორის სხვაობის არ არსებობის დაშვება არასწორია, Boucher-მა აწარმოა კვლევა ემოციების წარმოშობის შესახებ. ყველაზე დიდი კვლევა ამ კვლევებიდან დამყარებული იყო კორეელი, სამოელი და ამერიკის მოსახლეობის პასუხებზე. დიდი გამოკითხვა ჩატარდა და სთხოვდნენ მთხრობელებს დაეწერათ მოთხრობა შმთხვევებზე რომელიც 6-დან ერთ-ერთი ემოციის წარმოშობის მიზეზი იყო: ბრაზი, სიძულვილი, შიში, ბედნიერება, სევდა და გაოცება. რამდენიმე მოთხრობა გადაითარგმნა სხვადასხვა ენაზე და იმ სიტყვების გათვალისწინებით რომელიც აღწერს სხვადასხვა ემოციას. 144 მოთხრობისგან შმდგარი ნაკრები იყო წარმოდგენილი სამი ქვეყნის მოსახლეობის მიერ. რესპოდენტები მიუთითებდნენ ყველა შემთხვევაში, თუ ექვსიდან რომელი ემოცია განიცადეს მათ, რომელზეც ჰქონდათ მოთხრობილი.
 
შედეგებიდან დადგინდა, რომ ერთნაირი შემთხვევები მსგავს ემოციებს იწვევენ ყველა კულტურაში.
 
კულტურა არის საზოგადოების მიერ აღიარებული ნორმების და ღირებულებების სისტემაა . რომელიც მასში მცხოვრებ  ადამიანებს აერთიანებს,  ისინი დაახლოებით ერთნაირად რეაგირებენ სხვადასხვა პროცესებზე , ერთნაირად გამოხატავენ ემოციებს და ასე შემდეგ, რაც შეეხება ფსიქოლოგიას, ეს არის დარგი ადამიანის შესახებ რა არის მათი გარკვეული ქცევების მიზეზები , თუ როგორ იქცევა და ფიქრობს ის, კულტურული ფსიქოლოგიის აღმოცენების პროცესში , თავიდანვე აშკარა იყო , რომ კულტურა დამოუკიდებელი ინდივიდი არ იყო, ის ქცევების , მოქმედებების და აზრების ერთობლიობას წარმოადგენდა , მის წარმოშობას არ გააჩინდა "მიზეზი" ის მხოლოდ მიზანი იყო, აღმოჩნდა, რომ არც ფსიქოლოგია ყოფილა დამოუკიდებელი ორგანიზმი, მასზე ზეგავლენას კულტურა ახდენს, ხოლო კულტურაზე ფსიქოლოგია ზემოქმედებს.
 
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კულტურაზე და ადამინის ფსიქოლოგი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია ისინი ურთიერთქმედებენ დ ერთმნეთზე ახდენენ ზეგვლენას,სწორედ ამის გამო, თავისუფლადაა შესაძლებელი კულტურაში არსებული ვარიაციების გამოკვლევა ფსიქოლოგიის შესწავლით დავიწყოთ, ფსიქოლოგიური ფაქტორები, ასევე შესაძლებელია დაგვეხმაროს იმის ახსნაში, თუ რატომ გავს ზოგიერთი კულტურის ასპექტები სხვა კულტურისას,ემოციების უნივერსალურობაზე ხაზგასმა მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ  ამ ემოციების გამოხატვისას არანაირი კულტურათაშორისი განსხვავება არ იარსებებს. მაგალითად, განსხვავება ემოციების გამოხატვის სიხშირესა და ინტენსიურობაში. ეკმანმა შეიმუშავა გამოხატვის წესების მიდგომა - „ნორმები იმ გამომეტყველების მორგებისა, რომელსაც სხვადასხვა სიტუაციაში შენგან ელოდებიან“. მართლაც, ნებისმიერ კულტურაში არსებობს წესები თუ რა გამომეტყველებაა შესაფერისი სხვადასხვა შემთხვევის დროს და რა ემოციები უნდა გამოხატო ან არ უნდა გამოხატო. გამოხატვის წესები აღწერს იმ ემოციურ ექსპრესიებს, რისი გამოხატვის სტიმულირებაც სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლება მოხდეს. არსებობს რამდენიმე ექსპერიმენტი, სადაც სხვადასხვა სოციალური სიტუაცია და ამ სიტუაციაში არსებული ექსპრესიებია ნაჩვენები: