ტყე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის 212.58.120.51 ცვლილებების გაუქმება (№3455275)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 1:
[[ფაილი:Swedish Spruce Forest.jpg|thumb|260px|right|ფიჭვის ტყე [[შვეცია|შვედეთში]]]]
'''ტყე''' — [[გეოგრაფია|გეოგრაფიული]] [[ლანდშაფტი]]ს ნაწილიანაწილი, იმ [[ხე]]ების, [[ბუჩქი|ბუჩქებისა]] და [[ბალახი|ბალახების]], აგრეთვე [[ცხოველები]]სა და [[მიკროორგანიზმები]]ს ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან [[ბიოლოგია|ბიოლოგიურად]] და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც.
 
ტყის სახეობრივი შემადგენლობის, ძირითადი მცენარეების ბიოლოგიური თავისებურებების, მათი ხნოვანებისა და გარკვეული ფიზიკური-გეოგრაფიული პირობების მიხედვით, ტყეში მცენარეების რამდენიმე იარუსი ვითარდება. ზომიერი სარტყლის რთული შემადგენლობის ტყეში განასხვავებენ შემდეგ იარუსებს: პირველ იარუსს, რომელიც შედგება პირველი სიდიდის ტყის შემქმნელი ხეებისაგან ([[ფიჭვი]], [[ნაძვი]], [[სოჭი]], [[წიფელი]], [[მუხა]] და სხვა). მეორე იარუსს, რომელიც შექმნილია მეორე სიდიდის ხეებისაგან ([[ცაცხვი]], [[ნეკერჩხალი]], [[რცხილა]], [[თელა]] და სხვა), მესამე იარუსს ქმნიან ბუჩქები ([[თხილი]], [[შინდი]], [[ჭანჭყატი]], [[კუნელი]] და სხვა); მეოთხე და მეხუთე იარუსი კი შედგება ბალახოვანი და ხავსის საფრისაგან. ტყის სხვადასხვა იარუსზე ხანდახან გვხვდება ხვიარა და [[მცოცავი მცენარეები]], ხოლო ტოტებსა და ჯირკვებზე სახლდებიან [[ხავსები]], [[მღიერები]], [[სოკოები]] და [[წყალმცენარეები]] — ე.წ. [[ეპიფიტები]]. ყველაზე რთული სტრუქტურის ტყეები ტროპიკებშია. ტროპიკულ „წვიმის ტყეებში“ ტყის შემქმნელი ხეები შეიძლება შედგებოდეს 3, ქვეტყე — 2 და ბალახოვანი საფარი — 3 ქვეიარუსისაგან. ჩრდილოეთისაკენ, ნიადაგისა და კლიმატის ცვლილებებთაბ ერთად, ჭარბობს მართივი სტრუქტურის ტყეები; ასევე მთის ფერდობების ზედა სარტყელში უმთავრესად მარტივი სტრუქტურის ტყები გვხვდება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტყე“-დან