ვიაჩესლავ მოლოტოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Vyacheslav Molotov Anefo.jpg|thumb|right|200px|ვიაჩესლავ მოლოტოვი]]
 
'''ვიაჩესლავ მიხეილის ძე მოლოტოვი''' ({{lang-ru|Вячеслав Михайлович Молотов}}, ნამდვილი გვარი: სკრიაბინი, {{lang-ru|Скрябин}}) (დ. [[259 თებერვალიმარტი]]/<small> [[9 მარტი]ძვ. სტ. 25 თებერვალი]</small> [[1890]], [[კუკარკა]], [[ვიატკა|ვიატკას გუბერნია]] (''დღ.'' [[კიროვის ოლქი]]), [[რუსეთის იმპერია]] — გ. [[8 ნოემბერი]] [[1986]], [[მოსკოვი]]) — [[სსრკ|საბჭოთა კავშირის]] მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი. [[1939]] წლის [[23 აგვისტო]]ს ხელი მოაწერა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საზავო ხელშეკრულებას, [[მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი|მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს]].
 
==ბიოგრაფია==
1902 წლიდან სწავლობდა ყაზანის რეალურ სასწავლებელში. აქვე ეცნობა [[მარქსიზმი]]ს იდეოლოგიას. 1906 წლიდან ხდება [[რსდმპ]] წევრი და სასწავლებლის არალეგალური რევოლუციური ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. 1909 წელს აპატიმრებენ და ასახლებენ [[ვოლოგდა]]ში. 1911 წელს ათავისუფლებენ. იმავე წელს სასწავლებლად შედის სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1912-131912–1913 წლები მუშაობდა გაზეთ „პრავდის“ რედაქციაში მდივნად. 1915 წელს ისევ აპატიმრებენ და ასახლებენ [[ირკუტსკის გუბერნია]]ში, საიდანაც გაიქცა 1916 წელს. იმავე წელს ხდება რსდმპ ცეკა-ს რუსეთის ბიუროს წევრი. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს ყველანაირად არიდებდა თავს სამხედრო სამსახურს. 1915 წელს იღებს პარტიულ მეტსახელს Молотов-ს.
 
[[ოქტომბრის რევოლუცია|ოქტომბრის რევოლუციის]] შემდეგ ინიშნება სახალხო მეურნეობის ჩრდილოეთის ოლქის საბჭოს თავმჯდომარედ. 1919 წლიდან მუშაობდა რკპ(ბ) ცეკა-ს რწმუნებულად ვოლგისპირეთში. 1920 წლის სექტემბრიდან მუშაობდა რკპ(ბ) დონეცკის საგუბერნიო კომიტეტის მდივნად. 1920 წლის ნოემბრიდან 1921 წლის მარტამდე იყო [[უკრაინა|უკრაინის]] კომპარტიის ცეკა-ს მდივანი. 1921 წლის მარტიდან 1930 წლის 31 დეკემბრამდე საკავშირო კომუნისტური პარტიის ცეკა-ს მდივანია. 1921-27 წლებში ცეკა-ს პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატია, ხოლო 1929-31 წლებში წევრი. 1928-291928–1929 წლებში იყო [[მოსკოვი]]ს ქალაქკომის პირველი მდივანი. 1930 წლის 19 დეკემბრიდან სსრკ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. 1937-381937–1938 წლებში იყო [[დიდი წმენდა|მასობრივი რეპრესიების]] ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და დასახვრეტთა სიების შემდგენი. 1939 წლის 3 მაისიდან სსრკ-ს საგარეო საქმეთა კომისარი. 1946 წლის 19 მარტიდან სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. 1949 წელს მოხსნილ იქნა ყველა თანამდებობიდან, მისი ოჯახი რეპრესირებულ იქნა, თუმცა თავად არ დაუპატიმრებიათ. [[სტალინი]]ს სიკვდილის შემდეგ, 1953 წლიდან კვლავ ინიშნება საგარეო საქმეთა მინისტრად. 1957 წელს ინიშნება სსრკ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად [[მონღოლეთი]]ს რესპუბლიკაში. 1963 წელს გადის პენსიაში. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის განმავლობაში შვიდჯერ ჰქონდა გადატანილი [[მიოკარდიუმის ინფარქტი]], იცოცხლა ღრმა მოხუცებულობამდე და გარდაიცვალა 96 წლის ასაკში.
 
==რესურსები ინტერნეტში==
ხაზი 22:
[[კატეგორია:ბოლშევიკები]]
[[კატეგორია:რუსი დიპლომატები]]
[[კატეგორია:დაბადებული 9 მარტი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1890]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 8 ნოემბერი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1986]]