ნაპირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
[[ფაილი:90 mile beach02.jpg|მინი|მარცხნივ|250პქ|ოკეანის სანაპირო ავსტრალიაში]]
[[ფაილი:Flussufer.jpg|მინი|მდინარის ნაპირი ([[ავსტრია]])]]
'''ნაპირი''' — ვიწრო ზოლი, სადაც ვლინდება [[ხმელეთი]]სა და წყალსატევის ([[ზღვა]], [[ტბა]], [[წყალსაცავი]]) ან ხმელეთისა და წყლის ნაკადის ([[მდინარე]], დროებითი კალაპოტური ნაკადი) ურთიერთმოქმედება.
 
''ზღვის ნაპირი'' წარმოიქმნება ძირითადად ზღვის [[აბრაზია|აბრაზული]] მოქმედების, ნატანის გადაადგილებისა და აკუმულაციის შედეგად. განარჩევენ აბრაზიულ და აკუმულაციურ ([[ბარი (გეოგრაფია)|ბარი]], [[ცელა]]) ნაპირებს, რომელთა ჩამოყალიბება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ოკეანისა და ზღვის [[ნაპირის ზონა]]ში ტალღების ენერგიის ხარჯვის ინტენსიურობაზე, რაც, თავის მხრივ, მჭიდროდაა დაკავშირებული ტალღების სიდიდესთან, წყალქვეშა კალთის დახრილობასა და ნატანის ბალანსთან. ზღვის ტრანსგრესიის შედეგად წარმოიქმნება ინგრესიული ნაპირები, რომელთა შორის განირჩევა მყინვარული ([[ფიორდი|ფიორდული]], [[შხერები|შხერული]]), ეროზიული (რიასული, [[ლიმანი|ლიმანური]]), ეოლური (არალის ტიპის ნაპირი), სტრუქტურულ-დენუდაციური (დალმაციური) ტიპის ნაპირები და სხვა.
 
[[ფაილი:90 mile beach02.jpg|მინი|მარცხნივ|250პქ|ოკეანის სანაპირო ავსტრალიაში]]
აბრაზიისა და აკუმულაციის ზემოქმედების შედეგად ინგრესიული ნაპირების მოხაზულობა სწორდება: [[კონცხი|კონცხები]] ჩამოიჭრება, უბეები ივსება ნატანით. [[ზღვა|ზღვის]] ნაპირების წარმოქმნაში მონაწილეობს სხვა ფაქტორებიც — დიდი მდინარეების შესართავებში ყალიბდენა [[დელტა|დელტური ნაპირი]], ტროპიკული ზღვების სანაპიროებზე რიფების წარმომქმნელი ორგანიზმები ქმნიან მარჯნის ნაპირებს ([[მარჯნის რიფი|რიფები]]), პოლარული ზღვების სანაპირო ზოლის მზრალ ქანებზე ზღვის წყლის თერმული ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება თერმოაბრაზიული ნაპირები და სხვა. ზღვის ნაპირების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს აგრეთვე თანამედროვე ტექტონიკური მოძრაობები.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაპირი“-დან