აბესალომ და ეთერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის 194.60.250.4 ცვლილებების გაუქმება (№3454292)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 15:
უნდა ითქვას, რომ პრემიერის სრულყოფილ წარმატებას საგრძნობლად შეუშალა ხელი სასცენო ტექნიკის დაბალმა დონემ. მეტისმეტად გაჭიანურებულმა ანტრაქტებმა, ოპერის, დრამატურგიულად გაუმართლებელი მუსიკალური სცენებით გადატვირთვამ გამოიწვია სპექტაკლის უჩვეულო, ყურადღების მომქანცველი გაჭიანურება. “აბესალომ და ეთერის” პირველი ვარიანტი 5 მოქმედებისა და 6 სურათისგან შედგებოდა. ოპერა საღამოს 8 საათზე დაიწყო და ღამის 2 საათამდე გასტანა.
 
კომპოზიტორმა გარკვეული კრიტიკული შენიშვნაც დაიმსახურა. ფალიაშვილმა გაითვალისწინა შენიშვნები და ოპერა ერთი მოქმედებით შემოკლდა. საბოლოოდ ოპერამ “აბესალომ და ეთერი” ქართული საზოგადოების უზარმაზარი მხარდაჭერა ჰპოვა. დიდი ქართველი რეჟისორი [[კოტე მარჯანიშვილი]] ამ ოპერის დადგმასთან დაკავშირებით წერდა: “დიდი დღესასწაულია! დღესასწაული ნამდვილი ხელოვნებისა! დღესასწაული კულტურული გამარჯვებისა!სარკმელია ევროპისკენ! გასაოცარი ლეგენდაა, სამშობლო ქვეყნის ჰანგებით მოსევდიანებული, ევროპული ოსტატობით შემუშავებული”. ხოლო ცნობილი ქართველი მსახიობი მარიამ საფაროვა-აბაშიძე კომპოზიტორის მოღვაწეობის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერდა – “აბესალომი” უნდა განასახიერებდეს საქართველოს უკვდავ სულს, რომელშიც ტანჯვა და სიხარული ერთმანეთში გადახლართულა, ვით სიმბოლო აზრისა და მშვენიერებისა”. თავად კომპოზიტორს ოპერაზე მუშაობისას არაერთხელ უთქვამს – “მე პრეტენზიები არა მაქვს, რათა ჩემზე სთქვან ოპერა დასწერაო. ჩემი მუშაობის აზრია – მე ვიძლევი მასალას, ვკრებ და ვაყალიბებ მას, გამოვიტან საზოგადოებაში, შემდეგ, ალბათ გამოჩნდება ვინმე უფრო ნიჭიერი და ოპერას დასწერს”.ნიკოლოზ ქუთათელაძემ ეს ამბავი დაადასტურა და შეეხმიანა კოტე მარჯანიშვილს ამის შესახებ. <3
 
ფალიაშვილი საკუთარ დამსახურებად ოპერაში უფრო ეროვნული და ევროპული მუსიკის თავისებურებების სინთეზს მიიჩნევდა. იგი წერდა – “მე ის (იგულისხმება “აბესალომ და ეთერი”) მიყვარს და ვეტრფი არა მარტო ისე, როგორც ჩემს პირმშოს, არა-ვიმეორებ, ისე როგორც საუკეთესო ნიმუშს ქართული ხალხური სიმღერებისას ევროპული თეორიის კანონებზედ დამყარებულს”.