იასონ ლორთქიფანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
[[ფაილი:Iason Merabis dze Lortkipanidze.jpg|thumb|230px|right|იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე]]
'''იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე''' (დ. [[6 მარტი]], [[1866]], [[ჩუნეში|სოფ. ჩუნეში]], ახლანდ. [[წყალტუბოს რაიონი]], — გ. [[1949]]), ქართველი იურისტი, ფინანსისტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, [[საქართველოს ეროვნული ბანკი]]ს პირველი მმართველი; მწერალ [[ნიკო ლორთქიფანიძე|ნიკო ლორთქიფანიძის]] ძმა.
 
[[ქუთაისის გიმნაზია|ქუთაისის გიმნაზიის]] დასრულების შემდეგ სწავლობდა [[პეტერბურგის უნივერსიტეტი]]ს იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1889 წელს დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. რუსეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი მოღვაწეობა არაკეთილსაიმედოდ მიიჩნია და ახალგაზრდა იურისტს მუშაობა აუკრძალა. ამ მიზეზით იასონ ლორთქიფანიძემ ჯერ [[განჯა]]ში, შემდგომ [[ვლადიკავკაზი|ვლადიკავკაზში]] გააგრძელა საქმიანობა.
 
განჯაში მისი თაოსნობით დადგინდა [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]]ს საფლავის ადგილსამყოფელი, რის შედეგადაც 1893 წ. ბარათაშვილის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს. ლორთქიფანიძე ასევე იყო [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|ქართული უნივერსიტეტის]] დამაარსებელი კომისიის წევრი და ამ კომისიის საფინანსო ნაწილის ხელმძღვანელი. 1918 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, 1920 წელს კი, თბილისში დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული სახელმწიფო ბანკის დაფუძნების შემდეგ — მის პირველი მმართველად.
 
1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საქართველოს სსრ სახალხო ბანკად გადაკეთდა და მმართველის თანამდებობაზე 1923 წლამდე იასონ ლორთქიფანიძე დატოვეს, თუმცა მალე მოადგილედ დააქვეითეს და 1924 წელს მისგანვე ორგანიზებული სამრეწველო ბანკის უფროსად გადაიყვანეს. 1927-19341927–1934 წწ.წლებში აკრძალული ჰქონდა საფინანსო და საზოგადოებრივი სამსახური. 1930-იანი წწ.წლების ბოლოს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მიიღეს და ძველი არქივების მოწესრიგება-აღწერის საქმე დაავალეს. მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა მისი ეპისტოლარული დანატოვარი საბანკო საკითხების შესახებ.
 
== წყარო ==
 
{{DEFAULTSORT:ლორთქიფანიძე, იასონ}}
[[კატეგორია:დაბადებული 6 მარტი]]
 
[[კატეგორია:დაბადებული 1866]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1949]]
[[კატეგორია:ქართველი იურისტები]]
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 6 მარტი]]
158 161

რედაქტირება