ალექსანდრე II (იმერეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
|დედა = ელენე
}}
 
'''ალექსანდრე II''' (გ. [[1510]]), [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფე ([[1484]]-[[1510]]). [[ბაგრატ VI|ბაგრატ VI-ის]] ძე. მამის გარდაცვალების ([[1478]]) შემდეგ მან ვერ შეძლო იმერეთში გამეფება ოპოზიციურად განწყობილი მთავრების (შარვაშიძე, დადიანი, გურიელი, გელოვანი) წინააღმდეგობის გამო. ამით ისარგებლა ქართლის მეფემ [[კონსტანტინე II (ქართლის მეფე)|კონსტანტინე II-მ]] ([[1479]]-[[1505]]) და ხელთ იგდო იმერეთის ტახტი. [[1484]] წელს ალექსანდრე II-მ შეძლო მცირე ხნით დაუფლებოდა მამისეულ ტახტს, მაგრამ ქართლის მეფე ლიხთ-იმერეთს არ თმობდა. მხოლოდ [[1488]] წელს სძლია ალექსანდრე II-მ საბოლოოდ კონსტანტინეს და დადიან-გურიელიც შემოირიგა, შემდეგ კი თვითონ დაიწყო ბრძოლა ქართლის შემოსაერთებლად. [[1509]] წელს აიღო [[გორი]] და ჩრდილოეთ-დასავლეთ ქართლში გაბატონდა. მაგრამ ქართლ-იმერეთის გაერთიანების გეგმა განუხორციელებელი დარჩა. ოსმალთა შემოსევამ აიძულა იგი ქართლისათვის თავი მიენებებინა. თურქებთან დაპირისპირებიდან მალევე მეფე დასნეულდა და გარდაიცვალა. მის შემდეგ [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] ტახტზე მისი 15 წლის ვაჟი, [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III]] ავიდა.