იყალთოს მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
საბა ბრეგვაძე-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა David1010-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|იყალთო}}
[[სურათი:Ikalto church 1.jpg|მინი|300პქ|<center>იყალთოს მონასტერი განახლებული ფასადით<br /><small>ჯაბა ლაბაძის ფოტო</small></center>]]
'''იყალთო''' — სამონასტრო კომპლექსი [[თელავი|თელავის]] ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა [[ასურელი მამები|ასურელმა მამათაგანმა]] [[ზენონ იყალთოელი|ზენონმა]] [[VI საუკუნე|VI საუკუნეში]]ში. გადმოცემის თანახმად, [[არსენ იყალთოელი|არსენ იყალთოელს]] (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და [[იყალთოს აკადემია|იყალთოს აკადემიის]] შესახებ ცნობებს არ შეიცავს.
 
მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მ.შ. აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მх9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ არ უნდა იყოს.რადგანაც ის აგებულია IV საუკუნაში.
 
== გალერეა ==