ორგანი (საკრავი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
109.172.175.152-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McCleanBot-ის მიერ რედაქტირებული ვ...
1-8
ხაზი 1:
{{მმ|ორგანი|ორგანი}}
[[ფაილი:OrgueSaintThomasStrasbourg.jpg|მინიატიურა|300პქ|ორგანი წმ. თომას ეკლესიაში, [[სტრასბური]], [[საფრანგეთი]]]]
'''ორგანი''' ({{lang-la|organum}} < {{lang-el|όργανον}}) — კლავიშიანი სასულე მუსიკალური საკრავი. შედგება ერთ კორპუსში მოთავსებული სხვადასხვა ზომის ხისა და ლითონის მილებისა და პნევმატური სისტემისაგან. საკრავს მიდგმული აქვს სამართავი ანუ საშემსრულებლო კათედრა, რომლის პულტზედაც ხელისა (მანუალი) და ფეხის (პედალი) კლავიატურებთან ერთად თავმოყრილია ყველა რეგისტრის სახელურები. ეს სახელურები ამოძრავებს სათანადო ბერკეტებს, აკავშირებს მათ ერთმანეთთან და დამატებითი მილების ჩართვა-გამორთვასა და ხმოვანების გაძლიერება-შესუსტებას ემსახურება. ორგანს შეიძლება ჰქონდეს 1-78 მანუალი (თითოეულს 72-მდე კლავიში აქვს) და პედალი (32-კლავიშიანი). ზოგიერთ თანამედროვე ორგანს 2 პედალი აქვს. ორგანს რეგისტებად დაყოფილი რამდენიმე ათასი მილი აქვს. რეგისტრების რაოდენობა საკრავის სიდიდით განისაზღვრება (საშუალოს — ათამდე, გიგანტურს — რამდენიმე ასეული რეგისტრი). თითოეულ რეგისტს მისთვის დამახასიათებელი ტემბრი აქვს. ირთვება ბერკეტით ან ღილაკით. საორგანო მუსიკა იწერება სამ სანოტო დგანზე რეგისტრის მიუთითებლად. ორგანს შეიძლება ჰქონდეს სამი სახის გადაცემათა სისტემა (ტრაქტურა): მექანიკური, პნევმატიკური და ელექტრული ტრაქტურების შეთანხმება. ორგანის წინამორბედებია: სოლინკა, ძვ. ჩინური შენი, ევროპული პანის ფლეიტა. ძვ.წ. III საუკუნეში [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] გამოიგონეს წყლის ორგანი — [[ჰიდრავლოსი]]. გიგანტური ორგანები დგას [[მოსკოვი]]ს, [[სანქტ-პეტერბურგი]]ს, [[რიგა|რიგის]], [[კიევი]]ს, [[თბილისი]]ს, [[ტალინი]]ს, [[ტაშკენტი]]ს საკონცერტო დარბაზებში.
 
== ლიტერატურა ==