ისააკ ნიუტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:GodfreyKneller-IsaacNewton-1689.jpg|thumb|right|ისააკ ნიუტონის პორტრეტი, გოდფრი ნელერი, 1689]]
სერ '''ისააკ ნიუტონი''' (დ. [[25 დეკემბერი]], [[1642]] ([[გრიგორიანული კალენდარი|გრიგორიანული კალენდრის]] მიხ.) / [[4 იანვარი]], [[1643]] ([[იულიუსის კალენდარი|იულიუსის კალენდრის]] მიხ.), სულსთორპი, გრემთემის მახლობლად — გ. [[20 მარტი]], [[1727]], კენსინგტონი) — [[ინგლისელები|ინგლისელი]] [[ფიზიკა|ფიზიკოსი]], [[მათემატიკა|მათემატიკოსი]], [[ასტრონომია|ასტრონომი]], [[ალქიმია|ალქიმიკოსი]] და [[ფილოსოფია|ფილოსოფოსი]]; კავშირშია მეცნიერულ რევოლუციასა და [[ჰელიოცენტრიზმი]]ს განვითარებასთან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გავლენიანი მეცნიერი [[ისტორია]]ში.
 
მის მეცნიერულ მიღწევათა შორის მთავარია ნაშრომი „[[ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები]]“, სადაც ის [[მიზიდულობის კანონი|მსოფლიო მიზიდულობას]] აღწერს. ხოლო ნაშრომებში გადაადგილების კანონთა შესახებ მან დასაბამი მისცა [[მეცნიერება]]ს [[კლასიკური მექანიკა|კლასიკური მექანიკის]] შესახებ. [[ლაიბნიცი, გოტფრიდ|გოტფრიდ ლაიბნიცთან]] ერთად მას ეკუთვნის წვლილი [[ინტეგრალურ და დიფერენციალურ აღრიცხვა|ინტეგრალური და დიფერენციალური აღრიცხვის]] განვითარებაშიც. ნიუტონი პირველი იყო ვინც ჩამოაყალიბა [[დედამიწა|დედამიწისა]] და პლანეტების მოძრაობის მმართველ ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება და მასვე ეკუთვნის [[კეპლერის კანონი|კეპლერის კანონების]] მათემატიკური ანალიზი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ [[ციური სხეულები]] მოძრაობენ ორბიტებზე, რომლებიც წარმოადგენენ ყველა სახის [[კონუსური კვეთა|კონუსურ კვეთებს]] (როგორიცაა [[ელიფსი]], [[ჰიპერბოლა]], [[პარაბოლა]]).
 
ნიუტონმა აღმოაჩინა, რომ ფერთა სპექტრი წარმოჩენილი თეთრი სინათლის სხივის [[პრიზმა]]ში გავლისას თვით [[თეთრი სინათლე|თეთრ სინათლეს]] ეკუთვნის და პრიზმის დანამატი არაა (როგორც [[როჯერ ბეკონი]] ამტკიცებდა მე-13 საუკუნეში), და ასევე ამტკიცებდა, რომ სინათლე ნაწილაკებისგან შედგება. ნიუტონმა ასევე განავითარა [[თბოგამტარობის კანონი]], დაამტკიცა [[ბინომიალური თეორემა]], ასევე აღმოაჩინა [[იმპულსი]]ს და [[იმპულსის მომენტი]]ს მუდმივობის კანონები.
 
ნიუტონს მათემატიკის გენიად მიიჩნევენ. [[ლაგრანჟი, ჟოზეფ ლუი|ჟოზეფ ლუი ლაგრანჟის]] თქმით: „ნიუტონი უდიდესი გენიოსია, რომელიც კი ოდესმე გაჩენილა ამქვეყნად და ასევე ყველაზე იღბლიანი, ვინაიდან სამყაროს სისტემის დადგენა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი“.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისააკ_ნიუტონი“-დან