ლუარსაბ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
|ხელმოწერა =Luarsab I signature.svg
}}
 
'''ლუარსაბ I''' (დ. [[1502]] — გ. [[1556]]) — [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე [[1527]]—[[1556]] წლებში, [[დავით X|დავით X-ის]] ძე (წყაროებში გვხვდება მისი მეფობის სხვა თარიღებიც: [[1530]]—[[1556]], [[1534]]—[[1558]] და სხვ.), [[1522]] წელს თავი ისახელა [[თელეთის ბრძოლა 1522|ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში]]. [[1526]] წელს პოლიტიკური კავშირი შეკრა [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფე [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III-სთან]]. [[1535]], როდესაც ბაგრატ III-მ სამცხე-საათაბაგო [[მურჯახეთის ბრძოლა 1535|შეიერთა]], ლუარსაბ I-მა ჯავახეთი დაიმორჩილა. ლუარსაბ I ცდილობდა სპასეთისა და ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ქართულ სამეფო-სამთავროთა ძალების გაერთიანებას. 30-იან წლებში ქართლ-იმერეთის კავშირი გაფართოვდა ლუარსაბ I-ისა და [[კახეთის სამეფო|კახეთის]] მეფის [[ლევანი (კახეთის მეფე)|ლევანის]] შეკავშირებით. ამას წინ აღუდგა ირანის [[შაჰი]] [[თამაზ I]], რომელმაც პირადად [[თამაზ I-ის ლაშქრობები საქართველოში XVI საუკუნეში|ოთხი დიდი ლაშქრობა]] ([[1541]], [[1547]], [[1551]], [[1554]]) მოაწყო საქართველოში. [[1541]] წელს შაჰის პირველი ლაშქრობის შედეგად ლუარსაბ I-მა [[თბილისი]] დაკარგა, [[კახეთი]] მტერს დამორჩილდა და ქართული სამეფოთა კავშირს გამოეთიშა. [[1545]] წელს ლუარსაბ I თავისი ლაშქრით დაეხმარა ბაგრატ III-ს შემოსეულ [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალთა]] წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ქართლ-იმერეთის შეერთებული ლაშქარი [[სოხოისტის ბრძოლა 1545|სოხოისტას ბრძოლაში]] დამარცხდა და [[სამცხე-საათაბაგო|სამცხე-საათაბაგოში]] ოსმალებმა თავიანთი მომხრე ათაბაგის ხელისუფლება აღადგინეს. პაპი [[პავლე III]] 1545 წლის 17 ივნისს უგზავნის ლუარსაბს წერილს, გამოხატავს რა მზადყოფნას, რომ ელჩები გამოგზავნოს, ულოცავს ლუარსაბს ლევანთან ერთად მიღწეულ კავშირს და იმასაც, რომ რომ ლუარსაბმა სცნო და აღიარა პაპი, გზავნის რა მოგვიანებით ([[1546]]) საქართველოში ელჩებს ერთიანობის ნიშნად. მანამდე კი ლუარსაბ I უგზავნის პავლე III-ს ელჩებს, უცხადებს რა მას მორჩილებას და მზადყოფნას, კათოლიკე მისიონარებთან ერთად ეკლესიათა ერთიანობის მისაღწევად.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუარსაბ_I“-დან