ლეონტი მროველი: განსხვავება გადახედვებს შორის

134.19.232.109-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Abandoner-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(სახელიდა გვარი ეწერა შეცდომით)
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
(134.19.232.109-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Abandoner-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
{{ინფოდაფა პიროვნება
|სახელი მჭედლიშვილი ნიკა =ლეონტი მროველი
|მშობსახელი =
|დაბსახელი =
|სხვადასხვა =
}}
''ნიკა'ლეონტი მჭედლლიშვილიმროველი''' — „[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]]“ ერთ-ერთ მინაწერში მოხსენიებული პირი, რომელსაც მიეწერება ამ კრებულში შესული თხზულებები: „[[მეფეთა ცხოვრება]]“, „[[წამება წმიდისა და დიდებულისა არჩილისი|არჩილის წამება]]“ და „[[ნინოს ცხოვრების რედაქციები|ნინოს მიერ ქართლის მოქცევა]]“. ზოგი მკვლევარი ზემოხსენებულ ლეონტი მროველს აიგივებს ლეონტი [[რუისი|რუისის]] ეპისკოპოსთან. იგი იხსენიება [[1066]] წლით დათარიღებულ წარწერაში, რომელიც [[1957]] წელს [[ქარელი]]ს მახლობლად, სოფ. [[თრეხვი|თრეხვში]] აღმოაჩინეს, აგრეთვე მოიხსენიება როგორც [[მთავარეპისკოპოსი]], [[ათონი]]ს ერთ-ერთ ხელნაწერში და ამჟამად ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] ხელნაწერში.
 
იმავე „ქართლის ცხოვრების“ სხვა მინაწერის მიხედვით, აგრეთვე დასახელებულ ნაწარმოებთა ენობრივ-სტილისტური და ისტორიული ანალიზის შედეგად ბევრი მკვლევარი შეუძლებლად თვლის მათ ავტორად XI საუკუნის მოღვაწის მიჩნევას: „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ „ქართლის ცხოვრებაში“ თითქმის სიტყვასიტყვით გადმოწერილია კრებულ „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]ში“ დამოწმებული ტექსტიდან. „მეფეთა ცხოვრება“, თვით „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ერთ-ერთი მინაწერის თანახმად „ჟამითი ჟამად“ (ე. ი. დროდადრო) იწერებოდა, ხოლო „არჩილის წამების“ ავტორ ლეონტი მროველს ამ ნაწარმოების [[XII საუკუნე|XII საუკუნის]] მეტაფრასტული რედაქციის უცნობი აგიოგრაფი თვით არჩილის თანამედროვედ ([[VIII საუკუნე|VIII საუკუნის]] მოღვაწედ) მიიჩნევს. ამიტომაც, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, XI საუკუნის მოღვაწე ლეონტი მროველი ამ თხზულების მხოლოდ რედაქტორი ან გადამწერია. მკვლევართა ნაწილი კი ამ თხზულებებს VIII საუკუნით ათარიღებს და შესაბამისად მათ ავტორად სხვა, VIII საუკუნეში მოღვაწე ლეონტი მროველს მიიჩნევს. უკანასკნელი გამოკვლევებითაც დასტურდება, რომ დასახელებული თხზულებები VIII საუკუნეშია დაწერილი.<ref>Stephen H. Rapp Jr. Studies in Medieval Georgian Historiography: Early Texts and Eurasian Contexts, Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, vol. 601, subsidia, vol. 113. Louvain: In aedibus Peeters, 2003</ref>