ივანე მუშკეტოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''ივანე ვასილის ძე მუშკეტოვი''' ({{lang-ru|Мушкетов, Иван Васильевич;}} დ. [[ძველი21 სტილიიანვარი]] <small> [ ძვ. სტ. 9 იანვარი], [[ახალი სტილი]]თ [21 იანვარი]</small>, 1850, [[სტანიცა ალექსეევსკაია]] — გ. [[ძველი23 სტილიიანვარი]] [10 იანვარი], <small>[[ახალიძვ. სტილი]]თსტ. [2310 იანვარი]</small>, 1902, [[პეტერბურგი]]) — რუსი [[გეოგრაფი]] და [[გეოლოგია|გეოლოგი]]. სახელგანთქმული მოგზაური. პეტერბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის [[პროფესორი]].
 
== ბიოგრაფია ==
[[1872|1872 წელს]] დაამთავრა [[პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი]]. [[1882]] წლიდან იყო გეოლოგიური კომიტეტის უფროსი გეოლოგი. [[1872|1872 წელს]] ივანე მუშკეტოვმა გამოიკვლია [[ურალი|სამხრეთი ურალი]], [[1874]]-[[1875]] წლებში იმოგზაურა [[ტიან-შანი|ტიან-შანში]] და მდინარე [[სირდარია|სირდარიის]] ხეობაში, სადაც აღმოაჩინა [[სასარგებლო წიაღისეული]]ს რამდენიმე საბადო. [[1877]]-[[1880]] წლებში აგრძელებდა [[შუა აზია|შუა აზიის შესწავლას]] (შედეგები შეჯამებულია ნაშრომში „თურქესტანი“, ტ. 1-2, [[1866]]-[[1906]]). ფართოდ გამოიკვლია [[პამირ-ალაი|პამირ-ალაის მთათა სისტემა]].
 
[[1880]] წელს მოაწყო ექსპედიცია [[ზარაფშანის მყინვარი|ზარაფშანის მყინვარზე]] და დაადგინა ამ მხარის ხასიათი და [[მყინვარი]]ს საერთო მოძრაობა. [[1881]] წელს გამოიკვლია [[მყინვარწვერი]]სა და [[იალბუზი]]ს მყინვარები. [[1883]] წელს გამოიკვლია ლიპეცკის მინერალური წყლები. [[1884]] წელს აწარმოებდა ასტრახანის გუბერნიის [[რელიეფი]]სა და მინერალური წყლების შესწავლას. [[1885]] წელს სწავლობდა [[ყირიმი|ყირიმში]] არსებულ რამდენიმე [[ტბა]]ს.
ხაზი 9:
ივანე მუშკეტოვმა მოგვცა შუა აზიის [[გეოლოგია|გეოლოგიური]] და ოროგრაფიული აღწერა, ამასთანავე შემოგვთავაზა მისი გეოლოგიური სქემა. [[გენადი რომანოვსკი]]სთან ერთად შეადგინა თურქესტანის პირველი [[გეოლოგიური რუკა]]. ამასთანავე შექმნა თურქესტანის მინერალების სია.
 
იკვლევდა ასევე [[კავკასია|კავკასიის]] გეოლოგიურ აგებულებასა და მყინვარებს, [[ქვანახშირი]]სა და [[მანგანუმი]]ს საბადოებს მდინარე [[რიონი]]ს აუზში, კავკასიის მინერალურ წყაროებს. ახლებურად წარმოადგინა გეოლოგიური კვლევის ამოცანები. დიდ ყურადღებას უთმობდა [[ტექტონიკა|ტექტონიკის]], [[სეისმოლოგია|სეისმური]] და [[გეომორფოლოგია|გეომორფოლოგიური]] პროცესების შესწავლას. სწავლობდა [[მიწისძვრა|მიწისძვრის]] მიზეზებსა და მის შედეგებს. სახელმძღვანელო „ფიზიკური გეოლოგია“ იმ დროის თვალსაჩინო ნაშრომი იყო მასალის სისრულისა და თეორიული დონის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ივანე მუშკეტოვის შვილი [[დიმიტრი მუშკეტოვი]] ([[1882]]-[[1938]]), იყო აგრეთვე ცნობილი გეოლოგი და პალეონტოლოგი.
 
ივანე მუშკეტოვის სახელი ეწოდა [[ციმბირი]]ს, [[აზია|შუა და ცენტრალური აზიის]] გეოგრაფიულ ობიექტებს ([[მუშკეტოვის მთა]], [[მუშკეტოვის მყინვარი]] და სხვა). მუშკეტოვის სახელობისაა აგრეთვე მინერალური აგრეგატი — [[მუშკეტოვიტი]].