საქართველოს სახელმწიფო გერბი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎საქართველოს ძველი სახელმწიფო გერბები: ცნობის გასწორება წყაროზე დაყრდნობით
დაემატა ბმულები.
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 19:
}}
 
'''საქართველოს სახელმწიფო გერბი''' — [[საქართველო]]ს [[სახელმწიფო სიმბოლო]] [[საქართველოს სახელმწიფო დროშა|დროშასთან]] და [[საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი|ჰიმნთან]] ერთად, შემოღებულ იქნა [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს ინიციატივით, [[საქართველოს ორგანული კანონი]]ს საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა [[2004]] წლის [[10 ოქტომბერი|10 ოქტომბრიდან]] (მიღებულია პარლამენტის მიერ და ხელმოწერილი [[საქართველოს პრეზიდენტები|საქართველოს პრეზიდენტის]] მიერ [[2004]] წლის [[1 ოქტომბერი|1 ოქტომბერს]])<ref name="პარლ04-10-01" /><ref name="N454-IIს">[[#codexserver|საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“]]</ref>. სახელმწიფო გერბის ავტორია [[მხატვარი]], ჰერალდიკოსი [[მამუკა გონგაძე]], ხოლო დევიზისა – ვალერი ბახტაძე და თამაზ ნანიტაშვილი. თავდაპირველი, საკონკურსო ვერსიით, გერბი იმეორებდა [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] საგვარეულო გერბის კონცეფციას და გამომსახველობას, თუმცა მრავალი განხილვის (სახალხო, თუ საპარლამენტო) შემდეგ, გერბის ძირითადმა ნაწილმა მიიღო შედარებით მარტივი კომპოზიცია: [[წმინდა გიორგი|წმინდა გიორგის]] ვერცხლიფერი გამოსახულება მეწამულ ფარზე<ref name="statesymbol" />. 2004-2005 წწ ბრიტანეთის ჰერალდიკოსთა კოლეჯის რეკომენდაციებით მოხდა გერბის დახვეწა და ჩამოყალიბდა საბოლოო, დღევანდელი სახით, რაც პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებებით დაამტკიცა<ref name="პარლ-ცვლ" />.
 
[[საქართველოს კონსტიტუცია|საქართველოს კონსტიტუციის]] თანახმად, ორგანული კანონით დადგენილია საქართველოს სახელმწიფო გერბის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობა, მისი გამოსახვის ფორმები, გამოყენების სფერო, გამოყენებისა და დაცვის წესი, ასევე შექმნილია სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო. საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების ფორმით, ერთ ფერში, ჰერალდიკური დაშტრიხვით ან მის გარეშე.
 
== სახელმწიფო (დიდი) გერბი ==
''სახელმწიფო გერბი'' წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – [[წმინდა გიორგი]]. ფარი დაგვირგვინებულია ივერიული (ქართული) [[გვირგვინი (მრავალმნიშვნელოვანი)|გვირგვინით]]. ფარისმტვირთველი ორი ოქროს [[ლომი]] [[ვაზი]]ს სტილიზებული ორნამენტის საფუძველზე დგას. საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლ-მეწამული სადევიზე ბაფთა (ავერსი – [[ვერცხლი]], რევერსი – მეწამული). ბაფთის ვერცხლის ველზე სევადისფერი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „[[ძალა ერთობაშია]]“. ბაფთაზე, სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები.
 
=== მცირე სახელმწიფო გერბი ===