სანაპირო: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი|სანაპირო '''სანაპირო''' — ხმელეთის ზოლი მდი...
(განსხვავება არ არის)

11:25, 5 მარტი 2018-ის ვერსია

სანაპირო — ხმელეთის ზოლი მდინარის, ტბის, ზღვის ან ოკეანის გასწვრივ ან/და სასაზღვრო ხაზი ხმელეთსა და ზღვას, ოკეანეს, ტბას, მდინარესა და სხვა წყლის ობიექტებს შორის, რომლისთვისაც დამახასიათებელია მათი უშუალო საპასუხო გავლენა. განლაგებულია სანაპირო ხაზის ორთავე მხარეს.

სანაპირო

ხმელეთისა და წყლის ობიექტის საპასუხო გავლენა გამოიხატება რელიეფსა და კლიმატში. ზღვისა და ოკეანეების სანაპიროს კლიმატური პირობები, როგორც წესი, ხელსაყრელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ამიტომაც ბევრი სანაპირო წარმოადგენს პოპულარულ კურორტს. ცნობილი საკურორტო სანაპიროები განლაგებულია ადრიატიკის ზღვაზე, კავკასიის შავიზღვისპირა სანაპიროზე, კოსტა-ბლანკაში, ლაჟარდოვან სანაპიროზე, ბალტიისპირეთში, ყირიმის სამხრეთი ნაპირზე და სხვაგან.