ქირონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
სხვა დანარჩენ კენტავრებთან შედარებით, რომლებიც იყვნენ შფოთიანები, სმის მოყვარულნი და ადამიანისადმი მტრულად განწყობილნი, ქირონი, ისევე როგორც [[ფოლოსი]] იყო კეთილი,სამართლიანი და ბრძენი. ის ცხოვრობდა პელიონის მთაზე. კენტავრთა და [[ლაპითები|ლაპითთა]] ცნობილი ბრძოლის შემდეგ იგი [[ლაკონია|ლაკონიაში]] გადაიხვეწა.
 
იყო [[აპოლონი]]სა და [[არტემოდეარტემისი|არტემისის]] მოსწავლე, რომლებმაც ის აზიარეს მუსიკის, ვარჯიშის, ნადირობისა თუ მისნობის ხელოვნებას.მას „ბრძენ – კენტავროსს“ უწოდებდნენ, რადგანაც მუდამ ლამობდა სიკეთისაკენ წარემართა თვისტომთა ველური ზნე და ბუნება. თავის მხრივ, იყო ბევრი გმირის მასწავლებელი — [[იასონი]]ს (რომლის მოგზაურობისათვის დაამზადა პირველი [[ზეციური გლობუსი]]),ასევე [[დიოსკური|დიოსკურების]], [[აქილევსი]]ს<ref>ჰორაციუსი. ეპოდები 13, 11-18 </ref>(რომელიც ითვლებოდა მის შთამომავლად), რომელსაც ლომის ხორცით კვებავდა, შესაძლებელია, [[ორფეოსი]]ს და სხვების.[[ასკლეპიოსი|ასკლეპიოსს]] ასწავლიდა მედიცინის ხელოვნებას.<ref>ჰომეროსი. ილიადა IV 219 </ref> დიონისეს ახლდა ინდოეთში.<ref>ნონ. დიონისეს ქმედებანი XIV 51 </ref> აჩუქა [[პელესი|პელევსს]] იფანის შუბი.<ref>ჰომეროსი. ილიადა XVI 143; XIX 390 </ref>
 
იყო [[ჰერაკლე|ჰერაკლეს]] მეგობარი. სიყვარულით შეპყრობილი, მასთან მივიდა ჰერაკლე და ცხოვრობდა გამოქვაბულში<ref>ფსევდო-ერატოსთენე. კატასტერიზმები 40</ref>.კეთილშობილებით გამორჩეულმა ქირონმა წამებით დაასრულა თავისი ღვთაებრივი ცხოვრება. მაგრამ ეს შემთხვევით მოხდა: როდესაც ჰერაკლე მესამე გმირობის (ერიმანთოსის ტახი) აღსასრულებლად მიდიოდა, გზად შეიარა თავისი მოძღვრის, ბრძენი ქირონის უსაყვარლეს მეგობართან, კენტავროს ფოლოსთან, რომელმაც დიდი პატივით მიიღო [[ზევსი|ზევსის]] ძე. ფოლოსის მამა იყო მეღვინეობის მფარველი ღმერთის, [[დიონისე|დიონისეს]] რჩეული [[სილენოსი]]. მან კენტავრებს აჩუქა დიონისეს ვაზის პირველი მტევნით მოწეული ნექტარი, რომლის სურნელება ათრობდა მაღალ მწვერვალებსაც კი. ფოლოსმა სუფრა გაშალა და თავი ახადა ღვინით სავსე ჩაფს. უმალ მოეფინა ღვინის სუნი მთებსა და ველებს. კენტავრებმაც შეიგრძნეს იგი და განრისხდნენ ფოლოსზე, რომელმაც მათ გარეშე ჩამოასხა ღვთაებრივი სასმელი. ლოდებით, კომბლებითა და ნაჯახებით შეიარაღებულმა კენტავრებმა ფოლოსის მღვიმისკენ ისწრაფეს. მათ წინ უშიშრად აღიმართა ჰერაკლე და ნაწილი იქვე ამოხოცა. გადარჩენილებმა ბრძენი ქირონის მღვიმეს შეაფარეს თავი. მათ კვალდაკვალ მიჰყვა ჰერაკლეც. შემთხვევით ქირონი იყო სასიკვდილოდ დაჭრილი ჰერაკლეს მიერ მოწამლული ისრით. დაღონდა გმირი, როდესაც გონს მოეგო და გაიაზრა, რომ მისივე მეგობარი, ბრძენი მოძღვარი დაჭრა. უმალ იარა მოუბანა, მაგრამ ამაოდ. ნაიარევი განუკურნელი იყო. იცოდა ქირონმა, რომ არ მოკვდებოდა, რადგან უკვდავი იყო, მაგრამ სასტიკად გაწამდებოდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქირონი“-დან