ანონიმური მომხმარებელი
სახელიდა გვარი ეწერა შეცდომით
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
(არ ეწერა. სწორად სახელი და გვარი) იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით |
(სახელიდა გვარი ეწერა შეცდომით) იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით |
||
|სხვადასხვა =
}}
''
იმავე „ქართლის ცხოვრების“ სხვა მინაწერის მიხედვით, აგრეთვე დასახელებულ ნაწარმოებთა ენობრივ-სტილისტური და ისტორიული ანალიზის შედეგად ბევრი მკვლევარი შეუძლებლად თვლის მათ ავტორად XI საუკუნის მოღვაწის მიჩნევას: „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ „ქართლის ცხოვრებაში“ თითქმის სიტყვასიტყვით გადმოწერილია კრებულ „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]ში“ დამოწმებული ტექსტიდან. „მეფეთა ცხოვრება“, თვით „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ერთ-ერთი მინაწერის თანახმად „ჟამითი ჟამად“ (ე. ი. დროდადრო) იწერებოდა, ხოლო „არჩილის წამების“ ავტორ ლეონტი მროველს ამ ნაწარმოების [[XII საუკუნე|XII საუკუნის]] მეტაფრასტული რედაქციის უცნობი აგიოგრაფი თვით არჩილის თანამედროვედ ([[VIII საუკუნე|VIII საუკუნის]] მოღვაწედ) მიიჩნევს. ამიტომაც, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, XI საუკუნის მოღვაწე ლეონტი მროველი ამ თხზულების მხოლოდ რედაქტორი ან გადამწერია. მკვლევართა ნაწილი კი ამ თხზულებებს VIII საუკუნით ათარიღებს და შესაბამისად მათ ავტორად სხვა, VIII საუკუნეში მოღვაწე ლეონტი მროველს მიიჩნევს. უკანასკნელი გამოკვლევებითაც დასტურდება, რომ დასახელებული თხზულებები VIII საუკუნეშია დაწერილი.<ref>Stephen H. Rapp Jr. Studies in Medieval Georgian Historiography: Early Texts and Eurasian Contexts, Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, vol. 601, subsidia, vol. 113. Louvain: In aedibus Peeters, 2003</ref>
|