ვლადიმერ ახმეტელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ვლადიმერ (ლადო) ახმეტელი''' (დ. [[10 მარტი]], [[1875]] გ. [[12 აგვისტო]], [[1942]]) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, ჟურნალისტი.
 
დაიბადა [[კახეთი|კახეთში]], სოფელ [[ანაგა]]ში, დეკანოზ გიორგი ახმეტელაშვილის ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სკოლასა და თბილისის სემინარიაში, შემდეგ ლაიფციგის უმაღლეს სავაჭრო სკოლაში (1898–1901), ლაიფციგისა და ჰალეს უნივერსიტეტებში (1901-1904). 1904 წელს ჰალეს უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს საშინაო ვაჭრობა“ (''Der Hausierhandel in Georgien''). საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქვეყნებდა პრესაში წერილებს ეკონომიკაზე, გერმანიის სოციალ-დემოკრატიისა და მუშათა მოძრაობის შესახებ („შვარცის“ ფსევდონიმით). 1918 წლის მაისში დაინიშნა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] ელჩად გერმანიაში. ბერლინში საქართველოს საელჩო ახმეტელის თაოსნობით გახდა ქართული კულტურის ცენტრი გერმანიაში. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1922 წლის გერმანია-საბჭოთა რუსეთის შეთანხმებით საქართველოს საელჩო გაუქმდა. ახმეტელი გახდა ბერლინის ქართული სათვისტომოს წევრი და იბრძოდა საქართველოს საკითხისადმი ევროპელთა ყურადღების მიპყრობისათვის. 1938 წლიდან ხელმძღვანელობდა გერმანიის მთავრობის მიერ შექმნილ „კავკასიის სამმართველოს“. გარდაიცვალა ბერლინში; დაკრძალულია იქვე.
{{საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები}}
{{DEFAULTSORT:ახმეტელი, ვლადიმერ}}
[[კატეგორია:დაბადებული 10 მარტი]]
 
[[კატეგორია:დაბადებული 1875]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 12 აგვისტო]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1942]]
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]