ტრაიანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 65:
ტრაიანე წარჩინებული რომაელი ქალბატონისა და იმპერატორ [[ტიტუსი]]ს რძლის,{{sfn|Strobel|2010|p=41}} მარციასა და მარკუს ულპიუს ტრაიანუსის, გამოჩენილი სენატორისა და მხედართმთავრის, ვაჟი იყო. მარკუს ულპიუს ტრაიანუს უფროსი [[ვესპასიანე]]სთან მსახურობდა იუდეველთა პირველ ომში, სადაც იგი მეათე ლეგიონს მეთაურობდა.<ref>{{cite book|last=Goldsworthy|first=Adrian|title=In the name of Rome: The men who won the Roman Empire|date=2003|publisher=Weidenfeld & Nicolson|location=London|page=320}}</ref> თავად ტრაიანე მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ მრავალი ცნობილი ულპიიდან, რომელთა ხაზიც მისი სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგაც არ შეწყვეტილა. იმპერატორის უფროსი და იყო ულპია მარციანა, რომელსაც ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, სალონინა მატილდა. ულპიების მამული იტალიკა იყო ბეტიკის ესპანეთში,<ref name="ReferenceA" /> სადაც მათი წინაპრები [[ძვ. წ. III საუკუნე|ძვ. წ. III საუკუნის]] ბოლოსათვის დასახლდნენ.
 
როგორც ახალგაზრდა კაცი, ტრაიანე რომის არმიაში დაწინაურდა, სადაც იგი იმპერიის ზოგიერთ ყველაზე პრობლემურ საზღვარზე მსახურობდა. [[76]]-[[77]] წლებში მამამისი სირიის მმართველი იყო (''ლეგატუს პრო -პრეტორ სირიე''), სადაც თვითონ ტრაიანე ლეგიონის ტრიბუნის რანგზე იმყოფებოდა. აქედან, მამამისის ვადის ამოწურვის შემდეგ, იგი რაინზე, დაუდგენელ პროვინციაში გადაიყვანეს, სადაც, როგორც პლინიუსი ვარაუდობს, იგი აქტიური სამხედრო სამსახურით იყო დაკავებული ორივე ვადის განმავლობაში.{{sfn|Bennett|2001|p=22–23}} [[86]] წელს გარდაიცვალა ტრაიანეს მამიდაშვილი პუბლიუს ელიუს ადრიანუს აფერი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი, ადრიანე და პაულინა დარჩა. ტრაიანე და პუბლიუს აკილიუს ატიანუსი ობლების თანამეურვეები გახდნენ.{{sfn|Garzetti|2014|p=378}}
 
[[91]] წელს ტრიანე ჩვეულებრივი კონსული გახდა, რაც დიდი პატივი იყო, რამდენადაც 30 წლისთვის მას ახალი გადაბიჯებული ჰქონდა და თანამდებობის დასაკავებლად საჭირო მინიმალურ ასაკზე (32 წელი) სულ ოდნავ იყო უფროსი. ნაწილობრივ, ეს შეიძლება აიხსნას მამამისის კარიერის დიდი მნიშვნელობით, რამდენადაც მარკუს ულპიუს ტრაიანუს უფროსი იმჟამად ხელისუფლებაში მყოფი ფლავიუსების დინასტიის მიერ ძალაუფლების მოპოვების ხელშემწყობი იყო, თავადაც ჰქონდა დაკავებული კონსულის თანამდებობა და პატრიციაც გახდა.{{sfn|Bennett|2001|p=13}} დაახლოებით ამ დროისთვისვე ტრაიანემ აპოლოდორუს დამასკოელი თან წამოიყვანა რომში<ref name="2.5–6">Augustan History, ''Life of Hadrian'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Historia_Augusta/Hadrian/1*.html#2.5 2.5–6]</ref> და პომპეია პლოტინაზეც დაქორწინდა, წარჩინებულ ქალბატონზე ნიმის რომაული დასახლებიდან. მათი ქორწინება, საბოლოოდ, უშვილო გამოდგა.<ref>{{cite web|url=https://www.britannica.com/biography/Pompeia-Plotina|title=Pompei Plotina|publisher=Britannica|accessdate=26 January 2017}}</ref>
 
[[File:Perge - Trajan.jpg|thumb|left|ტრაიანე [[მუხის გვირგვინი|სამოქალაქო გვირგვინითა]] და სამხედრო მორთულობით. [[II საუკუნე]], ანტალიის არქეოლოგიური მუზეუმი.]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაიანე“-დან