მუხა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის 82.211.145.182 ცვლილებების გაუქმება (№3455380)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 15:
| commons =Category:Quercus
}}
'''მუხა''' (Quercus) — ჟიზნ ვარამ სმერტ მუსარამ ანამზაატოი სვაბოდი ბრატვა. მცენარეთა გვარი [[წიფლისებრნი|წიფლისებრთა]] ოჯახისა. მარადმწვანე ან ზაფხულმწვანე ხეებია. 450-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია [[ჩრდილოეთი ნახევარსფერო|ჩრდილოეთ ნახევარსფეროს]] ზომიერ, სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონებში; მცირე ნაწილი — [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკაში]]. [[კავკასია]]ში — 18-მდე სახეობაა, [[საქართველო]]ში გავრცელებული 7 სახეობა გაერთიანებულია გრძელყუნწიანი ([[ჰართვისის მუხა]], [[ჭალის მუხა]], [[იმერული მუხა]]) და მოკლეყუნწიანი ან მჯდომარენაყოფებიანი ([[პონტოური მუხა]], [[ქართული მუხა]], მაღალმთის ანუ [[აღმოსავლური მუხა]], [[ჭოროხის მუხა]]) მუხების ჯგუფში.
 
[[საქართველო]]ში გავრცელებულ მუხებს შორის ყველაზე დიდი ფართობი უჭირავს ქართულ მუხას. იგო მთელ ტყიან საქართველოში გვხვდება. მაღალმთის ანუ აღმოსავლური მუხა (Quercus macranthera) უმეტესად გავრცელებულია [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]]. დასავლეთ საქართველოში მხოლოდ [[რაჭა]]სა და [[სვანეთი|სვანეთში]] გვხვდება. იგი 20–28 მეტრი სიმაღლის ხეა. აქვს სქელი მუქი ქერქით დაფარული მოკლე და მსხვილი ღერო, ტყავისებრი, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან მოყვითალო–მონაცრისფრო ან მურა ბუსუსით მოფენილი ფოთლები. იზრდება 1700–2400 მეტრ სიმაღლეზე და სამხრეთით მშრალ ფერდობებზე ქმნის მეჩხერ ტყეებს. ხარობს ტენიან ფერდობებზეც. ცოცხლობს 450 წლამდე. იმერული მუხის ხელუხლებელი მასივები შემორჩენილია საღორიისა და აჯამეთის ტყეებში. პონტოური მუხა გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. სხვებისაგან განსხვავებით, დიდი და მთლიანი ფოთლები აქვს. ჭოროხის მუხა (Quercus dschorochensis) პატარა ხე ან ბუჩქია. სწორი ან ტანბრეცილი ღერო აქვს, იზრდება [[აჭარა]]ში [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1000 მეტრამდე, ქვიან და ღორღიან კალთზე უხრავთან, [[რცხილა]]სთან და [[ფიჭვი|ფიჭვთან]] ერთად. დასავლეთ საქართველოში [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1200 მეტრამდე გავრცელებულია [[ჰართვისის მუხა]]. ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora, Quercus longipes) 30 მეტრამდე სიმაღლის უხვად დატოტვილი ხეა. ბურთისებრი ვარჯი და ღრმად დანაკვთული ფოთლები აქვს. გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობიდან 1100 მეტრ სიმაღლემდე. მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]], [[არაგვი]]ს, [[იორი|ივრის]], [[ალაზანი|ალაზნისა]] და მათი შენაკადების ჭალებში, მდინარისპირა ტერასებზე, დაბლობებზე, ხევებზე და ტაფობებში ქმნის ტყეებს. მუხა ძალიან ნელა იზრდება, 80–100 წლისა კიდევ იმატებს სიმაღლეში, შემდეგ კი სისქეში, ღრმა ფესვთა სისტემა აქვს და ქარგამძლეა. ცოცხლობს 800 წელზე მეტს (თუმცა ასეთი ხანდაზმული მუხა ჩვენში უკვე იშვიათია).
 
სინათლისა და სითბოს მოყვარულია, მაგრამ საკმაოდ ყინვაგამძლეცაა. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყარით. ზოგჯერ გადაწვენით. მუხის მერქანი მაგარი და გამძლეა, მაღალი ღირსების. იყენებენ მშენებლობაში, სავეჯე და სადურგლო წარმოებაში. ქერქი და მერქანი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ზოგიერთი სახეობის ([[კორპის მუხა]]) ქერქი იძლევა კოპრსკორპს. რკოსაგან ამზადებენ ყავის სუროგატს. მუხის ბევრი სახეობა (მაგ: წაბლფოთოლა მუხა — Quercus castaneifolia) დეკორატიულია, რგავენ ბაღებსა და პარკებში ხეივნებად, ზოგ სახეობას — ქვიანი ფერდობების გასამწვანებლად.
 
== სახეობები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუხა“-დან