მიხეილ ბარათაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორია:ბარათაშვილები გაჯეტ HotCat-ით
No edit summary
ხაზი 34:
1809 წლის 5 თებერვალს ბარათაევი ომში მიღებული ჭრილობების გამო შტაბს–როტმისტრის ჩინში მყოფი გადადგა სამსახურიდან სრული პენსიით. 1810 წელს მან ჯვარი დაიწერა საიდუმლო მრჩევლის (ტაინი სოვეტნიკის) ქალზე, ალექსანდრა ნიკოლოზის ასულ ჩოგლოკოვაზე და ბარათაევკაში დაფუძნდა. მაგრამ 1812 წლის სამამულო ომის პერიოდში, როცა რუსეთს ნაპოლეონის ჯარები შემოესია, იგი სხვა ყოფილ სამხედროებთან ერთად სიმბირსკის სახალხო ლაშქარში გაწევრიანდა და სამშობლოში მხოლოდ 1914 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა.
 
1815-18351815–1835 წლებში მიხეილ ბარათაშვილი სიმბირსკის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო. 1815 წლის 21 დეკემბერს იგი გახდა სიმბირსკის მაზრის თავადაზნაურობის, ხოლო 1820 წლის 1 იანვრიდან გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. ამ პოსტზე მიხეილი სამ–სამი წლის ვადით ხუთჯერ აირჩიეს და 15 წლის მანძილზე თავდადებითა და უანგაროდ ემსახურებოდა სიმბირსკის გუბერნიის მოსახლეობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ხელმძღვანელობით 1818 წლის 3 მარტს დაარსებული ქალთა ქრისტიანული მოწყალების საზოგადოება, ხოლო 1820 წლის 2 მაისს – თავადაზნაურ ღარიბ ქალთა შრომისმოყვარულთა სახლი. ეს სახლი შემდეგში გადაკეთდა დედოფალ ელისაბედის სახელობის მეორე თანრიგის ქალთა სასწავლებლად, რომლის დარბაზს ამშვენებდა მიხეილის პორტრეტი წარწერით: „სიმბირსკის შრომისმოყვარულთა სახლის ფუძემდებელი მ. პ. ბარათაშვილი (ბარათაევი)“. მეტად მნიშვნელოვანი იყო, აგრეთვე, მიხეილის ინიციატივისა და ზრუნვის შედეგად, თავადაზნაურთა შეწირულებებით შეგროვილი სახსრებით, 1834 წლის 18 თებერვალს სიმბირსკის გიმნაზიის პანსიონის გახსნა. წლების განმავლობაში მიხეილ ბარათაშვილი იყო სიმბირსკის გიმნაზიის პირველი ზედამხედველი, შემდეგ კი საპატიო მზრუნველი, 1835 წლის პირველ ნახევრამდე.
 
მიხეილ ბარათაევმა სიმბირსკში დააარსა მასონთა ლოჟა სახელწოდებით „სათნოების გასაღები“, რომელიც ექვემდებარებოდა ლოჟა „ასტრეას“. რუსეთში არსებული მასონური სალონების საქმიანობასა და მიმართულებებს იგი ჯერ კიდევ გენერალ ჩაპლიცთან სამსახურის პერიოდში გაეცნო, მაგრამ მასონთა რიგებში მხოლოდ 1816 წელს გაერთიანდა. ამ წელს იგი გახდა პეტერბურგის „შეერთებული მეგობრების“ მასონური სალონის წევრი. იმავე წელს, მოსკოვში, ამ სალონის რუსული ენის განყოფილების გახსნისას მიხეილი ოსტატის მოადგილედ აირჩიეს. მასონური სალონი სიმბირსკში მან პეტერბურგის მთავარი სალონის – „ასტრეას“ დავალებით დააარსა და თავადვე გახდა მისი ხელმძღვანელი – „დიდი მამამთავარი“. ამ თანამდებობაზე სალონის წევრებმა იგი დაუსწრებლად აირჩიეს.
ხაზი 41:
*''კაპანაძე დ.,'' ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969;
*''Пахомов Е. А.,'' Монеты Грузии, Тб., 1970;
{{ქსე|2|199|აფაქიძე ა.}}
*''აფაქიძე ა.,'' ქსე, ტ. 2, გვ. 199, თბ., 1977
 
{{DEFAULTSORT:ბარათაშვილი, მიხეილ}}
[[კატეგორია:ქართველი ისტორიკოსები]]
[[კატეგორია:დაბადებული 25 იანვარი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1784]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 30 ივლისი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1856]]
[[კატეგორია:ბარათაშვილები]]