მაკმილანის გეგმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მიჩიგანი => მიჩიგანი (შტატი) + პატარა რედაქტირებები
No edit summary
ხაზი 2:
'''მაკმილანის გეგმა''' (McMillan Plan) — არქიტექტურული გეგმა [[ვაშინგტონი]]სთვის ჩამოყალიბებული 1901 წელს [[კოლუმბიის ოლქი]]ს სენატის პარკების განვითარების კომისიის მიერ, რომელიც კონგრესის მიერ შეიქმნა ერთი წლით ადრე. კომისია უკეთ ცნობილი იყო როგორც "მაკმილანის კომისია", რომელსაც სახელი კოლუმბიის ოლქის კომიტეტის თავმდჯომარის [[მიჩიგანი (შტატი)|მიჩიგანის]] სენატორი ჯეიმს მაკმილანის დაერქვა. მაკმილანის კომისიაში იმ დროის უდიდესი არქიტექტორები გაერთიანდნენ, მათ შორის [[დენიელ ბარნჰემი]], [[ფრედერიკ ლოუ ოლმსტედი]], [[ჩარლზ მაკკიმი]] და მოქანდაკე [[ოგიუსტ გოდენი]].
 
კომისიის შთაგონება არქიტექტორი [[პიერ შარლ ლ'ანფანი]] 1791 წლის ქალაქის გეგმა იყო, რომელიც არასდროს განხორციელებულა. კომისიის წევრები ასევე ცდილობდნენ ევროპული დედაქალაქების — [[პარიზი]]ს, [[ლონდონი]]ს და [[რომი]]ს — დიდებულება შეექმნათ. მათზე დიდი გავლენა იქონია მოძრაობამ "[[ქალაქი-მშვენიერი]]", პროგრესული იდეოლოგია, რომლის მიზანი მნიშვნელოვანი, მონუმენტური არქიტექტურით სოციალური თანასწორობის შექმნა იყო ურბანულ ცენტრებში.
 
მაკმილანის გეგმა ქალაქის განახლების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ფორმა იყო, რომელმაც ღარიბი უბნები მოაშორა დედაქალაქს, შეცვალა რა ისინი ახალი სახალხო მონუმენტებითა და სამთავრობო შენობებით. ამ გეგმით შეიქმნა ეროვნული მოლი და ბარნჰემის პროექტის მონუმენტური [[იუნიონ-სტეიშენი]] (რკინიგზის სადგური). გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა [[პირველი მსოფლიო ომი|პირველმა მსოფლიო ომმა]], თუმცა მშენებლობა ომის დასრულების შემდეგ გაგრძელდა და 1922 წელს დასრულდა [[ლინკოლნის მემორიალი]]თ.